ბორჯღალოსნები ერთ თვეში იწყებენ
2022 წლის პირველ მატჩამდე ბორჯღალოსნებს ზუსტად ერთი თვე დარჩათ. რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 5 თებერვალს ორი თამაშით იხსნება – რუმინეთი რუსეთს ბუქარესტში მასპინძლობს, ესპანეთი კი ნიდერლანდებს მადრიდში დაუხვდება. ტურის დასკვნით მატჩში 6 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას “ავჭალაზე” 15 საათზე მიიღებს და მისი მიჯრით მეათედ დამარცხებით, საფრანგეთისკენ […]
RUGBY WORLD | დავით ნინიაშვილის აღზევება
მსოფლიო რაგბის ჟურნალი RUGBY WORLD საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვინგერის – დავით ნინიაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი გამოცემა, ახალგაზრდა ქართველი მორაგბის პროგრესს ეხმაურება და ნინიაშვილის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ წერს. ამომავალი ვარსკვლავი ევროპის მასშტაბით ბრწყინავს დავით ნინიაშვილი ზედმეტად მორცხვია, როდესაც საქმე ეხება კითხვას, თუ რას თვლის მის ძლიერ მხარედ. მაგრამ, საქართველოს […]
ლევან მაისაშვილმა ბორჯღალოსანთა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის ტესტ-მატჩებზე 3 დაპირისპირებას გამართავს. 6 ნოემბერს, “ბორჯღალოსნები” ურუგვაის დაუპირისპირდებიან. 12 ნოემბერს საქართველოსა და სამოას მატჩი შედგება, ხოლო 19 ნოემბერს უელსი ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” გვიმასპინძლებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა შემოდგომის ტესტებისთვის “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა. 2022 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს საქართველო 7 დებიუტანტით ხვდება. ტრავმისა თუ სხვა მიზეზებით გუნდს […]