საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებისწინა ვარჯიშები 5 ივლისს დაიწყება – გამოძახებულია 34 მოთამაშე
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება თბილისში, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომლითაც ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. სიაში ყველა ის კალათბურთელია, რომელიც ნაკრების ჭრილში პერსპექტიულია და შესაძლოა, ეროვნული გუნდი […]
“აუცილებლად დავამარცხებთ” – მეტოქეების ფანები საქართველოზე
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, F ჯგუფში – სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს წინააღმდეგ იასპარეზებს. მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ყველა ჯგუფი ცნობილია მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი | რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ? მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფის კალენდარი ცნობილია წილისყრის შემდეგ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებმა აქტიური განხილვა დაიწყეს. აღსანისნავია, რომ სლოვენიისა […]
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადება აქტიურად დაიწყო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, საკვალიფიკაციო მატჩებში უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდება. უკრაინისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი 1 ივლისს, რიგაში გაიმართება – ხოლო საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისში შედგება. პრინციპული მატჩების წინ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი – გოგა […]
არტიომ პუსტოვოი: “საქართველო აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, სხვა მატჩებზე ჯერ არ ვფიქრობთ”
საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, საკვალიფიკაციო შეხვედრებში უკრაინასა და ესპანეთს დაუპირისპირდება. უკრაინისა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი 1 ივლისს, რიგაში გაიმართება – ხოლო საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისში შედგება. უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, არტიომ პუსტოვოიმ განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველო აუცილებლად უნდა დაამარცხოს. […]
სვიატოსლავ მიხაილიუკი: “ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება საქართველოსთან გველის”
უკრაინის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი – სვიატოსლავ მიხაილიუკი, გუნდს შეუერთდა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უპრინციპულესი მატჩებისთვის მზადებას შეუდგა. 25 წლის უკრაინელი ვარსკვლავი უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ასპარეზობს. ახლა მიხაილიუკი მზადაა უკრაინის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ივლისში გასამართ სამ შესარჩევ მატჩში დაეხმაროს. “ნაკრებში ყოფნის ემოციები ყოველთვის დადებითია – […]
გოგა ბითაძე: “ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველებმა იამაყონ”
თბილისი (საქართველო) – გოგა ბითაძეს სჯერა, რომ Eurobasket 2022-ზე საქართველოს ხმაურის გამოწვევა შეუძლია, რადგან ამ ზაფხულის მიწურულს, ქვეყანა განსაკუთრებულ ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქი – თბილისი, ერთ-ერთია იმ ოთხ ქალაქს შორის, რომელიც ევროპის უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე ბითაძე მოუთმენლად ელის შესაძლებლობას, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ნიჭის გამოვლენა შეძლონ. “ეს ძალიან კარგია […]
ილიას ზუროსი – გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული და არა ომი | VIDEO
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. თბილისში გამართულ შეხვედრაში, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე სოლიდური სხვაობით 91:70 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის რიგით მეორე დაპირისპირება სკოპიეში გაიმართა. საკუთარ კედლებში ასპარეზობის მიუხედავად, ჩრდილოეთ მაკედონია 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 65:79 დამარცხდა. ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი | საქართველო უპირობო ფავორიტია საქართველოს ნაკრებმა […]
ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი | საქართველო უპირობო ფავორიტია
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, “სპორტის სასახლეში” გაიმართება. საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა – დრაგან ბაიჩმა გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო უპირობო ფავორიტია. “სანაკრებო შეკრება სათასო დაპირისპირებების დასრულებისთანავე დაიწყო. […]
ევრობასკეტი თბილისში მსოფლიო ჩემპიონის მატჩით იხსნება
FIBA-მ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ევრობასკეტი თბილისში, მსოფლიო ჩემპიონის მატჩით იხსნება. 1 სექტემბერს, 15:30 საათზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ბულგარეთს დაუპირისპირდება. ევრობასკეტის პირველ დღეს A და B ჯგუფების მატჩები თბილისსა და კიოლნში გაიმართება. C და D ჯგუფის მატჩებს მილანი და პრაღა 2 სექტემბერს უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული […]
ესპანეთთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ლიდერმა ტრავმა მიიღო
მაკფადენი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის MVP-ობის კანდიდატია სკარიოლო: ,,რა თქმა უნდა, თორნიკე შენგელია ძალიან რთული მეტოქე იქნება” შენგელიას ჩატენვა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის Top 10 მომენტში მოხვდა | VIDEO მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის G-ჯგუფის შეხვედრაში, ესპანეთი საქართველოს დაუპირისპირდება. პრინციპული დაპირისპირება ხაენში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. ესპანეთთან გასამართი მატჩის […]
ევრობასკეტი 2022 | წილისყრის შედეგად ქვეჯგუფები დაკომპლექტდა
ბერლინში, “Verti Music Hall”-ში გამართული წილისყრის შედეგად, ევრობასკეტ 2022-ის ქვეჯგუფები დაკომპლექტდა. შეგახსენებთ, FIBA EuroBasket 2022 1-18 სექტემბერს გაიმართება. ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს კიოლნი (გერმანია), მილანი (იტალია), თბილისი (საქართველო) და პრაღა (ჩეხეთი) უმასპინძლებს. ევრობასკეტის ფინალური ფაზა ბერლინში (გერმანია) გაიმართება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები A-ჯგუფში იასპარეზებს. აღსანიშნვია, რომ A-ჯგუფში საკმაოდ საინტერესო ნაკრებებმა მოიყარეს თავი. A ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია, ბულგარეთი. B ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, სლოვენია, […]
ევრობასკეტი 2022 | საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ბერლინში, “Verti Music Hall”-ში გამართული წილისყრის შედეგად, ევრობასკეტ 2022-ზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი. გერმანიაში მოქმედი კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, წილისყრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. წილისყრას ევრობასკეტ 2022-ის 4 მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი და მიწვეულ პირთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრო. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები A-ჯგუფში ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის წინააღმდეგ იასპარეზებს. შეგახსენებთ, FIBA […]