ფიფას განახლებული რეიტინგი – რომელ ადგილზეა საქართველო დანიასთან მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში ორი მატჩი გამართა. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე “ჯვაროსნებმა” ჯერ შინ გიბრალტარს მოუგეს (3:0), შემდეგ კი კოპენჰაგენში, დანიასთან განადგურდნენ – 1:5. აღნიშნულ თამაშებს საქართველოს ნაკრებისთვის FIFA-ს რეიტინგში, რომელიც დღეს განახლდა, დიდი გავლენა არ მოუხდენია. ქართველები კვლავ 94-ე პოზიციაზე არიან, თუმცა ივნისის სანაკრებო პაუზის შემდეგ, 1 ბალი დააკლდათ და 93-ე ადგილზე […]
გიორგი გახარია: “საქართველო-ბელარუსის მატჩზე მეც სტადიონზე ვიქნებოდი”
დაშვებული რომ ყოფილიყო, მეც ვიქნებოდი თამაშზე, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რაც უნდა გავითვალისწინოთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაცია კიდევ უფრო მეტი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბელარუსი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით განაცხადა. „სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთის ჩვენი გულშემატკივრები ბევრად უფრო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით არიან აღჭურვილი, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსი. ხშირად, პოლიტიკური პროცესი […]
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ესტონეთთან
ერთა ლიგის C ლიგის ბოლო ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები შინ ესტონეთს მიიღებს. “ჯვაროსნების” დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ აღნიშნული მატჩისთვის ასეთი 11-ეული დააყენა: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ტაბიძე, კანკავა, კვეკვესკირი, დავითაშვილი, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე, კაჭარავა. საქართველოსა და ესტონეთის ეროვნულ გუნდებს შორის დაპირისპირება 21 საათზე დაიწყება.
“ხალხი მაგინებდა, შეცდომა არ მაპატიეს,” – არველაძე საბერძნეთთან მატჩს იხსენებს
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. “ჯვაროსნების” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ ბერძნებთან 2005 წელს, 1:3 წაგებული შეხვედრა გაიხსენა. “2005 წლის მარტის ბოლოს ნაკრებს ორი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა, თან ორივე თბილისში. ჯერ საბერძნეთთან, ოთხი დღის შემდეგ, თურქეთთან. საბერძნეთთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი […]
დავით ვოლკოვი: “ნაკრებში გამოძახება საამაყოა”
დავით ვოლკოვმა კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრებში გამოძახებაზე. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა არ დამალა, რომ გარკვეული მოლოდინი ჰქონდა. „ნაკრებში პირველად გამომიძახეს და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის სახელით თამაშის საშუალება მომეცემა, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. დასამალი არაა, რაღაც დოზით ამის მოლოდინი მქონდა“, – განაცხადა დავით ვოლკოვმა. საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას ჩაატარებს – 11 ნოემბერს ოფიციალურ მატჩში […]
საქართველოს ნაკრებს ირლანდიასთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
საქართველოს ნაკრები 2 დღეში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ირლანდიასთან გამართავს. ქართველი ფეხბურთელები უკვე გაემგზავრნენ დუბლინში, სადაც ვლადიმერ ვაისის განკარგულებაში 25-ის ნაცვლად, 23 ფეხბურთელია. საქმე იმაშია, რომ ჯანო ანანიძემ და ჯიმი ტაბიძემ შვეიცარიასთან წაგებულ თამაშში (0:2) ტრავმა მიიღეს და სამშობლოში დარჩენა მოუწიათ. საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება 26 მარტს, თბილისის დროით 23:45-ზე […]
ოთარ კაკაბაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა
საქართველოს ეროვნული ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართა და 1:2 წააგო. ამხანაგურ მატჩში ქართველები გიორგი პაპუნაშვილმა დააწინაურა, რის შემდეგაც ვაისის გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაუშვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო ოთარ კაკაბაძემ, რომელიც რებიჩთან ორთაბრძოლისას დაშავდა. 24 წლის მარჯვენა მცველმა ეპიზოდის შემდეგ თამაში ვეღარ გააგრძელა. საბედნიეროდ, ოთარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ქართველი ფეხბურთელი ამის შესახებ […]
მხითარიანმა პენალტით წონასწორობა აღადგინა (ვიდეო)
სანიოლი პირველი კომენტარი – ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთად დავწერთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ფრანგი სპეციალისტი “ჯვაროსნებს” სათავეში უახლოეს დღეებში ჩაუდგება სანიოლმა მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მიმართა: “მოგესალმებით, მე გახლავართ ვილი სანიოლი. მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეების პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში […]
გურამ კაშია: “თუ საჭირო იქნება, მათ მხარში ისევ დავუდგები”
გურამ კაშია 2017 წელს, არნემის “ვიტესში” თამაშის დროს, ერედივიზიონის ერთ-ერთ მატჩში მოედანზე LGBT დროშის ფერებში გამოვიდა. როგორც იცით, საქართველოში მაშინ ქართველი ფეხბურთელის ეს გადაწყვეტილება ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. გურამმა მომხდარი გაიხსენა და თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, იგივეს მომავალშიც გააკეთებს. “ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ უმცირესობას მხარში კიდევ დავუდგები, თუ ამის საჭიროება იქნება,” […]
“ფქვილის კრიზისია და ხორბალი დავთესოთ” – რას წერს ბოსნიელი ქომაგი საქართველოსთან მარცხზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა – ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინა 0:1, ბუდუ ზივზივაძის გოლით დაამარცხა. “ჯვაროსნებთან” წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში საკუთარი ნაკრები არაერთმა ბოსნიელმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა. “ბიჭები ამას მიჩვეულები არიან, ჩვენი თამაში უკვე გულის ამრევია.” “როგორ არ გრცხვენიათ.” “თქვენ გაანადგურეთ ის ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ხალხს სიამოვნებას ანიჭებდა. გრცხვენოდეთ ყველას.” “ჩვენ მივეკუთვნებით […]
ანდორას ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია
ანდორას ნაკრების მწვრთნელმა – კოლდო ალვარესმა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ნაკრები უძლური იყო და ვერაფერს მოთხოვდა მის ფეხბურთელებს, რადგან საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერია. კოლდო ალვარესი: “საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად ასპარეზობს ერთა ლიგაზე და მიმაჩნია, რომ ისინი ერთა ლიგის ერთ-ერთი ლიდერები არიან. მგონია, რომ თუ ასე განაგრძო პროგრესი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ნაკრებმა, ისინი მოახერხებენ ევროპის […]