იტალიის ნაკრების მწვრთნელი: “დავით ნინიაშვილი უბრალოდ საოცრებაა….”
10 ივლისი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ბათუმში, ახლადაშენებული სტადიონის სავსე ტრიბუნების ფონზე – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (28:19). საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის უპრინციპულესი სარაგბო დაპირისპირება, „ბორჯღალოსანთა“ გამარჯვებით დასრულდა. უკანასკნელ წლებში, „ბორჯღალოსანთა“ პროგრესისა და 6 ერში იტალიის სუსტი ასპარეზობის ფონზე, სარაგბო სამყარო უპრესტიჟულესი ევროპული სარაგბო სანაკრებო ტურნირის ფორმატის ცვლილების […]
უელსის მორაგბეთა ნაკრები საქართველოსთვის დაირაზმა
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება. 19 ნოემბერს, 17:00 საათზე, “პრინციპალიტის” სტადიონზე ბორჯღალოსნები უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, უელსის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ უელსელები საქართველოს ნაკრებს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდებიან, თუმცა მარქაფაში უძლიერესი მორაგბეებით არიან დახუნძლულები. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ […]
ნინიაშვილი და ტაბუცაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვიან
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებლად გადალახა. “ბორჯღალოსნებმა” გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი მარტივად დაამარცხეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 1/2-ფინალში რუმინეთს დაუპირისპირდებიან. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ მოთამაშეთა ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომელთაც ჯგუფურ ეტაპზე გაიბრწყინეს. გასაკვირი არაა, რომ საუკეთესოთა შორის ორი “ბორჯღალოსანი” დავით ნინიაშვილი და აკა ტაბუცაძე მოხვდნენ. დავით ნინიაშვილი […]
რუსი მორაგბის ფოტომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო (ფოტო)
გუშინ. 17 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 6:22 დაამარცხა. ცუდი ამინდის გამო მოედანზე ხელდახელ თამაში არ წავიდა და მორაგბეებს სულ “ჭიდაობა” უწევდათ. შესაბამისად, ხშირი იყო ტრავმები. რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორაგბემ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო.
ნაგოიას მერმა საქართველოს ნაკრებს სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ რაღაც 1 დღე რჩება – მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის თითოეულ მასპინძელ ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება იმართება, რომელშიც ტურნირის მონაწილე გუნდები არიან ჩართულები. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნაგოიაში ოფიციალური დახვედრა მოუწყვეს – ღონისძიებაში მონაწილეობა “ბორჯღალოსნების” კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემაც მიიღო, რომელმაც დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა. ღონისძიების მსვლელობისას, საინტერესო ფაქტი მოხდა: ნაგოიას მერმა საქართველოს ეროვნულ […]
ოთია გიორგაძე ვარჯიშზე დაზიანდა და რუმინეთთან დაგვაკლდება
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და “ბრივის” მორკინალი – ოთია გიორგაძე ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ერთა თასის პირველ მატჩს გამოტოვებს. გუშინ, ღია ვარჯიშზე ოთიამ კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც მას რუმინეთთან მატჩში მიხეილ გაჩეჩილაძე ჩაანაცვლებს. გაჩეჩილაძე 6 ნომერზე ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 1 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე, რუმინეთს დაუპირისპირდება.
გორგოძე: „ყველას ვალია, სამშობლოსთვის იმაზე მეტი გაიღოს, ვიდრე შეუძლია“
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არც „მსოფლიო რაგბს“ გამორჩენია და მამუკა გორგოძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელმაც მოთამაშის შესანიშნავი კარიერა პანდემიის ფონზე, დაახლოებით ერთი თვის წინ დაასრულა: „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ვსაუბრობთ ბორჯღალოსნების ლეგენდის, მამუკა გორგოძის ვარსკვლავური საერთაშორისო კარიერის შესახებ. მამუკა გორგოძე, რაგბის სიყვარულით, მაქსიმუმს გაიღებდა რათა მისი შესანიშნავი კარიერა მოედანზე დასრულებულიყო. იაპონიის მსოფლიო თასზე თამაშის შემდეგ, […]
ბორჯღალოსნები უელსის წინააღმდეგ დაირაზმნენ
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში უელსი საქართველოს უმასპინძლებს. “დრაკონებისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 საათზე, “სკარლეტ პარკზე” გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, უელსის წინააღმდეგ “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა.
“საქართველოს ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, მსურს პუტინს შევხვდე და გადმომცეს გმირის წოდება…”- რუსეთის მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის პირველ დაპირისპირებაში, რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს გამართავს. რაგბი ევროპის 2020 წლის გათამაშების დასკვნითი შეხვედრა “მიხეილ მესხზე” თბილისის დროით, 15:00 საათზე გაიმართება. ცნობილი რუსული სარაგბო საიტი “rugger.info”, რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის – ლინ ჯონსის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების შემადგენლობა რუმინეთთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის პირველი საშინაო მატჩისთვის 23-კაციანი რაზმი გამოაცხადა. შეგახსენებთ, 28 მარტს, 15 საათზე, “მიხეილ მესხზე” რუმინეთს ვმასპინძლობთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრიბუნებზე ქომაგთა ტევადობის 30% დაიშვება. წინა თამაშთან შედარებით, რომელშიც ბორჯღალოსნებმა 20 მარტს რუსეთს, კალინინგრადში ბონუსით – 23:6 სძლიეს, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. ხმალაძე ნინიაშვილის ნაცვლად ერთი, იძულებითი ხასიათის […]
საქართველოსგან ბრწყინვალე პერფორმანსს ველით | ნიენაბერმა “სპრინგბოქსის” შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. “ბორჯღალოსნები” 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. 2-წლიანი პაუზის შემდეგ, “სპრინგბოქსი” პირველ ტესტ-მატჩს გამართავს. სამხრეთ აფრიკის მორაბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა უძლიერეს შემადგენლობას უხმო. შემადგენლობა: 15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესე კრილი, 12. ფრანს შტეინი, 11. აპელელე ფასი, 10. ანდრე […]
ბორჯღალოსნები ფიჯისთვის დაირაზმნენ | შემადგენლობა
ბორჯღალოსნების სამწვრთნელ შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება. გასულ კვირას საფრანგეთთან ჯახის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილმა კი მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა. კვაჭის პოზიციაზე კვლავ შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ. უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი – გრიგორ […]