იოსებ ტყემალაძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა
საქართველოს რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტი – იოსებ ტყემალაძე მოვალეობის შესრულებას შუდგა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. პირველ სამუშაო დღეს ის კავშირის თანამშრომლებს შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო: “დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა საქართველოს რაგბის კავშირში. სიკეთის მეტი არსად არაფერი შემიტანია და ვიმედოვნებ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. დამხვდა საოცარი გუნდი, იმედებით, შემართებით და […]
ზაფხულის სატრანსფერო ვადები
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება საქართველოს 2021-2022 წლის ჩემპიონატებში მონაწილე ყველა ლიგების (“დიდი-10”, I, რეგიონალური, ჭაბუკთა “ა” და “ბ”) კლუბების საყურადღებოდ: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ვადები განისაზღვროს 2021 წლის 8 ივლისიდან – 16 აგვისტომდე. ჭაბუკთა “ა” ლიგის მორაგბეები 2021 წლის აგვისტოში გასამართ პლეი-ოფის მატჩებს ჩაატარებენ 2020-21 წლის ჩემპიონატის განაცხადების შესაბამისად. 16 აგვისტოს შემდეგ ტრანსფერი არ დაიშვება. საშეჯიბრო კომიტეტის […]
რაგბი ევროპის სუპერ თასი | ქართველ მსაჯთა ბრიგადა ესპანეთში
“შავი ლომის” პარალელურად, რაგბი ევროპის ახალ საკლუბო ტურნირ სუპერ თასში ქართველი მსაჯებიც ჩაერთვებიან. ქართულ სამსაჯო ბრიგადას, შოთა თევზაძის ხელმძღვანელობით, მიწვევა პირველსავე ტურში ჰქონდა და პორტუგალიაში უნდა ემსაჯა, მაგრამ ქართველი რეფერი ორმაგი დოზით აცრას ვერ ასწრებდა და ის მეორე ტურში, ესპანეთში იმსაჯებს. 26 სექტემბერს “იბერიანზი” ვალიადოლიდში “ლუსიტანოსს” უმასპინძლებს და მოედნის მსაჯი თევზაძე იქნება. კიდეებიდან მას გელა […]
ლეგიონერები | ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
სანაკრებო მატჩების დაწყებამდე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-9 ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად ითამაშეს და ერთ თამაშში ორმა მორაგბემ ჯამში 22 ქულა მოიხვეჭა. “კასტრი” “ბრივს” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 23-22 დაამარცხა. მოედანზე ექვსი ქართველი მორაგბე გავიდა. “კასტრის” ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. ის სტატიკაში კარგად იდგა და მეტოქე არაერთხელ დააჯარიმა, 32-ე […]
რაგბი ევროპა | საქართველო Vs. რუსეთი – ყველაფერი პრინციპული მატჩის შესახებ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნებისა” და “დათვების” დაპირისპირება 27 თებერვალს, “დინამო არენაზე”, 18:00 საათზე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 27 თებერვალს 250-ე ტესტ-მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ “ბორჯღალოსნებს” “დათვებთან” ზედიზედ 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების […]
სუპერ თასი | 7 ლელო და ბონუსი ‘ვულვზთან’
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე ტურში რუმინულ ‘ვულვზს’ ორის წილ 7 ლელო გაუტანა, ბონუსით, 43:21 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში კომფორტული სხვაობით მოკალათდა. მიმდინარე სეზონში ქართული ფრენჩაიზისთვის ეს მეორე გამარჯვება იყო, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, რუმინელებთან ‘შავმა ლომმა’ საუკეთესო თამაში აჩვენა, თუმცა იყო შეცდომებიც და სტუმრებმა ქულები სწორედ […]
სასწავლო ცენტრის განცხადება | ლევან მაისაშვილის სემინარი
ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, კაცთა გუნდების მწვრთნელებისთვის სემინარს გამართავს. სემინარს, რომელზე დასწრებაც დიდი 10-ის, პირველი და რეგიონული ლიგის გუნდების მწვრთნელთათვის თავისუფალია „ავჭალის“ საპრესკონფერენციო დარბაზში 12 საათზე დაიწყება. სემინარის თემა: სტატისტიკის გავლენა სათამაშო ტაქტიკაზე წყარო: Rugby.ge
ამ უიქენდზე ‘გლაზგოს’, ‘ტულონის’, ‘ლენსთერისა’ და ‘ლა როშელის’ სარაგბო კლუბების მაისურებში გამოწყობილმა გულშემატკივრებმა დუბლინი გადააჭრელეს. ოფიციალური მონაცემებით, 12 ქვეყნიდან ირლანდიაში რაგბის 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალებზე დასასწრებად. მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციიდანაც იყვნენ, – ისინი ამ ტურნირების ორგანიზატორებმა, – ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ (EPCR) მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მიიწვია. […]
რაგბის კავშირის განცხადება 2021 წლის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ
რაგბის კავშირის განცხადება 2021 წლის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 27, გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღისწესრიგით: სრკ-ის გამგეობის ანგარიში; სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანიდატთა გამოსვლები; სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა; სრკ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ […]
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს
27 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 17 ივლისს, შოტლანდიას დაუპირისპირდება. თავდაპირველი ცნობების თანახმად, მატჩის გამართვის ზუსტი დრო და ადგილმდებარეობა ცნობილი არ იყო, თუმცა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს ესტუმრება. შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც “ბორჯღალოსნებთან” სათამაშოდ საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა. შოტლანდიელებმა ეს ნაბიჯი პირველად […]
U20 | 27 მოთამაშით ურუგვაის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში 27-კაციანი განაცხადით ითამაშებენ. 23 ივნისს მათი მეტოქე ურუგვაის 20-წლამდელთა გუნდი იქნება (საქართველოს დროით 15 საათი), რომელმაც პირველ რაუნდში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და 10:29 დამარცხდა. განაცხადში 27 მოთამაშის ყოლით, უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ერთის მხრივ საქმეში ბევრი მოთამაშის ნახვის საშუალება ექნება, ხოლო მეორეს მხრივ, პირველ მატჩში […]
იოსებ ტყემალაძე ახალ და ყოფილ გამგეობაზე
ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, მის ყოფილ წევრებს მადლობა გადაუხადა, ახლებს კი მეტი კონტროლისკენ მოუწოდა და წარმატებები უსურვა: “კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გამგეობის ყოფილ წევრებს, რომლებმაც რაგბის კავშირი ამ რთულ პერიოდში ატარეს. მინდა მათ მიმართ სათითაოდ გამოვხატო მადლიერება, რადგან არჩევითობას გაგებით შეხვდნენ და ქართული რაგბის წინსვლას ასე მიესალმებიან”. […]