მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები! დავით ნინიაშვილი
2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. 19 წლის ბორჯღალოსანი “ლიონს” ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად ასაკისა, საკუთარი თამაშით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მან “პოს” ლამაზი ლელო გაუტანა და გუნდს ბონუსით გამარჯვებაში დაეხმარა: პირველი ლელოს ტოპ 14-ში! მოედანზე საკმაოდ მშვიდად აღნიშნე, გუნდში […]
მსოფლიო რაგბი ბულინგის მსხვერპლი ბავშვის გასამხნევებლად გაერთიანდა
მარკ პაგსლიმ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისი 12 წლის შვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა. პაგსლის მტკიცებით, ვარჯიშზე გადაღებულ ფოტოს, იდიოტები დამცინავი კომენტარებით გამოეხმაურნენ – ამ ყველაფერმა კი მის შვილზე ძალიან ცუდად იმოქმედა. “იძულებული ვარ Facebook-ზე განთავსებული პოსტი წავშალო, რადგან იდიოტებმა დაწერეს, რომ 12-წლამდელთა გუნდში სათამაშოდ, ჩემი ბიჭი ძალიან “დიდია”. არ იციან რამდენს შრომობს […]
მსოფლიო რაგბი და ჯორჯიის რაგბის კავშირი საქართველოს გვერდში უდგებიან
ამ დღეებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის განცხადება რომ თავის ფავორიტად საქართველოს ნაკრებს განიხილავს და საფრანგეთში მსოფლიო ჩემპიონატზე წელს მას უქომაგებს იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ 2031-ში ამერიკა თავად უმასპინძლებს რაგბის მსოფლიოს თასს. სტატისტიკა აჩვენებს რომ რაგბის მსოფლიო თავისი პოპულარობით და კომერციულადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიადასთან ერთად, ერთ-ერთი მოწინავეა, და, ორივე ეს ტურნირიც მომდევნო 6 […]
მსოფლიო რაგბის ახალი წესები | ქართულად
მსოფლიო რაგბის ახალი წესები ქართულად მსოფლიო რაგბის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, თუ შემტევი ღია თამაშის დროს ბურთს საკუთარი ნახევრიდან დაარტყავს ისე რომ ბურთი ჯერ მიწაზე დაეცემა და შემდეგ მოწინააღმდეგის 22 მეტრიან ზონაში აუტში გადავა, აუტის მოწოდების უფლება დამრტყმელ გუნდს ეძლევა-ეს ბურთი საკუთარ ნახევარზე შეტანილი არ უნდა იყოს (ანუ ფაზა საკუთარ ნახევარზე უნდა დაიწყოს). ნახე აქ […]
მსოფლიო რაგბის და რაგბი ევროპის მოლოცვა
მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და ქართულ რაგბს წარმატებები უსურვეს: „ბატონო იოსებ, გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. მივესალმები ყველა თვენს განზრახვას საქართველოს რაგბის კავშირის ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც თქვენ დააფიქსირეთ! მსოფლიო რაგბი მხარს დაგიჭერთ ამ წამოწყებაში! გვსურს, რომ უახლოეს დროში დავგეგმოთ შეხვედრა თქვენთან და გუნდთან, […]
მსოფლიო რაგბის ინტერვიუ ბორჯღალოსნების კაპიტანთან
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს ესაუბრა და გასული წლის შეფასებასთან ერთად, წლევანდელ პერსპექტივებზეც ესაუბრა: “2021 წელი საქართველოსთვის მოედანზე აღმავლობის და მის მიღმა დაცემის წელიწადი იყო. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოიგეს ხუთიდან ხუთი თამაში და ტიტული მორიგ ჯერზე შემართეს. მათ 24 ქულა მოაგროვეს და 10 ქულით გაასწრეს […]
მსოფლიო რაგბის პირველი დონის სემინარი და რეგიონალური სასწავლო ცენტრი
