ოთარ კიტეიშვილი: “წარმატებული საკლუბო სეზონის შემდეგ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად ვართ”
კვიპროსის ნაკრებთან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩამდე საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა. “სანაკრებო შეკრებების წინ ტრავმის მიღება ხშირად მიწევდა და მიხარია, რომ ახლა უკვე უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში ვარ, რაც სანაკრებო შეხვედრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სეზონი წარმატებული გამოდგა და ჩვენ ტიტულის მოგებაც მოვახერხეთ. ჩემს გარდა, ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელმაც წარმატებული […]
ვილი სანიოლი: “ივნისის მატჩებისთვის სწორად მოვემზადეთ, მთავარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად და ფორმაშია”
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს უნდა დაუპირისპირდეს, ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. “რამდენიმე ფეხბურთელმა სეზონი უფრო ადრე დაასრულა და შესაბამისად, მათთან ერთად, მომზადება ადრეული პერიოდიდანვე დავიწყეთ. მთლიანობაში, მოსამზადებელ პერიოდს დადებითად ვაფასებ, რადგან მათი მზადების ხარისხით კმაყოფილი ვარ და თან […]
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს 17 ივნისს, სტუმრად, “აეკის” სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად კვიპროსელთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და ორივე ქვეყნის მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. “ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ხვალინდელი შედეგის შემდეგ გუნდები გაიაზრებენ, თუ რა მიზნებისთვის იბრძოლებენ ტურნირის ბოლომდე. […]
კვარაცხელია: ,,ჩვენი ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ჩემპიონი გახდა, რაც თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანია”
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. თბილისში, საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი ბოლო ვარჯიშს 15 ივნისს გამართავს. მოგვიანებით კი, ვილი სანიოლის გუნდი, 25 ფეხბურთელის შემადგენლობით, ლარნაკაში გაემგზავრება მოახლოებულ ოფიცალურ მატჩებთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრეს. 💬 ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): „მომზადებულები ვხვდებით თამაშს. თითოეული ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია. ძალიან ბევრი გახდა ჩემპიონი, მოიგო თასი, […]
ჰართმანი: “კვარაცხელიას დონის ფეხბურთელებთან თამაში მხოლოდ სასიამოვნოა”
ნიდერლანდების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების და როტერდამის “ფეიენოორდის” მარცხენა მცველმა ქვილინდში ჰართმანმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატამდე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს, კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა მეტოქეების შესახებაც ისაუბრა და საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებასაც შეეხო. “მათ ყველას ჰყავთ კარგი მოთამაშეები. ახლახან გავიგე, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ბელგიას ლუის ოპენდა და პორტუგალიას ფაბიო ვიეირა ეყოლება. მე არავისი მეშინია, […]
იტალიური მედია: “იუვენტუსმა გიორგი მიქაუტაძე სატრანსფერო სიაში შეიყვანა”
იტალიური მედია-საშუალება ilbianconero.com-ი საქართველოს ნაკრების და საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებული “მეცის” ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 22 წლის ქართველის დამატებით იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება. “ხვიჩა კვარაცხელიას გადატრიალების შემდეგ, რომელიც მან სერია A-ში მოახდინა, ტურინის “იუვენტუსი” ნაკრებში მისი პარტნიორით, გიორგი მიქაუტაძეთი ინტერესდება. ფეხბურთელი, რომლის სახელი და გვარი ბევრს არაფერს ამბობს, […]
საბა ლობჟანიძე: “წარმატებული სანაკრებო სერიის გასაგრძელებლად მზად ვართ”
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, საბა ლობჟანიძემ ეროვნული გუნდის კვიპროსში გამგზავრებამდე კომენტარი გააკეთა და მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა. “ხანგრძლივი და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს ჯგუფის ორ მნიშვნელოვან თამაშამდე. ორივე მოწინააღმდეგე განსხვავებული სტილის გუნდია, თავდაპირველად სრული კონცენტრაცია გვაქვს კვიპროსთან თამაშზე, რადგან გვსურს რომ ქულები ავიღოთ. შემდეგ კი, როგორც იცით, ჯგუფის ლიდერს, შოტლანდიას ვხვდებით. ყველა მზად ვართ საინტერესო საფეხბურთო სეზონის […]
შოტლანდიის ნაკრები: ყველაფერი რაც მომავალი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები შოტლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება და ჯგუფში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მოგებას შეეცდება. გამორჩეულად მნიშვნელოვანი 3 ქულისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების მატჩამდე შევეცდებით, ჩვენი მეტოქე უკეთ გაგაცნოთ და მათ ისტორიასა და წარსულში ჩავიხედოთ. შოტლანდიის ნაკრები დაარსება: 1872 შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია: 1873 წლის 13 მარტი უეფას წევრი: 1954 […]
Sky: “ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტთა ათეულშია”
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია Skybet-ის მიხედვით 2023 წლის ოქროს ბურთისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეულში იმყოფება. Sky-ის მიერ დაჯამებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი 48%-იანი შანსით ლეო მესია, ხოლო მეორე ადგილზე 40%-იანი მაჩვენებლით “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდია. ათეულში მყოფ კიდევ 8 ფეხბურთელს 2 და 1%-იანი მაჩვენებლები აქვთ. ხვიჩა […]
საქართველო – შოტლანდია: ურთიერთშეხვედრების ისტორია
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ნაცნობ და ისეთ მეტოქეს დაუპირისპირდება, რომელთანაც მიუხედავად ისტორიულ ურთიერთშეხვედრებში არაფავორიტის სტატუსის ქონისა, რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვების მოპოვება უკვე მოუხერხებია. ზოგადად, ბრიტანულ ნაკრებებთან თამაში საქართველოს ნაკრებისთვის არც ისე ნეგატიური სტატისტიკით ხასიათდება და არაერთი დასამახსოვრებელი შეხვედრის გამორჩევაც შეიძლება, რაც შეეხება უშუალოდ შოტლანდიის ეროვნულ გუნდს, რომელსაც მესამე ტურის ეგიდით უნდა […]
საქართველო – კვიპროსი: ურთიერთშეხვედრების ისტორია
უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, საქართველოს ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ხმელთაშუაზღვის კუნძულზე 17 ივნისს ითამაშებს, იქამდე კი ურიგო არ იქნება, თუ ორი ნაკრების ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიას თვალს გადავავლებთ. ისტორიაში, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებები ერთმანეთს სულ 6-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 2 მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ერთი ფრედ, 3-ში […]
ოფიციალურად: ბორდოს წაგება ჩაეთვალა და ლიგა 1-ში ვეღარ აღზევდება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2022/23 წლების სეზონში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის “ბორდო” ლიგა 1-ში აღზევებას ვეღარ მოახერხებს. ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც შესაბამისმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის ლიგა 2-ის 38-ე ტურის შეხვედრაზე და “ბორდოსა” და “როდეზს” შორის მომხდარი ინციდენტის გამო “ჟირონდინებს” წაგება ჩაუთვალა. შედეგად, გუნდს გიორგი მიქაუტაძის “მეცთან” 3-ქულიანი ჩამორჩენა შეექმნა […]