საფესტივალო | წიკლაურების თასი ლელომ მოიგო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ზღვაზე 13-წლამდელთა ტურნირი გაიმართა, რომელიც აფხაზეთში დაღუპული ტყუპი ძმების, ნუკრი და ვასკა წიკლაურების ხსოვნას მიეძღვნა. “რაშების” ინიციტივით, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და რაგბის კავშირის ხელშეწყობით, 6-გუნდიანი ტურნირი გაიმართა, რომელშიც “რაშები”, “ლელო”, “აკადემია”, “არმაზი”, “ყაზბეგი” და “მამონტები” მონაწილეობდნენ. გუნდებმა ჯერ ჯგუფური ეტაპი ითამაშეს და ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავიდა, ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულმა […]
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან – ხუთი ლელო საფრანგეთიდან
2022 წლის დებიუტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა – პირველ 9 დღეში ჯამში 5 ლელო გავიდა. წელს ტოპ 14-ში უკვე ორი ტური ჩატარდა და ლელოები დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანეს. პრო დე2-ში მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და თავი ზაურ თევდორაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინეს. ნინიაშვილის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში 19 წლის […]
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება განცხადება: “რეგიონალური ლიგის“ საქართველოს 2021-22წ. ჩემპიონატში მონაწილე გუნდების საყურადღებოდ: გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მზაობა ზემოაღნიშნულ ლიგაში მონაწილეობის შესახებ განცხადების სახით, ა/წ. 7 ივნისიდან 5 ივლისამდე. 5 ივლისის შემდეგ განცხადებები აღარ მიიღება. 01.06.21 საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნიაზ მამრიკიშვილი წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
პრო დე2 | ცუცქირიძის ლელო მეორე ტურში
ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ, პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში პირველი ქართული ლელო გაიტანა. მეორე ტურში მისი “ორიაკი” “ბაიონს” მასპინძლობდა და ტაიმი 10:3 მოიგო, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 20:28. ცუცქირიძე მასპინძელთა ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. 38-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, შეხვედრის მიწურულს კი თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა, მაგრამ “ორიაკი” მაინც უქულოდ დარჩა. აღსანიშნავია, […]
7-კაცას მეორე დონის საერთაშორისო ონლაინ კურსი
“მსოფლიო რაგბი” და “რაგბი ევროპა” ამა წლის 17-19 მაისს ატარებს 7 კაცას მეორე დონის საერთაშორისო ონლაინ კურსს. კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მწვრთნელებს, რომლებსაც გავლილი აქვთ 7 კაცას პირველი დონე, იციან ინგლისური ან ფრანგული ენები და აქვთ: მზაობა რაგბისათვის (Rugby ready), სამწვრთნელო საქმის შესავალი (Introduction to coaching), ძირითადი ფაქტორების ანალიზი (Key factor analysis), ფუნქციონალური როლების ანალიზი […]
ლეგიონერები | ცუცქირიძის ბონუს-ლელო
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ცუცქირიძემ მეორე ლელო გაიტანა. გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-8 ტურში “პო” კლერმონს” ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა […]
დიდი 10 | ნახევარფინალებმა და ფინალმა ერთი კვირით გადაიწია
დიდი 10-ის ნახევარფინალურმა შეხვედრებმა და დიდმა ფინალმა ერთი კვირით გადაიწია. მატჩების გადადების მიზეზი სამსაჯო კორპუსის პროტესტია, რომელმაც ბოლო წლებში მსაჯებზე გახშირებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა. რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები სამსაჯო კორპუსთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ ამიერიდან, ამოქმედდება ახალი სადისციპლინო კოდექსი, რომელიც სრულ თანხვედრაშია მსოფლიო რაგბის ანალოგიურ დოკუმენტთან. ამ […]
ბორჯღალოსნების პრესკონფერენცია – გამოწვევა მიღებულია
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, 2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტ-მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს. მაისაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა: “მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბი დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის – ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. […]
ზაფხულის სატრანსფერო ვადები
საშეჯიბრო კომიტეტის განცხადება საქართველოს 2021-2022 წლის ჩემპიონატებში მონაწილე ყველა ლიგების (“დიდი-10”, I, რეგიონალური, ჭაბუკთა “ა” და “ბ”) კლუბების საყურადღებოდ: ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ლიგებში ზაფხულის სატრანსფერო ვადები განისაზღვროს 2021 წლის 8 ივლისიდან – 16 აგვისტომდე. ჭაბუკთა “ა” ლიგის მორაგბეები 2021 წლის აგვისტოში გასამართ პლეი-ოფის მატჩებს ჩაატარებენ 2020-21 წლის ჩემპიონატის განაცხადების შესაბამისად. 16 აგვისტოს შემდეგ ტრანსფერი არ დაიშვება. საშეჯიბრო კომიტეტის […]
განცხადება | დიდი 10-ის მატჩებზე დასწრებასთან დაკავშირებით
დიდი 10-ის მათჩებზე მაყურებლების დასწრების წესები 2021 წლის 19 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №511 („იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) საფუძველზე საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებულ დიდი 10-ის (უმაღლესი ლიგა) მატჩ(ებ)ზე დასწრების მსურველ(ებ)მა უნდა წარადგინოს: შესაბამის მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი […]
შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი U20 ექვს ერში
მსოფლიო რაგბმა 2022 წლის ექვსი ერის მატჩების სამსაჯოდ კიდევ ორი ქართველი რეფერი მიიწვია. შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი 20-წლამდელთა ტურნირის ორ-ორ თამაშზე იმუშავებენ – აქედან ერთში, თევზაძე მოედნის მსაჯი იქნება. მანამდე, 19 თებერვალს, 27 წლის რეფერი რაგბი ევროპის “ალაფაზე” ჰაიდელბერგში, გერმანიისა და ბელგიის ჯახს იმსაჯებს. ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპულობით გამოირჩევა და სასიამოვნოა, რომ რთული შეხვედრის […]
ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვს ერზე ბრუნდება
საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ივნისში 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრას იმსაჯებს. შეგახსენებთ, პანდემიის გამო გადადებული ტურნირი ზაფხულში ერთ ლოკაციაზე, კარდიფში (უელსი), “არმს პარკზე” გაიმართება. ის 19 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. ამაშუკელი პირველ ტურში უელსისა და იტალიის შეხვედრას იმსაჯებს, 25-ში კი ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის. “მიხარია, რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირზე კიდევ […]