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოში მწვრთნელთა გადამზადება „მსოფლიო რაგბის“ მიერ შემუშავებული ახალი პროგრამით განახლდა. მანამდე, ქართველი ედუკატორები მთელი ეს პერიოდი გადიოდნენ “მსოფლიო რაგბის” ონლაინ-სწავლებებს. კვირის დასაწყისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა “მსოფლიო რაგბის” რეგიონალური (ევროპის) მენეჯერი მწვრთნელთა განათლების კუთხით დანიელ მიტრეა, რომელიც “რაგბი პლატოზე” გამართულ პირველი დონის სემინარებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო. სემინარი რაგბის კლუბ […]
მსოფლიო რაგბის სადისციპლინო-კომისრები დიდი 10-ის მატჩებზე
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან შიდა ჩემპიონატებში ოფიციალურად ამოქმედდება მსოფლიო რაგბის სადისციპლინო წესები, მატჩებს კი სადისციპლინო-კომისრები დაესწრებიან. მანამდე, საიტინგ ოფიცრები, როგორც რაგბის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, დიდი 10-ის ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებზე იქნებიან მივლენილი, რაც უდისციპლინობის გამოვლენის დამატებითი მექანიზმია! ჯგუფს ლაშა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, რომელიც 2020 წლიდან ოფიციალურად გახდა მსოფლიო რაგბის სადისციპლინო კომიტეტის წევრი: “საქართველოს რაგბის […]
მსოფლიო რაგბმა ქართული რაგბის დაფინანსება აღადგინა
საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობას შორის, ზუმით საქმიანი შეხვედრა გაიმართა და ის კონკრეტული, პოზიტიური შედეგებით დასრულდა. რამდენჯერმე გადადებული რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებისა, მენეჯმენტში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზებისა და გაურკვევლობის გამო, მსოფლიო რაგბს 2020 წლის ნოემბრიდან ქართული რაგბის დაფინანსება შეჩერებული ჰქონდა. ბოლო პერიოდში მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა საქმიანი კომუნიკაცია. ზემოაღნიშნული შეხვედრა კი დამაგვირგვინებელი იყო, რომლის […]
ნატა კურტანიძე | მსოფლიო რაგბის პირველი ქართველი სტიპენდიანტი
საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელის მოადგილე, ნატა კურტანიძე პირველი ქართველი ქალია, რომელიც მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს სტიპენდიანტი გახდა. მსოფლიო რაგბისა და Capgemini-ს პროგრამა 2018 წელს დაიწყო და მისი მიზანი ქალი-ლიდერების წარმოჩენა და განვითარებაა. ის მათ ეხმარება პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის სრულად წარმოჩინებაში, რის შემდეგაც სულ უფრო მეტი ქალი უნდა გამოჩნდეს საკვანძო პოზიციებზე. […]
ნიკა ამაშუკელი – ზედიზედ მეორედ ექვს ერზე და 8-კვირიანი ტესტ-რაგბი
ნიკა ამაშუკელი 2023 წლის 26 თებერვალს საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის ექვსი ერის მესამე ტურის შეხვედრას განსჯის. 28 წლის ქართველ რეფერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძველეს საერთაშორისო რაგბის ტურნირზე ზედიზედ მეორე წელია იწვევენ. ექვსი ერის წინამორბედი ტურნირი 1882 წელს დაარსდა და პირველი გამარჯვებული 1883 წელს გამოვლინდა. თავდაპირველად მასში ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია და უელსი მონაწილეობდნენ, 1910 წლიდან კი მათ […]
ქართველი მსაჯები საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებას განაგრძობენ. რაგბი ევროპის 7-ქალა “ალაფის” ზაგრების ეტაპზე, თავი საუკეთესოდ ნინო ელოშვილმა წარმოაჩინა და ფინალის მსაჯობაც დაიმსახურა. ნინოს სამსაჯო კარიერა 2009 წელს მორაგბეობის პარალელურად დაიწყო, საერთაშორისო ასპარეზზე კი პირველად 2019 წელს გავიდა, როდესაც ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში თანამსაჯად მიიწვიეს და იქაც ანდეს ფინალი, ოღონდ დამხმარე მსაჯად. შარშან 7-ქალას “ალაფაზე” მან ბუდაპეშტში მოედნის […]