ბორჯღალოსნების საშეკრებო შემადგენლობა ზაფხულის ტესტებისთვის
ბორჯღალოსნების 37-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა, ზაფხულში გასამართი ოთხი თამაშისთვის მოსამზადებლად შეკრებაზე „მარტყოფის“ ბაზაზე შევიდა. 26 ივნისს საქართველო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს თელავში უმასპინძლებს და თასს ოფიციალურად ჩაიბარეს; 2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ‘სპრინბოქსს’ ეთამაშებიან, რომელიც 2019 წლის ფინალის შემდეგ პირველად ითამაშებს; 17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიას დავუხვდებით. […]
ლაშა ხმალაძე | რეკორდსმენი “ალაფიდან” დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
ბორჯღალოსანი ლაშა ხმალაძე ეროვნულ ნაკრებში 12 წლის წინ 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდა. მას ყველაზე მეტი, 83 კეპი აქვს იმ მორაგბეებს შორის, რომლებიც 2008 წლის შემდეგ, მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში დაწინაურდნენ. რეკორდსმენის განვლილი გზით “მსოფლიო რაგბი” დაინტერესდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა: საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელსაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა “ალაფაზე” ნათამაშევი მორაგბეებიდან ყველაზე მეტი […]
Macron საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ეკიპირების მწარმოებელ ფირმა Macron-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, Macron-ი საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორია. Macron-თან გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულების დეტალები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
Rugbypass | ნოემბერში საქართველო ფიჯის დაუპირისპირდება
ნოემბრის ტესტ-მატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება – აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი სარაგბო პორტალი Rugbypass ავრცელებს. წყაროს მტკიცებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და ნოემბერში “ბორჯღალოსნებისა” და “მფრინავი ფიჯელების” დაპირისპირება აუცილებლად შედგება. Rugbypass-ი აღნიშნულ ინფორმაციას ფიჯის რაგბის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს. მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა გართულებული კოვიდ სიტუაციის გამო ტესტ-მატჩი შესაძლოა ნეიტრალურ ლოკაციაზე ჩატარდეს. […]
რაგბი ევროპა | აღდგენა და მზადება რუსეთისთვის
მადრიდში ესპანეთთან 25:19 მოგების შემდეგ, ბორჯღალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ და “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე დაბინავდნენ. რუსეთთან გაასმართი მატჩის წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკმაოდ საინტერესო სტატია გამოქვეყნდა. გუნდი 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 20 მარტს საქართველოს დროით 15 საათზე) კალინინგრადში რუსეთთან გამართავს. შეგახსენებთ, წლევანდელი რაგბი ევროპის ჩენმპიონატი ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის […]
კლოდ სორელი: ქართულ რაგბს უნდა ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული იდენტობა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის ინიციატივით პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელიც ვეტერანი მორაგბეებითა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტდება. საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე პრეზიდენტისთვის რეკომენდაციებს მოამზადებს. პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში იქნება ფრანგი მწვრთნელი კლოდ სორელი, რომელიც საქართველოში 1996 წელს ჩამოვიდა, ქართველ სპეციალისტებს და მორაგბეებს რაგბის ანი-ბანი შეასწავლა, გზა გაუხსნა ქართველ ლეგიონერებს ფრანგული კლუბებისკენ […]
ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ
8 ნოემბერს გამთენიისას საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ, სადაც 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, „შემოდგომის ერთა თასში“ მიიღებენ მონაწილეობას. მათ საფრანგეთიდან ლეგიონერები შეუერთდებიან, ჩაუტარდებათ კოვიდ-ტესტები და კონტაქტური ვარჯიშების გამართვის უფლება მხოლოდ ოთხშაბათიდან ექნებათ. ჯგუფები და განრიგი COVID19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, წელს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შორის ტესტ-მატჩების გამართვა შეუძლებელი გახდა. ექვსი ერისა და მსოფლიო რაგბის […]
ლეგიონერები | კოტე მიქაუტაძე ბაიონში 2023 წლამდე!
ბორჯღალოსანმა კოტე მიქაუტაძემ “ბაიონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ გუშინ ფრანგული ტოპ 14-ის “ბაიონთან” ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კოტეს თქმით, “ბაიონს” მასთან 3-წლიანი კონტრაქტის […]
საქართველოს ნაკრების მესამე ლელო ნიდერლანდებთან მატჩში | VIDEO
ქართული რაგბის გულშემატკივრისთვის მორიგი სასიამოვნო სიახლე გავრცელდა. რამდენიმე კვირის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულის ტესტ-მატჩებზე საქართველოს შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ეწვევა. 4 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში საფრანგეთში გაემგზავრება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შოტლანდიის დაპირისპირება 17 ივლისს გაიმართება. rugger.info-ს მტკიცებით, “ბორჯღალოსნებისა” და “ნარშავების” მატჩი “ბათუმი არენაზე” გაიმართება. ბათუმის სტადიონი ოფიციალურად […]
მერაბ შარიქაძე | სერიოზული გამოცდა და გამოწვევა გველის
სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ გასამართი ტესტ-მატჩების წინ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, “ბორჯღალოსანთა კაპიტნის ინტერვიუ გამოქვეყნდა. ივლისის ტესტებზე მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად გასამართ ორ ტესტს და საქართველოში შოტლანდიასთან თამაშს, “ბორჯღალოსნების” კაპიტანი მერაბ შარიქაძე დიდ გამოცდად და გამოწვევად მიიჩნევს “სპრინბოქსს” 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალის შემდეგ არ უთამაშია. მათ “ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან” სამ-მატჩიანი სერია ელით, […]
ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ
2022 წლის 6 ერის ჩემპიონატისა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის დასრულების შემდეგ, განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ რეიტინგში სასიამოვნო სიახლეა. 6 ერის ტრიუმფატორი – საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა. “ლე ბლემ” ახალ ზელანდიას გადაასწრო და 88.88 ქულით მეორე ადგილს იკავებს. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ […]