ბორჯღალოსნები რეიტინგში დაწინაურდნენ
2022 წლის 6 ერის ჩემპიონატისა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურის დასრულების შემდეგ, განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა. მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ რეიტინგში სასიამოვნო სიახლეა. 6 ერის ტრიუმფატორი – საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა. “ლე ბლემ” ახალ ზელანდიას გადაასწრო და 88.88 ქულით მეორე ადგილს იკავებს. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ […]
ბორჯღალოსნები რუმინეთისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
შაბათს, 9 თებერვალს სტარტს აიღებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშება, სადაც საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე რუმინეთი იქნება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მოგეხსენებათ ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან რუმინეთის ნაკრები საქართველოსთან ერთად რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და ასევე ამ მატჩში გამარჯვებული 1 წლით დაისაკუთრებს ანთიმოზ ივერიელის თასს. რამდენიმე წუთის წინ, ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ […]
ბორჯღალოსნები რუმინეთისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
რაგბის ევროპის ჩემპიონატი 1 თებერვალს აიღებს სტარტს, სადაც პირველივე ტურში ბორჯღალოსნები რუმინეთს დინამო არენაზე დაუხვდებიან. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია ქართველი მორაგბეებისთვის, რადგან სადებიუტო მატჩია მთავარი მწვრთნელი – ლევან მაისაშვილისთვის, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ “ბორჯღალოსნები” და “მუხები” ანთიმოზ ივერიელის თასისთვის იბრძოლებენ, რომელიც გამარჯვებულს დარჩება. გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის:
ბორჯღალოსნები რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმნენ
14 მარტს, “მიხეილ მესხის სტადიონზე” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ რაზმი დაასახელა: აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსანთა მე-4 ცენტურინი ლაშა მალაღურაძე გახდება, რომელიც ცენტრში კვლავ დავით კაჭარავას შეუწყვილდება. წყარო: GeorgianRugby
ბორჯღალოსნები რუსეთისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
კვირას, 17 მარტს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთში, კერძოდ კი კრასნოდარში, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. “ბორჯღალოსნებმა” წინა ტურში, გერმანიასთან გამარჯვებით რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონობა გაიფორმეს, თუმცა რუსეთთან მატჩი ქართველთათვის ყოველთვის პრინციპული იყო და წელსაც სწორედ ამ დატვირთვით გაიმართება. საქართველოს ნაკრების ახალ ზელანდიელმა თავკაცმა – მილტონ […]
ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ
კავკასიონი არენაზე ნიდერლანდების 48:15 დამარცხების შემდეგ, ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიოს ჩემპიონ “სპრინგბოკსთან” 2 და 9 ივლისს ტესტ-მატჩებს გამართავენ. განვლილ შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და გაფართოებულ რაზმს გამოაკლდა მიხეილ გაჩეჩილაძე. “გაჩეჩილაძის მუხლის დაზიანების ხარისხი 48 საათის შემდეგ გახდება ცნობილი და ის სამხრეთ აფრიკაში ვერ წავიყვანეთ. ფეხი აწუხებს დავით მესხსაც. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე ძალიან […]
ბორჯღალოსნები უელსის წინააღმდეგ დაირაზმნენ
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში უელსი საქართველოს უმასპინძლებს. “დრაკონებისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 21 ნოემბერს, თბილისის დროით 21:15 საათზე, “სკარლეტ პარკზე” გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა, უელსის წინააღმდეგ “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა.
ბორჯღალოსნები უელსისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
ორშაბათს, 23 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში ტოიოტაში უელსს დაუპირისპირდება. რამდენიმე წუთის წინ კი “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა – მილტონ ჰეიგმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. მატჩი თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.
ბორჯღალოსნები ფიჯისთვის დაირაზმნენ | შემადგენლობა
ბორჯღალოსნების სამწვრთნელ შტაბმა 20 ნოემბერს არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. თამაში საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება. გასულ კვირას საფრანგეთთან ჯახის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილმა კი მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა. კვაჭის პოზიციაზე კვლავ შალვა მამუკაშვილს ვიხილავთ. უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი – გრიგორ […]
ბორჯღალოსნები ქალთა უფლებებისთვის
ზაფხულის ტესტ-მატჩებს ბორჯღალოსნები “ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” კამპანიის ფარგლებში გამართავენ და კვართებზე UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) წარწერით ითამაშებენ. 2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნების მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება და ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, რადგან გლობალური პანდემის პირობებში, აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, პირველ (და მეორე) შეხვედრას საქართველოსთან […]
ბორჯღალოსნები შემოდგომის ერთა თასის პირველი მატჩისთვის დაირაზმნენ (შემადგენლობა)
14 ნოემბერს, თბილისის დროით, 19:00 საათზე ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა. შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის პირველი ტურის მატჩის წინ – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსანთა” რაზმი დაასახელა.