2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი, 24 თებერვალს, 19:00 საათზე, “სპორტის სასახლეში” გაიმართა და საქართველოს გამარჯვებით 91:70 დასრულდა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა – გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე 31:13 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში, შერმადინმა 20 ქულის, 15 მოხსნისა და […]