საქართველოს ნაკრები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩავიდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა. ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში მეორედ ჩავიდა სამშობლოში, აკროპოლისის თასზე სათამაშოდ. ამხანაგურ ტურნირებს შორის ეს გახლავთ ყველაზე ცნობილი და წარმომადგენლობითი შეჯიბრი, რომლის გათამაშებაც 32 წლის წინ დაიწყო და ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში ტარდება. საქართველომ აკროპოლისის თასი 2017 წელს, ევროპის ჩემპიონატის წინ მოიგო, როცა მასში მუდმივად მონაწილე საბერძნეთთან ერთად […]
საქართველოს U16 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას იწყებს
11 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იწყება ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი, სადაც 22 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ეს გახლავთ ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ კონტინენტის ასაკობრივი პირველობებიდან უკანასკნელი, რომელშიც ქართველებს შანსი აქვთ, სამეულში მოხვდნენ და მომავალი წლისთვის A დივიზიონში იასპარეზონ. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში ეს 12 კალათბურთელია: ლუკა მუჯირიშვილი, ნიკოლოზ აბულაძე, იოსებ […]
საქართველოს ევრობასკეტის თასი ესტუმრება
საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის “ა” ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება “თბილისი არენაზე”. საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის, FIBA-ს ტრადიციული პროექტის, “ტროფი ტურის” ფარგლებში, საქართველოს 11-12 აგვისტოს, ევრობასკეტის თასი ესტუმრება რომელიც ნიკოლაი სემაშენკოს სახელს ატარებს. ქართული ტურის ფარგლებში ევრობასკეტის […]
საქართვლოს 3×3 კალათბურთელთა U17 ნაკრებმა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირში იასპარეზა
საქართველოს 17 წლამდე 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის თასის საგზური ვერ მოიპოვა. ჩვენი ნაკრები 4 მოთამაშის შემადგენლობით (ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი, ლუკა კოკოჩაშვილი, საბა ნარიმანიძე, საბა სალაძე) უნგრეთის ქალაქ შოლნოკში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდა. საქართველოსთან ერთად ტურნირში 11 ქვეყნის ნაკრები – ავსტრია, დანია, ესტონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, შვედეთი და უკრაინა ასპარეზობდა. ჯგუფში ჩვენი […]
გიორგი ცინცაძისთვის ტუნისური მონასტირი კარიერაში 26-ე კლუბია
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, გიორგი ცინცაძე კარიერას ტუნისის გუნდ “მონასტირში” გააგრძელებს. ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული თამაშების მხრივ რეკორდსმენია კლუბების მხრივაც – ცინცაძისთვის აფრიკული გუნდი კარიერაში 26-ეა. ქართულის გარდა, ცინცაძე რუსული, ესტონური, უკრაინული, პოლონური, ლიბანური, ჩრდილომაკედონიური, ფრანგული, რუმინული, კატარული და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბების ღირსებას იცავდა. რაც შეეხება მის ახალ, ტუნისის გუნდს, “მონასტირი” აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულ სეზონში […]
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალურ მატჩში მალტა დამაჯერებელი სხვაობით 37:61 დაამარცხა და “ბ” დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართული გუნდი ჩემპიონატის განმავლობაში მუდამ ლიდერობდა და ოთხივე თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამონაკლისი იყო ნახევარფინალური შეხვედრა ალბანეთთან, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა ჩვენი გუნდის […]
ევრობასკეტის ბილეთების გაყიდვა 28 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება
საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“. ევრობასკეტის ბილეთების გაყიდვა დღეს, 28 ივლისს, 19:00 საათზე, tkt.ge-ზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის სამი კატეგორიის ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი: ● პირველი ორი თამაშის ბილეთები: საშუალებას აძლევს მფლობელს […]
საქართველო-ესპანეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ფანჯარაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველო–ესპანეთის მატჩი 4 ივლისს, “თბილისი არენაზე” (მის: უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) 19:00 საათზე გაიმართება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის “თბილისი არენას” კარები 18:00 საათიდან გაიხსნება. “თბილისი არენაზე” მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული […]
კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ნიკოლოზ ცქიტიშვილი აირჩიეს
დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები. სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პაატა გურასპაული, გენერალურ მდივნად გიორგი ქართველიშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ ცქიტიშვილი, დავით საყვარელიძე და ვლადიმერ ბოისა. შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს გამართულ საერთო საარჩევნო ყრილობაზე საარჩევნო სუბიექტების 100%-იანი მხარდაჭერით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის […]
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: ” მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს…”
მოსკოვის “ცსკაში” თორნიკე შენგელიას ტრანსფერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გამოეხმაურა. ” შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში”. – ნათქვამია განცხადებაში. […]