ბორჯღალოსნები | აფრასიძე პერანიძემ შეცვალა
ბორჯღალოსანთა 9 ნომერს გელა აფრასიძეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე ვარჯიშზე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და გუნდს ნოემბრის თამაშებში ვერ დაეხმარება. 23 წლის “მონპელიეს” მორაგბემ მხარი ტოპ 14-ში, “ტულუზთან” მატჩში სექტემბერში დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით თვენახევარი იძულებით დაისვენა და მოედანს 30 ოქტომბერს დაუბრუნდა. “ძალიან სამწუხარო დანაკლისია. როგორც სჩანს, მისი მხრის ტრავმის რეაბილიტაცია დასრულებული არ იყო და ვარჯიშზე აბსოლიტურად […]
ბორდოში ექვსი ერის ეგიდით
14 ნოემბერს ბორდოში, ბორჯღალოსნები “ლე ბლეს” წინააღმდეგ ექვსი ერის მიერ ორგანიზებული “შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით ითამაშებს. შარშანდელი “შემოდგომის ერთა თასის” შემდეგ, სადაც წვეულ გუნდებს შორის საქართველო და ფიჯი იყვნენ, ექვსმა ერმა მსგავსი პროექტის განხორციელება წელსაც განიზრახა და 20 თამაშის ორგანიზატორად მოგვევლინა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ თამაშებს არ აქვს ტურნირის სახე და არ გამოვლინდება გამარჯვებული. […]
განცხადება | დიდი 10-ის მატჩებზე დასწრებასთან დაკავშირებით
დიდი 10-ის მათჩებზე მაყურებლების დასწრების წესები 2021 წლის 19 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №511 („იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საფუძველზე საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებულ დიდი 10-ის (უმაღლესი ლიგა) მატჩ(ებ)ზე დასწრების მსურველ(ებ)მა უნდა წარადგინოს: შესაბამის მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი […]
ირაკლი ჭყონია – ნოემბრის ტესტებს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ვხვდებით
რაგბის კავშირის ფიზმომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყონია ამბობს, რომ “შავი ლომის” შექმნამ მწვრთნელებს ნაკრების კანდიდატებთან ხანგრძლივად მუშაობის საშუალება მისცა, რაც გუნდის ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებაზე დადებითად აისახა. ის ასევე ბედნიერია, რომ ლეგიონერთა უმრავლესობა მიმდინარე სეზონში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში რეგულარულად ვარჯიშობს: “დიდი 10-ის კლუბებში გაფანტული ნაკრების კანდიდატების ‘შავ ლომში’ თავმოყრამ ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. […]
ლეგიონერები | ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
სანაკრებო მატჩების დაწყებამდე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-9 ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად ითამაშეს და ერთ თამაშში ორმა მორაგბემ ჯამში 22 ქულა მოიხვეჭა. “კასტრი” “ბრივს” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 23-22 დაამარცხა. მოედანზე ექვსი ქართველი მორაგბე გავიდა. “კასტრის” ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. ის სტატიკაში კარგად იდგა და მეტოქე არაერთხელ დააჯარიმა, 32-ე […]
ბორჯღალოსნები | ოპტიმალური რაზმით ნოემბრის ტესტებზე
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შემოდგომას ჩვენი გუნდი ორ თამაშს გამართავს: 14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთს, საქართველოს დროით 17 საათზე ვეთამაშებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ლე ბლეს” მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით. აქამდე ფრანგებთან ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია; 20 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, არანხუესში ფიჯის ვერკინებით. ლევან მაისაშვილმა გაფართოებულში პრაქტიკულად ყველა […]
სუპერ თასი | შავი ლომის თამაში კვლავ კოვიდმა გადადო
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში “ენისეი-სტმსა” და “შავ ლომს” შორის 30 ოქტომბერს გასამართი მატჩი გადაიდო. მიზეზი ისევ Covid 19-ია… რუსეთში პანდემიამ მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და ქვეყანამ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ‘შავი ლომი’ სოჭში ჩარტერული რეისით დღეს დილით უნდა გაფრენილიყო და შეჩერებული ნებართვა მხოლოდ დღის ბოლოს მიიღო. იყო შანსი, რომ თამაში კვირისთვის გადადებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა […]
სუპერ თასი | შავი ლომი – ორი დებიუტანტით სოჭში
სოჭში, რუსეთის ჩემპიონ “ენისეისთან” გასამართ თამაშში “შავი ლომის” შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი ძირითადშია, მესამეხაზელი იოსებ გუშარაშვილი კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება. რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში “შავი ლომი” სოჭში, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს პირველობისთვის ერკინება. შეხვედრა 30 ოქტომბერს, ჩვენი დროით 13 საათზე დაიწყება. “ენისეის” სამი თამაშიდან 11 ქულა აქვს. “შავ ლომს” ორი […]
სუპერ თასი | მზადება ენისეისთვის
პენზიდან შინ მობრუნებული “შავი ლომი” “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ჩაიკეტა და რაგბი ევროპის სუპერ თასის მესამე მატჩისთვის მზადებას შეუდგა. ტურნირის მეოთხე ტურში ის აღმოსავლეთ კონფერენციის ამჟამინდელ ლიდერს, კრასნოიარსკის “ენისეის” 30 ოქტომბერს სოჭში, ჩვენი დროით 13 საათზე ეთამაშება. 1975 წელს დაარსებული კლუბი რუსეთის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა და 2015 წლიდან ევროტურნირებში ჩაერთო. კონტინენტის ფარის ორჯერ მოგებით ის რამდენჯერმე […]
ლეგიონერები | საღინაძის და ნინიაშვილის ქართული აქცენტი
ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი საოცრად დაიწყეს. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ “ლიონის” ნაწილად. ეს არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა rugbyrama-ს, რომელიც ქართველ ლეგიონერებს “ლიონის” მომავლად მიიჩნევს: “ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი “ლიონს” ზაფხულში შეუერთდნენ და მაშინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ამდენი სათამაშო დრო […]
ლეგიონერები | ცუცქირიძის ბონუს-ლელო
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ცუცქირიძემ მეორე ლელო გაიტანა. გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-8 ტურში “პო” კლერმონს” ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა […]
სუპერ თასი | შავი ლომის 5 ცვლილება მეორე თამაშისთვის
“შავი ლომის” სამწვრთნელო შტაბმა პენზაში “ლოკომოტივთან” გასამართი რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. გასულ შაბათს “შავმა ლომმა” თავის სადებიუტო თამაშში ისრაეილის “თელავივ ჰითი” 33:10 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო. იმ თამაშის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. ტრავმირებული სოსო მათიაშვილის ნაცვლად, ფულბეკად თამაშს ლაშა ხმალაძე იწყებს. ფრთაზე სანდრო თოდუას მარქაფიდან ადგილი […]