სამოტივაციო შეხვედრები 7-კაცასთან და ბორჯღალოსნებთან
7-ქალა ნაკრებთან სამოტივაციო შეხვედრის შემდეგ, რაგბის კავშირის ვიცე პრეზიდენტი ნიკა ალავიძე და მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი ნონო ანდღულაძე 7-კაცა ნაკრებს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ეწვივნენ. გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 26-27 ივნისს მოსკოვში გაიმართება. სტუმრები ნაკრების წევრებს არასპორტული, კორპორატიული სამყაროდან მიღებული იმ უნარების შესახებ ესაუბრნენ, რაც მოთამაშეებს მოედანზეც გამოადგებათ. ალავიძემ მათ გააცნო ის დაგეგმილი […]
ლეგიონერები | გურამ პაპიძის პირველი ლელო ტოპ 14-ში
“ლა როშელის” ბურჯმა გურამ პაპიძემ, ტოპ 14-ის მეოთხე ტურში “ბიარიცს” ლელო გაუტანა. 24 წლის ქართველი “ლა როშელს” ზაფხულში შეუერთდა და ელიტურ დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს. მისი გუნდი მასპინძელი იყო, ორის წილ 9 ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა – 59:17. პაპიძე “ლა როშელის” რიგებში 45-ე წუთზე გამოჩნდა, 63-ეზე მოლს მოწყდა და სამ მცველთან ჭიდილში გუნდის მეექვსე […]
შავი ლომი – მონატრებულ გულშემატკივრებთან ერთად
“შავმა ლომმა” “ლოკომოტივ-პენზასთან” 4 დეკემბერს გასამართი მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა. რაგბი ევროპის სუპერ თასის მეხუთე ტურის შეხვედრა “ავჭალაზე” 16 საათზე დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ, თამაშს გულშემატკივარიც დაესწრება. კოვიდ-რეგულაციების გამო, ტრიბუნებზე მაყურებელთა მხოლოდ მესამედი (დაახლოებით 2000) დაიშვება, ბილეთები კი ონლაინ იყიდება. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაყურებელი ალამაზებს, უფრო […]
ქარის თასი | შავი ლომი დაუმარცხებელი გრიფონსის წინააღმდეგ
ხვალ ვილკომში, საქართველოს დროით 17 საათზე “შავი ლომი” ქარის თასის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდ “გრიფონსს” ეთამაშება. მოცემულობა შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო, მაგრამ რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალსა და ფინალში თამაშის გამო, “შავი ლომი” აპრილის მიწურულს სამხრეთ აფრიკაში ვერ ჩავიდა და მეტოქეს მოგება ჩაეთვალა. ნებისმიერ შემთხვევაში “გრიფონსი” ტურნირის უძლიერესი გუნდია. მან 8-იდან 7 თამაში ბონუსით მოიგო და 4 […]
სუპერ თასი | თელავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
რაგბი ევროპის სუპერ თასის ბოლოსწინა ტურში, ‘ჰითმა’ ‘ბათუმს’ თელავივში 25:8 სძლია და საქართველოს ჩემპიონს მეორე ადგილზე აღზევების შესაძლებლობა არ მისცა. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ ‘შავ ლომსა’ და ‘ჰითს’ შორის, ისრაელში გამართული შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომებს და ხშირი იყო გაჩერებები, შერკინება კი პირველივე ცდაზე ფაქტობრივად ვერცერთხელ ვერ მოეწყო. მთლიანობაში, მასპინძლები ბურთს […]
გიორგი ჭყოიძე: „ეს მხოლოდ ციფრებია“
ბორჯღალოსანთა კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ, 11 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდებს მეორე ტაიმის დასაწყისში, 8 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაუტანა. 52-ე წუთზე ის მოლს დროულად მოწყდა და დუბლი გაიფორმა. ეს მატჩში საქართველოს მე-4 ლელო იყო და მე-500-ე რაგბი ევროპის ჩემპიონატში (და მის წინამორბედ ერთა თასზე), რომელშიც საქართველო 2000 წლიდან რეგულარულად თამაშობს და დღემდე 115 შეხვედრა ჩაატარა. „რა თქმა […]
ირაკლი გეგენავა | “ასეთი ფონი ქართულ რაგბს აზიანებს”
საქართველოს 7-კაცა ნაკრების ყოფილი მორაგბე ირაკლი გეგენავა გულდაწყვეტილია იმ ფონით, რომელიც რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შეიქმნა. ის იმედოვნებს, რომ დაპირისპირება დასრულდება და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცევა: “არჩევნების პროცესი ძალიან გაიწელა და მას თან ახლავს ცუდი ფონი, რაც ძალიან საწყენია. დიდი ხანია რაგბს ვთამაშობ და ორივე მხარეს უამრავი მეგობარი მყავს. გული მტკივა როდესაც ვუყურებ აგრესიას […]
ლეგიონერები | კოტე მიქაუტაძე ბაიონში 2023 წლამდე!
ბორჯღალოსანმა კოტე მიქაუტაძემ “ბაიონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ გუშინ ფრანგული ტოპ 14-ის “ბაიონთან” ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კოტეს თქმით, “ბაიონს” მასთან 3-წლიანი კონტრაქტის […]
ბორჯღალოსნები | სამხრეთ აფრიკა 40:9 საქართველო
ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონ “სპრინგბოქსს” სერიის პირველ მატჩში დიდი ბრძოლა გაუმართეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და 35-ე წუთამდე 9:5-საც იგებდნენ, თუმცა საბოლოოდ მასპინძლების კლასმა იჩინა თავი და შეხვედრა 40:9 მოიგეს. ეს იყო პირველი ჯახი სამხრეთ აფრიკასთან მსოფლიო თასს მიღმა, რომელსაც ერთადერთხელ, ჩვენთვის პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. “ბოკემ” პრეტორიაში საქართველოს წინააღმდეგ 18 მსოფლიოს ჩემპიონი დააყენა და […]
ამაშუკელის დიდი გამოცდა
მსოფლიო თასის დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩება და მსოფლიო რაგბიც მსაჯების კანდიდატების საბოლოო შერჩევაზე გადადის. ამ კუთხით ნოემბრის ტესტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ნიკა ამაშუკელს სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 27 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ტიერ 1-ის გუნდების სამ თამაშს მოემსახურება. ამაშუკელი 23 ოქტომბერს იაპონიისა და ავსტრალიის მატჩზე მოედნის მსაჯადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კოვიდ რეგულაციებმა ამის საშუალება […]
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან – ხუთი ლელო საფრანგეთიდან
2022 წლის დებიუტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა – პირველ 9 დღეში ჯამში 5 ლელო გავიდა. წელს ტოპ 14-ში უკვე ორი ტური ჩატარდა და ლელოები დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანეს. პრო დე2-ში მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და თავი ზაურ თევდორაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინეს. ნინიაშვილის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში 19 წლის […]
სუპერ თასი 2022 | ახალი სეზონი ბათუმში ქართული დერბით იწყება
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება 11 სექტემბერს ბათუმში, ქართული დერბით იწყება. თასის მოქმედი გამარჯვებული “შავი ლომი” პირველ ტურში დებიუტანტს, საქართველოს ჩემპიონ “ბათუმს” ეწვევა. პირველი გათამაშების მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში არიან გადანაწილებული. დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური “ლუზიტანუში”, ესპანური “იბერიანსი”, ბელგიური “დევილსი” და ნიდერლანდური “დელტა” ითამაშებენ. […]