მერაბ შარიქაძე – უკეთ გავისარჯეთ ვიდრე უელსთან, თუმცა უკეთაც შეიძლებოდა
“ავივაზე” გამართულ მედგარ ბრძოლაში მარცხის (23:10) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ, აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნები” უკეთ გაისარჯნენ ვიდრე უელსთან. “კარგად ვარ და არც მოედნის დატოვება მინდოდა, მაგრამ პროტოკოლის თანახმად, შეცვლა აუცილებელი იყო. მიმაჩნია, რომ ეს ეპიზოდი მსაჯებმა გაატარეს. თავში დარტყმა მივიღე და ვფიქრობ, მეტოქე ყვითელ ბარათს იმსახურებდა”. “რაც შეეხება თამაშს, უკეთ გავისარჯეთ […]
ლევან მაისაშვილი – გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და მე ამ ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდა. “ავივაზე” გამართულ ბრძოლაში “ბორჯღალოსნებმა” შესანიშნავად იასპარეზეს და ძლევამოსილ მოწინააღმდეგ ღირსეულად დაუპირისპირდნენ. მძიმე ბრძოლაში განცდილი მარცხის (23:10) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვთნელმა – ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და ვითარდება. “კარგი ლელო გავიტანეთ, მაგრამ ქულების აღების რამდენიმე შანსი ხელიდან გავუშვით. […]
ირლანდია – საქართველო | შეტევა, თამაშის მართვა და პროგრესი
ბორჯღალოსნებმა “შემოდგომის ერთა თასზე” ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს, ირლანდიასთან ბოლომდე დარჩნენ თამაშში და რომ არა შეცდომები, შედეგიც სხვა იქნებოდა. მეტოქემ პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანა და ორივე შემთხვევაში, შეტევა ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს მოყვა. პირველ ტაიმში ერთი ლელო გაიტანეს ბორჯღალოსნებმაც – “შემოდგომის ერთა თასზე” პირველი ქულები გიორგი კვესელაძის შესანიშნავ გარღვევას მოყვა. აქამდე ტურნირზე ირლანდიას სულ […]
კვესელაძე, ანდერჰილი, უილიამსი – ვინ გახდება მესამე ტურის საუკეთესო მორაგბე?
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდა. “ავივაზე” გამართული მატჩი ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 23:10 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს საოცარი ბრძოლა გაუმართეს და საერთაშორისო ასპარეზზე ბრწყინვალედ წარსდგნენ. “ბორჯღალოსნების” შესანიშნავი თამაში შემოდგომის ერთა თასის ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ – მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის სახელოვან […]
ბორჯღალოსნების შემადგენლობა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ (შემადგენლობა)
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში ირლანდია საქართველოს უმასპინძლებს. “სამყურებისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 29 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე, “ავივაზე” გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, ირლანდიის წინააღმდეგ “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა.
ირლანდიის ნაკრები საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის დაირაზმა
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, ირლანდია საქართველოს დაუპირისპირდება. 28 ოქტომბერს, “ავივაზე” გასამართი დაპირისპირების წინ, ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ენდი ფარელმა “სამყურების” შემადგენლობა დაასახელა. #TeamOfUs Andy Farrell has named his Ireland Match Day 23 for Sunday’s #GuinnessSeries game against Georgia at @AVIVAStadium, with the uncapped Shane Daly included #ShoulderToShoulder #IrishRugby #AutumnNationsCup […]
რვა ერი | ირლანდიასთან მიქაუტაძე თითქმის გამოირიცხა
30 წლის მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა და ირლანდიასთან მისი თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ მისი აღდგენითი პროცესი კარგად წარიმართება და კოტე ბოლო ტურში შეძლებს. მაისაშვილის თქმით, არის პატარ-პატარა ტრავმებიც, რაც მომავალი მატჩისთვის ცვლილებებს განაპირობებს: „კოტეს ნეკნი გატეხილი არ აქვს, მაგრამ ხრტილია დაზიანებული და ირლანდიასთან მისი თამაში საეჭვოა. დავაკვირდებით როგორ […]
ბორჯღალოსნები უელსის წინააღმდეგ დაირაზმნენ
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში უელსი საქართველოს უმასპინძლებს. “დრაკონებისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 საათზე, “სკარლეტ პარკზე” გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, უელსის წინააღმდეგ “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა.
ლევან მაისაშვილი | უელსისგან მეტ სიურპრიზებს ველით
შემოდგომის ერთა თასის პირველ რაუნდში, თვიქენჰემზე ინგლისთან გამართული მატჩის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. გუნდმა ხარისხობრივად უკეთესი თამაში აჩვენა, ვიდრე სამი კვირით ადრე მარიფილდზე, შოტლანდიასთან, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბურთის ფლობა 55%-45%-ზე იყო ექვსი ერის მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ. გუნდი უკეთ გამოიყურებოდა დაცვაში და 100-ზე მეტი ბოჭვიდან მხოლოდ 11 გაფუჭდა. უკეთესი იყო სათამაშო დისციპლინაც. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, კვირა […]
სკარლეტს პარკზე 3 დებიუტანტით – უელსი საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმა
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, უელსი საქართველოს დაუპირისპირდება. 21 ოქტომბერს, “სკარლეტს პარკზე” გასამართი დაპირისპირების წინ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – უეინ პივაკმა “დრაკონების” შემადგენლობა დაასახელა. ჯეიმს ბოთამი, კირან ჰარდი და ჯონი უილიამსი “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ პირველ კეპს მოიხვეჭენ. უელსელთა კიდევ ერთი დებიუტანტი – იოან ლოიდი მარქაფაშია. აღსანიშნავია, რომ უელსი საქართველოს ლიდერების გარეშე, […]
planetrugby – თვიქენჰემზე საქართველომ საამაყო პერფორმანსი აჩვენა
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, ინგლისი საქართველოს დაუპირისპირდა. ლეგენდარულ “თვიქენჰემზე” გამართული დაპირისპირება, რა თქმა უნდა მასპინძელთა გამარჯვებით (40:0) დასრულდა. მარცხის მიუხედავად, არაერთი გავლენიანი სარაგბო პორტალი მიიჩნევს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და გამოცდა ჩააბარა. ინგლისელთათვის საკულტო ციხესიმაგრეში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა – აღსანიშნავია, რომ “თვიქენჰემზე” “ბორჯღალოსნებმა” შოტლანდიასთან […]