ქართველების გოლები – ქეცბაიას ანორთოსისი კვიპროსში ლიდერობს
თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერობას ინარჩუნებს. ქართველი მთავარი მწვრთნელის გუნდმა მეექვსე ტურში, ბოლოადგილოსან დოქსასთან სტუმრად დიდი ანგარიშით – 6:0 იმარჯვა, რაშიც უდიდესი წვლილი მისმა თანამემამულეებმა შეიტანეს. გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და სრულადაც ითამაშეს. მეორე მათგანმა გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, საყრდენი ნახევარმცველი მოედანზე 59-ე წუთზე […]
ფიფას 2019 წლის საბოლოო რეიტინგი
მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა. ფიფა/კოკა-კოლას წლის შემაჯამებელ და საბოლოო რეიტინგში განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. ფაქტობრივად, იმ რამდენიმე ნაკრების გარდა, რომელმაც დეკემბრის თვეში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, ცვლილება სხვა ეროვნულ გუნდებს არ შეხებიათ. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები 1267 სარეიტინგო ქულით 91-ე პოზიციას იკავებს. რაც შეეხებათ ერთა ლიგის ნახევარფინალში “ჯვაროსნების” მეტოქეს, ბელარუსი 87-ე ადგილზეა. პარალელურ წყვილში მყოფი ჩრდილოეთ […]
ბელარუსულ ფეხბურთში კონფლიქტი გამწვავდა: საქმეში მინისტრი ჩაერთო
ბელარუსულ ფეხბურთში წარმოშობილი კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ საქმეში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერივნენ. საქმე იმაშია, რომ ერთა ლიგის ისტორიული ნახევარფინალისთვის ჩვენი მეტოქე ამხანაგური შეხვედრებით ემზადება, თუმცა კლუბები ეროვნულ გუნდში მიწვეულ ფეხბურთელებს არ უშვებენ. ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბებს შორის წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, საქმის მოგვარება ქვეყნის სპორტის მინისტრმა სერგეი კოვალჩუკმა გადაწყვიტა. სამინისტროში შემდგარ შეხვედრაზე მაღალჩინოსანმა ბელარუსული სპორტის მიმართ […]
“რა? სად? როდის?” საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მონაწილეობით (ვიდეო)
მაშინ როცა, კორონავირუსის გამო მსოფლიოში საფეხბურთო ცხოვრება შეჩერებულია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები შეკრებას მაინც ახერხებენ. ოღონდ, არა საფეხბურთო მოედანზე, არამედ ინტერნეტ-პლატფორმაზე და თავს საინტერესოდაც იქცევენ. ეროვნული გუნდის ფეხბურთელები: გიორგი მაკარიძე, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი, გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი, ბაჩანა არაბული, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ქვილითაია და ბაჩანა ცხადაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ინტერნეტის მეშვეობით […]
ერთა ლიგა გულშემატკივრის გარეშე? – უეფას ექიმის რეკომენდაცია
შესაძლოა ისე მოხდეს, რომ შემოდგომაზე, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გულშემატკივრის გარეშე უმასპინძლოს. შოტლანდიური მედია-საშუალება edinburghlive-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უეფას სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელმა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას რეკომენდაციები მისცა, რომ ერთა ლიგის პირველი გათამაშების დასკვნითი საპლეიოფო მატჩები და ასევე, ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპები მაყურებლის გარეშე გაიმართოს. “უეფას და შიდა ჩემპიონატების მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება. როცა მოცემული […]
თორნიკე ოქრიაშვილი: “მეტოქის ბევრ მატჩს ვუყურეთ და სისუსტეები კარგად შევისწავლეთ”
საქართველო-ესტონეთის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ესტონელი ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმაც უპასუხა. “ძალიან გვსურს და დიდი იმედიც გვაქვს, რომ ამ შეხვედრას გამარჯვებით დავასრულებთ. ბოლო კვირის განმავლობაში, ესტონეთის ნაკრების რამდენიმე მატჩს ვუყურეთ და ჩვენი მეტოქის სისუსტეები კარგად შევისწავლეთ, თუმცა ახლა მათზე საუბარს არ ვაპირებ. ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვაკლია. ბოლოს ერთმანეთს ათი თვის წინ შევხვდით. […]
