რუსეთი დამარცხებულია – საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს აღმართავს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსი “დათვები” 16:7 დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს. უინტერესო და უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში “ბორჯღალოსნებმა” ანგარიში გახსნეს. ლელოთი თავი ვასკა ლობჟანიძემ გამოიჩინა, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. რამდენიმე წუთში კი თედო აბჟანდაძემ თავი ჯარიმით გამოიჩინა და 10:0 გახადა. მატჩის 61-ე წუთზე რუსეთის ნაკრებმაც მოახერხა […]
რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ქართველებით გაძლიერდა
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა, ლინ ჯონსმა “ბორჯღალოსნებთან” მატჩის წინ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ლინ ჯონსის მიერ დარაზმულ 48 მორაგბეს შორის 4 ქართველიც აღმოჩნდა. “დათვები” თურქეთის ქალაქ ბელეკში 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრამდე შეკრებას გაივლიან, რის შემდეგაც მოსკოვში დაბრუნდებიან და 24 ოქტომბერს რაგბის კლუბ “ცსკა”-ს დაუპირისპირდებიან. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 25 ოქტომბერს […]
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი – გვჯეროდა, რომ ქართველების დამარცხებას შევძლებდით
რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – დიკ მუირმა სამხრეთ აფრიკულ გამოცემასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ რუსები ქართველების დამარცხებას თბილისში აპირებდნენ. World Rugby-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი და ბელორუსი საერთაშორისო ტურნირებზე ვეღარ იასპარეზებენ. აღნიშნული სანქცია, როგორც სანაკრებო – ასევე საკლუბო დონეზე ვრცელდება. რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში, რომელსაც ხელი ბელორუსმაც შეუწყო, World Rugby კიდევ ერთხელ […]
რუსი მორაგბის ფოტომ ინტერნეტსივრცე დაიპყრო (ფოტო)
გუშინ. 17 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 6:22 დაამარცხა. ცუდი ამინდის გამო მოედანზე ხელდახელ თამაში არ წავიდა და მორაგბეებს სულ “ჭიდაობა” უწევდათ. შესაბამისად, ხშირი იყო ტრავმები. რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მორაგბემ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო.
საკამათო ეპიზოდი და ბორჯღალოსნებს ლელო არ ჩაუთვალეს (ვიდეო)
სამოა საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმა
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საქართველოსა და სამოას დაპირისპირება შედგება. 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” ბორჯღალოსნები მანუ სამოას ისტორიაში მეექვსედ დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, სამოას მთავარმა მწვრთნელმა კუნძულელთა შემადგენლობა დაასახელა.
სამოასა და უელსთან მატჩებში საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ მატჩებში, რომლებშიც “ბორჯღალოსნები” სამოასა და უელსს დაუპირისპირდებიან, გიორგი კვესელაძე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. საქართველო 34:18 ურუგვაი | ფანტასტიურ სტილში შესანიშნავი გარემოს თანხლებით ლევან მაისაშვილი: ,,მიზანს მივაღწიეთ – თამაშიდან თამაშამდე უნდა გავიზარდოთ” რეიტინგი გამოქვეყნდა | საქართველო იაპონიას, ფიჯისა და სამოას ასწრებს კვესელაძის არყოფნის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების […]
სამხრეთ აფრიკა – საქართველოს მასპინძელი სტადიონი ცნობილია
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, 18 ივლისს, ნელსონ მანდელას იუბილეზე (დაიბადა 1918 წლის 18 ივლისს), ბორჯღალოსნებისა და „სპრინგბოკის“ ტესტ-მატჩი პორტ-ელიზაბეტში, „ნელსონ მანდელა ბაი სთედიუმზე“ გაიმართება. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა 2020 წლის საშინაო მატჩების (ტესტების და 4 ერის) მასპინძელი ქალაქები დაასახელა. სამხრეთ აფრიკასთან ბორჯღალოსნები პირველ, ისტორიულ ტესტს გამართავენ და ნელსონ მანდელას ხსოვნის პატივსაცემად, მას მისი სახელობის სტადიონი […]
სამხრეთ აფრიკას კორონავირუსი უტევს | ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ ბოკემ ვარჯიში გააუქმა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. “ბორჯღალოსნები” 2 და 9 ივლისს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. “ბორჯღალოსნებთან” დაპირისპირების წინ, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კორონავირუსმა შეუტია. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების შემდეგ, “ბოკეს” სამ წევრს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა. ჰერშელ იანტისი, ვინსენტ კოხი და ს’ბუ ნკოსი კოვიდ-ინფიცირებულები არიან და მკურნალობას თვითიზოლაციის პირობებში გადიან – პრევენციის მიზნით, […]
სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მეორე ტესტი გაუქმდა
სამწუხაროდ, ბორჯღალოსნებსა და სპრინგბოქსს შორის 9 ივლისს გასამართი სერიის მეორე მატჩი COVID 19-ის გამო გაუქმდა. გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე ნაკრების ბანაკში ვირუსის არსებობა დააფიქსირა. პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც მოთამაშეთა უსაფრთხოებას ემსახურება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და იოჰანესბურგში თამაში აღარ შედგება. მიუხედავად იმისა, რომ COVID 19 ბორჯღალოსნების ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე ნაკრების სამედიცინო […]
სამხრეთ აფრიკასთან მატჩის წინ ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ცვლილებაა
2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში ერთი ცვლილებაა. მცირე ტრავმა მიიღო და ამ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე. მის ნაცვლად მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა ილია სპანდერაშვილი, ხოლო შეცვლაზე 23 ნომრად ირაკლი ცხადაძე იქნება. საქართველო ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (6 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (12 კეპი, 55 […]
სამხრეთ აფრიკასთან ტესტები 2 და 9 ივლისს გაიმართება
ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკასთან ტესტებს 3 და 10 ივლისის ნაცვლად ერთი დღით ადრე, 2 და 9 ივლისს გამართავს. ეს ცვლილება სამხრეთ აფრიკაში ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნემ განაპირობა. უორენ გეთლანდის შეგირდები 3 ივლისს “გოლდენ ლაიონსს”, ხოლო 10 ივლისს “ბულსს” ეთამაშება. ბორჯღალოსნებთან გასამართი ტესტ-მატჩების ჩატარების ადგილი და დაწყების დრო მოგვიანებით გამოცხადდება. “საქართველოსთან მატჩები პარასკევს ჩატარდება, რათა ისინი […]