ლატვია 0:3 საქართველო (მიმოხილვა)
ლევან კობიაშვილი საქართველო-ბელარუსის შეხვედრაზე – ჯერ მატჩის თარიღზე უეფაც ვერ ჩამოყალიბდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხთან ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების გადადებული შეხვედრის შესაძლო თარიღზე ილაპარაკა. „მოგეხსენებათ, რომ უეფა-მ აღამსკომი 27 მაისიდან 17 ივნისს გადადო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ თარიღზე უეფაც არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ არსებობს გარკვეული გეგმა, რომლის თანახმადაც, მატჩი შემოდგომაზე, ოქტომბერში გაიმართება“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხთან ლევან კობიაშვილმა. შეგახსენებთ, […]
ლევან მჭედლიძე: “მთელი გულით თქვენს გვერდით ვარ ბიჭებო”
დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს დაუპირისპირდება. ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, “ჯვაროსნების” ყოფილმა შემტევმა ლევან მჭედლიძემ სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელებისადმი მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა. “დღეს პირველუ ნაბიჯი უნდა გადაიდგას ოცნების ასრულებისთვის. წარმატებები ბიჭებო! მთელი გულით თქვემს გვერდით ვარ,” – დაწერა ლევანმა. საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის შეხვედრა 20 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, […]
ლიეტუვა U21 – საქართველო U21 – 0-0
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ მატჩში ლიეტუვასთან ფრედ 0-0 ითამაშა. შეგახსენებთ, რომ U21-ის ნაკრები მესამე ქვეჯგუფში, სადაც საქართველოსა და ლიეტუვას ეროვნულ ნაკრებებთან ერთად – დანიის, პოლონეთის, ფინეთის და ფარერების ნაკრებები ასპარეზობენ, 8 თამაშის შემდეგ 9 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს (ამხანაგური) ჩვენი ნაკრები 11 სექტემბერს მალტის ეროვნულ ნაკრებთან, თბილისის დროით 19:00 […]
ლორიას საოცარი სეივი გიბრალტარის ნაკრებთან (ვიდეო)
მაკრონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ტექნიკური სპონსორია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მაკრონს შორის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და მარკონის სპორტული მარკეტინგის დირექტორმა რობერტო კაზოლარიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის ვიცე პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი 💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):„უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება მაკრონის სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია. მაკრონი ძალიან ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და წლებია უეფას პარტნიორია. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით იქნება აღჭურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სპეციალური ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული ფორმაში. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეცმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. ხანგრძლივი სასიხარულოა, რომ მაკრონთან ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა. ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასებაა, რომ ამდენად გვენდობიან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.“ 💬 რობერტო კაზოლარი (მაკრონის სპორტული მარკეტინგის დირექტორი „უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ბატონ პრეზიდენტს მოწვევისთვის. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ბევრ ღირებულებაზეა დაფუძნებელი, საიდანაც ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი – ვნება და ამბიცია. საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრები ელის და გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვიქნებით. მაკრონი 100 პროცენტით კმაყოფილია ამ თანამშრომლობით და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის მუშაობის მაღალი დონე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ“. მაკრონი სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ვაჟთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ასევე ფუტსალის ეროვნულ გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებს. ახალი სათამაშო ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს, რომელიც 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. 💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):„ყველას გვიხარია, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა, ცხადია, რომ მხოლოდ მონაწილეობა არ გვაკმაყოფილებს და გვინდა გარკვეული შედეგი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია. ვიცით, თუ რა დონის მოწინააღმდეგეები გვეყოლება, მაგრამ ყველა დავრწმუნდით, რომ ჩვენს გუნდს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ მეტოქესთან ღირსეულად ითამაშოს და წარმატებას მიაღწიოს. ასე რომ, ოპტიმისტურად ვართ და იმედია ჩვენი მოლოდინი გამართლდება“. ერთა ლიგის ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკრონის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება. ანალოგიური ფორმით ითამაშებს საქართველოს ყველა ნაკრები გუნდი. წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
მალხაზ ასათიანმა საქართველოს ნაკრების საუკეთესო შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, მალხაზ ასათიანმა, live.ge-სთან საუბრისას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ნაკრები დაასახელა (1991 წლიდან დღემდე).
მამა დღეს უნდა მოიგოთ – შვილის წერილი ოქრიაშვილს
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საინტერესო მიმოწერას, სადაც მამასა და ნაკრებს შვილი, ალექსი, გამარჯვებას უსურვებს.
მატჩის დღე: როგორი სტატისტიკა აქვს საქართველოს შვეიცარიასთან?
დღეს საქართცელოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს სახლში, შვეიცარიასთან გამართავს. აღნიშნული გუნდები ისტორიის მანძილზე ერთმანეთს მესამედ უპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა. სტუმრად ჩატარებულ მატჩში ქართველები 4:1 დამარცხდნენ, თბილისში კი შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა – 0:0. ცნობისთვის, მაშინ საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ჯგუფი 7 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.
მერებაშვილი: “ამ დღეზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი”
დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გიორგი მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. “და დადგა დღე, რომელსაც ბოლო ორი წელი ველოდებოდი… ამ დღეზე ფიქრით ვიძინებდი და ვიღვიძებდი… მიუხედავად იმისა, რომ ბიჭებთან ერთად არ ვარ დილიდან ისეთი შეგრძნება […]
მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში გენკს გაუტანა
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის “გენკის” კარში გატანა მოახერხა. 20 წლის თავდამსხმელის “სერენმა” დღეს სწორედ “გენკის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში 2:1 გაიმარჯვა. მე-2 გოლის გატანა სწორედ მიქაუტაძემ მოახერხა. 🔴⚫️ Fin de ce match amical ! Score final 1-2 ! ⚽️ Moussa Gueye ⚽️ @MikautadzeG pic.twitter.com/egdJwtbp0T — RFC Seraing Officiel (@RfcSeraing167) February 23, 2021 როგორც […]
მორიგი დებიუტანტი – ვილი სანიოლმა აზაროვი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლმა კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა – “დინამო ბათუმის” 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი “ჯვაროსნებთან” ერთად საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩისთვის მოემზადება. ფრანგმა სპეციალისტმა ახალგაზრდა მარცხენა მცველი ლევან შენგელიას ნაცვლად გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ “ქონიასპორის” მარჯვენა ვინგერმა გუშინ ესპანეთთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ის მარტის სანაკრებო პაუზის ბოლო თამაშს გამოტოვებს. ირაკლი აზაროვი 21-წლამდე […]