ექსკლუზივი: თორნიკე ჯალაღონია ბარბაროსებში გამოიძახეს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ბიარიცის” მორაგბე – 21 წლის თორნიკე ჯალაღონია ბარბაროსებში გამოიძახეს. ინფორმაცია თავად ქართველმა მორაგბემ Live.ge-ს დაუდასტურა. “დიახ, სიმართლეს შეესაბამება, რომ მე ბარბაროსებში გამომიძახეს. რომ არ მოგატყუოთ, თვითონაც არ მჯერა”. – გვითხრა თორნიკე ჯალაღონიამ. ბარბაროსებმა პირველი ტურნე ჯერ კიდევ 1889 წელს დაგეგმეს – ისტორიული წარსულის განმავლობაში, ბარბაროსები ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას, […]
ვანო კარკაძემ ბელგია დაალელოვა (ვიდეო)
ვასილ ლობჟანიძე: „ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები“
ბორჯღალოსნების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, პორტუგალიასთან საინტერესო თამაშის მოლოდინშია. პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში, ჩემპიონი ფინალურ ჯახში გამოვლინდება, რომელიც 15-ათასიან „ნუევო ვივეროზე“ საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. „ფინალი ერთი თამაშია და ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, რომ ჩვენი მეტოქე პორტუგალია ბოლო რამდენიმე წელია ვითარდება. მეტოქე […]
ვასკა ლობჟანიძე მსოფლიო რაგბის ისტორიაში შევიდა!
1 თებერვალს სტარტი აიღო რაგბი ევროპის ჩემპიონატმა, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და 41:13 გაიმარჯვა. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების 9 ნომრისთვის – ვასკა ლობჟანიძესთვის, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა. ამ შედეგით იგი არის მსოფლიო რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე (23 წლის), რომელმაც 50 მატჩის ჩატარება მოახერხა ეროვნულ ნაკრებში.
ვასკა ლობჟანიძის ლელო და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა (ვიდეო)
ვიტო კოლელიშვილმა სარაგბო კარიერა დაასრულა
ბორჯღალოსანმა ვიტო კოლელიშვილმა, ტრავმით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მაგრამ 30 წლის სპორტსმენი რაგბში რჩება და სამომავლოდ მწვრთნელობას გეგმავს, რათა საკუთარი გამოცდილება მომავალ თაობებს გაუზიაროს. 2013/2014 წლების სეზონი ვიტომ პრო დე2-ის ‘ლიონში’, განათხოვრების წესით გაატარა და დივიზიონის გამარჯვებული გახდა. ქართველმა მესამეხაზელმა ეს სეზონი მართლაც განსაკუთრებულად ჩაატარა და საუკეთესო მოგონებები აქვს, თუმცა ერთი […]
ზაფხულის სანაკრებო სეზონი თელავში გაიხსნება
26 ივნისს, “ბორჯღალოსნები”, თელავში და ზოგადად კახეთში პირველად ითამაშებენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კახეთის რეგიონში სანაკრებო (სათამაშო სპორტის სახეობაში) მატჩი გაიმართება. ეს იქნება 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი და მისი დასრულების შემდეგ, “ბორჯღალოსნები” მე-13-ედ ჩაიბარებენ მთავარ ჯილდოს. ვინ ეწვევა თელავს – ბელგია თუ ნიდერლანდები, 29 მაისს გაირკვევა. თელავში თანამედროვე რაგბის სტადიონი “კავკასიონი […]
ზაფხულში ბარნსი, პეიპერი და რეინალი გვიმსაჯებენ
მსოფლიო რაგბმა 2023 წლის ოთხი ერისა და მსოფლიო თასამდე გასახურებელი მატჩების მსაჯები და ოფიციალური პირები დაამტკიცა. ბორჯღალოსნები საფრანგეთში გამგზავრებამდე სამ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს თბილისში და ერთსაც ედინბურგში, მასპინძელ შოტლანდიასთან. ზაფხულში 4 თამაშში ვიხილავთ ნიკა ამაშუკელს, პირველ ქართველ რეფერის, რომელიც გუნდურ სახეობებში მსოფლიო თასზე იმსაჯებს. პირველი თამაში 12 აგვისტოს თბილისში, მსოფლიო თასის მონაწილე რუმინეთთან გვაქვს […]
ზედიზედ მეორე მარცხი – რუსეთი აუსტაიდერ ბელგიასთან განადგურდა
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშების მეორე ტური სენსაციურად დაიწყო. ბელგია 38:12 რუსეთი რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სტუმრად ბელგია დაუპირისპირდა და ყველასათვის გასაკვირად, გამანადგურებელი ანგარიშით 38:12 დამარცხდა. მატჩის პირველი ნახევარი რომელიმე ნაკრების გამოკვეთილი უპირატესობის გარეშე წარიმართა და ბელგიის მარცხით, ანგარიშით 10:12 დასრულდა. რადიკალურად განსხვავებულად და რუსეთისათვის კატასტროფულად განვითარდა მოვლენები მატჩის მეორე ტაიმში. ბელგიის მორაგბეთა ეროვნულმა […]
ზედიზედ მეორედ – 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე ქართველი იქნება
ხვალ, 20 სექტემბერს, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასი აიღებს სტარტს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2019 წლის იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, 19 წლის ქართველი კვაჭი – ვანო კარკაძე იქნება. ვანო კარკაძე მსოფლიო თასს 19 წლის და 86 დღის შეხვდება. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე – ვასილ […]