The Times | ჩრდილოეთი Vs. სამხრეთი დამტკიცდა – რას მოუტანს ახალი ტურნირი საქართველოს?
მსოფლიო რაგბის, 6 ერისა და სანზაარის წარმომადგენელთა შეხვედრა დუბლინში გაიმართა. მსოფლიო რაგბიმ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ერების წარმომადგენლებს განსახილველად ახალი ტურნირის “ერთა ჩემპიონატი” პროექტი წარუდგინა. გავლენიანი ბრიტანული გამოცემის The Times-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, “ერთა ჩემპიონატის” პროექტთან დაკავშირებით მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ახალი ტურნირის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ნოემბერში იქნება მიღებული. დუბლინში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ […]
“იძულებული ვიყავი შემძულებოდა მოწინააღმდეგე, რათა გავძლიერებულიყავი” – მამუკა გორგოძე
გავლენიანი ფრანგული მედია საშუალება – Rugbyrama მამუკა გორგოძის შესახებ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. ავტორიტეტულ გამოცემაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულონის” ლეგენდის შესახებ გამოქვეყნებულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. გორგოძე: „ყველას ვალია, სამშობლოსთვის იმაზე მეტი გაიღოს, ვიდრე შეუძლია“ საფრანგეთში მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი აღიარეს! World Rugby მამუკა გორგოძეს დაემშვიდობა Rugbypass-ის დიდების დარბაზი – მამუკა გორგოძე მსოფლიო […]
ნინიაშვილი წლის საუკეთესო ახალბედებს შორის დასახელდა
გავლენიანი სარაგბო პორტალი Planet Rugby ახალბედა მორაგბეებისგან დაკომპლექტებულ სიმბოლურ გუნდს ადგენს, რომელშიც ფრთაზე (11) საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავს – დავით ნინიაშვილს ასახელებს. Planet Rugby-ს რედაქცია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გართულდა, რადგან 11-ნომერზე ნინიაშვილს კონკურენციას არგენტინისა და “ნიუკასლის” ამომავალი ვარსკვლავი მატეო კარერასი უწევდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ქართველ გარემარბზე შეჩერდა. “ლიონში” გადასვლის შემდეგ, […]
გამგეობამ და სპორტულმა კომიტეტმა ბორჯღალოსნების ანგარიში მოისმინა
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრები პარასკევს ბორჯღალოსნების მწვრთნელებს შეხვდნენ და გასული ერთი წლის ანგარიში მოისმინეს. რადგან გამგეობის სხდომა სრულად დაეთმო მაღალ სპორტულ მიღწევებს, მას რაგბის კავშირის ხელმძღვანელობისა და გამგეობის წევრების გარდა მაღალი მიღწევების კომიტეტის ხელმძღვანელი რიჩი დიქსონი, ამავე კომიტეტის წევრი და მსოფლიო რაგბის კონსულტანტი საქართველოში ბაჩო ხურციძე, ასევე რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი რამა ჩანდი ესწრებოდნენ. […]
ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაწინაურდნენ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა. მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში ბორჯღალოსნები 73.93 ქულით მე-12 პოზიციაზე დაბრუნდნენ. რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებმა ტრიუმფალური სტარტი აიღეს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად რუმინეთს სძლია და სატურნირო ცხრილში პირველობასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლა. რეიტინგში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დაწინაურება აგრეთვე განაპირობა აშშ-ს მარცხმა. ამერიკის თასზე, არგენტინა XV-მა აშშ […]
მილტონ ჰეიგის კომენტარი ცუცქირიძისა და შარიქაძის ტრავმებთან დაკავშირებით
27 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის პირველი ტესტ-მატჩი გამართა. ბორჯღალოსნებმა სამხრეთ აფრიკული “კინგსი” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 24:20 დაამარცხეს. “მიხეილ მესხის” სტადიონზე დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ბექა ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების თაობაზე გააკეთა კომენტარი. “ცუცქირიძე უკვე საავადმყოფოშია და მას სკანირება გაუკეთდა. მისი მდგომარეობის შესახებ ზუსტი […]
ოთარ გიორგაძემ ურუგვაი დაალელოვა (ვიდეო)
ბორჯღალოსნების ყველა (12) ლელო ბელგიის წინააღმდეგ (ვიდეო)
ფოტო: Georgian Rugby (საქართველოს რაგბის კავშირი)
რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ქართველებით გაძლიერდა
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა “ბორჯღალოსნებთან” მატჩის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ლინ ჯონსის მიერ დარაზმულ 48 მორაგბეს შორის 4 ქართველიც აღმოჩნდა. “დათვები” თურქეთის ქალაქ ბელეკში 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე შეკრებას გაივლიან, რის შემდეგაც მოსკოვში დაბრუნდებიან და 24 ოქტომბერს რაგბის კლუბ “ცსკა”-ს დაუპირისპირდებიან. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 25 ოქტომბერს […]
რაგბის მსოფლიო თასი 2023 | დარჩენილი 8 საგზური და საქართველო
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს საფრანგეთი უმასპინძლებს. რამდენიმე საათის წინ, მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ვრცელი ადგილი დაეთმო. 2019 წელს, იაპონიაში გამართული ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ, 2023 წლის მსოფლიო თასზე მოასპარეზე 12 ერის ვინაობა ცნობილი გახდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად, დარჩენილი 8 მონაწილის ვინაობა უნდა გაირკვეს. […]
ბორჯღალოსნების წინასამატჩო კომენტარები (ვიდეო)
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ესპანელი “ლომებისა” და “ბორჯღალოსნების დაპირისპირება, 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა კომენტარები გააკეთეს:
ლეგიონერები | კოტე მიქაუტაძე ბაიონში 2023 წლამდე!
ბორჯღალოსანმა კოტე მიქაუტაძემ “ბაიონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ გუშინ ფრანგული ტოპ 14-ის “ბაიონთან” ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კოტეს თქმით, “ბაიონს” მასთან 3-წლიანი კონტრაქტის […]