ბორჯღალოსნებმა, რომლებიც უკვე ერთი კვირაა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის “შევარდენზე” ემზადებიან, ქომაგებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც თამაშისთვისაა საჭირო: “პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და […]