ჩაკვეტაძის ტრავმის ზუსტი დიაგნოზი ცნობილია
ბელგიური პრესა ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. nieuwsblad-ის ცნობით, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა მოსალოდნელი სიმძიმის არ აღმოჩნდა და ის მოედანს მალე დაუბრუნდება. საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევს მუხლზე მცირე ზომის ჰემატომა აქვს და მას მყესის გაწყვეტა, როგორც ამას პირველ საათებში ვარაუდობდნენ, არ დაუდასტურდა. “გენტის” ქართველი შემტევი მოედანს 2-დან 3 კვირამდე პერიოდში დაუბრუნდება და შესაძლოა მან ერთა […]
წყალბურთის კლუბმა დინამო თბილისმა ეროვნული ჩემპიონატის მესამე მატჩიც მოიგო
წყალბურთში საქართველოს 2020/21 წლების სეზონის ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მესამე მატჩში “დინამო თბილისმა” “არენა” 26:8 დაამარცხა. შეხვედრაში გოლების გატანა ქავთარაძემ (5), თეთრაძემ (2), ბითაძემ (3), ელაჩამ (5), ადეიშვილმა (3), ბაღათურიამ (2), რურუამ (1), ახვლედიანმა (2) და ვაპენსკიმ (3) გაიტანეს. “დინამო თბილისმა” წინა ორი შეხვედრაც “ლაგუნა-ვერესა” და “სპორტ-მენეჯმენტის” წინააღმდეგ, გამარჯვებით, შესაბამისად,23:8 და 25:8 დაასრულა.
გიორგი ლორია ტრავმირებულია – საქართველოს ნაკრების მეკარემ ეთნიკოსთან ვერ ითამაშა
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას, omada.reporter.com.cy ავრცელებს და წერს, რომ 34 წლის გოლკიპერმა, რომელიც თემურ ქეცბაიას ძირითად შემადგენლობაში ჰყავდა შეყვანილი, მატჩისწინა მოთელვის დროს, ტკივილი იგრძნო და გასახდელში გაემართა, რის გამოც მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხა. საბოლოოდ, “ანორთოსისმა” “ეთნიკოსს” გიორგი ქვილითაიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვა, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო […]
ელიფ ელმასი: “საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის ვითამაშებთ”
საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ, მაკედონიის ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ელიფ ელმასმა კომენტარი გააკეთა. “ნაპოლის” ნახევარმცველი თბილისში საბრძოლო განწყობით მოემგზავრება. “ფინალი, ერთი მატჩი და ძალიან ბევრი ბრძოლა. რთული მატჩი იქნება, სასწორზე ბევრი რამ დევს, მაგრამ ამისთვის ვემზადებოდით და ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ, რაღა საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ გვჭირდება კონცენტრაცია და ენერგია მთელი 90 წუთის განმავლობაში. […]
„საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა“ – ვინ არის 19 წლის მცველი, რომელმაც რუსეთში, კვარაცხელიას წინააღმდეგ ითამაშა
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინმა” “ტამბოვი” სტუმრად – 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და 90 წუთის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის წინააღმდეგ დამაჯერებლადაც ითამაშა 19 წლის ქართველმა მცველმა ზურაბ გიგაშვილმა. გიგაშვილი უკვე 1 წელია “ტამბოვის” შემადგენლობაში ირიცხება, თუმცა მთავარ გუნდში ცოტა ხნის წინ დააწინაურეს და მონაწილეობა ჯერ მხოლოდ ორ შეხვედრაში […]
ლორიას, ქვილითაიას, ოქრიაშვილის და დაუშვილის გარეშე: ქეცბაიამ ქართველები განაცხადში არ შეიყვანა
კვიპროსის თასის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ანორთოსისი” “კარმიოტისას” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ფამაგუსტელებმა გამარჯვებით დაასრულეს (2:1), დღეს კი მათი პროგრამა მინიმუმი არსებული ანგარიშის შენარჩუნება იქნება. საინტერესოა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სამატჩო განაცხადში არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ შეიყვანა. განაცხადს მიღმა გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშილი და გიორგი ქვილითაია დარჩნენ. კვიპროსის თასის მეოთხედფინალური მატჩი 10 მარტს, […]