შემოდგომის ერთა სერიების მეორე კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნები” სამოასთან დამარცხების გამო, მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციიდან მე-14 პოზიციაზე დაქვეითდნენ. საუკეთესო ხუთეულში ცვლილება არ არის. რეიტინგის სათავეში კვლავ ირლანდიაა, რომელსაც საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და ინგლისი მოსდევენ. 6-10 პოზიციები ასე განაწილდა: არგენტინა, […]