შავი ლომი | დანიშნულების ადგილი პენზა
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” პირველი გასვლითი მატჩისთვის “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ემზადება. გუნდი პენზაში (რუსეთი) ხვალ დილით მიფრინავს და “ლოკომოტივს” 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშება. მეტოქემ სექტემბერში “ენისეისთან” ორი მატჩი გამართა და ორივე ბონუსით დათმო – 6:22 კრასნოიარსკში და 21:44 პენზაში. “შავმა ლომმა” პირველი ტურის გადადებულ მატჩში “თელავივი ჰითს” 16 ოქტომბერს, “ავჭალაზე” […]
ამაშუკელის დიდი გამოცდა
მსოფლიო თასის დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩება და მსოფლიო რაგბიც მსაჯების კანდიდატების საბოლოო შერჩევაზე გადადის. ამ კუთხით ნოემბრის ტესტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ნიკა ამაშუკელს სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 27 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ტიერ 1-ის გუნდების სამ თამაშს მოემსახურება. ამაშუკელი 23 ოქტომბერს იაპონიისა და ავსტრალიის მატჩზე მოედნის მსაჯადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კოვიდ რეგულაციებმა ამის საშუალება […]
18 წ. | ეს ბიჭები არაერთ გამარჯვებას გვაჩუქებენ – იოსებ ტყემალაძე
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა და მონიჭებული სიხარულისთვის, თითოეულ მათგანს, აღმზრდელ კლუბებს და ოჯახებს მადლობა გადაუხადა. კალინინგრადში გამართულ ტურნირზე საქართველომ მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 დაამარცხა, ნახევარფინალში ბელგიას 37:3 სძლია, ხოლო ფინალში პორტუგალიას 27:0 და თასი ზედიზედ მესამედ შემართა. “მინდა მივესალმო ჩვანს მომავალ თაობას და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის, თამაშით […]
ლეგიონერები | ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მეექვსე ტური
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში გასულ კვირაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად მიიღეს მონაწილეობა. ტოპ 14 ტოპ 14-ის მეექვსე ტურში “ლიონი” “ბიარიცს” ეწვია და ბონუსით, 40:5 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა საღინაძე. ის მე-66 წუთზე შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. მასპინძელთა ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და 51-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში […]
პირველი ინტერვიუ შავი ლომის მთავარ მწვრთნელთან | VIDEO
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ Facebook გვერდზე, “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის პირველი ინტერვიუ გამოქვეყნდა. წყარო: facebook.com/GeorgianRugby
მირიან თავზარაშვილი რაგბი ევროპის სუპერ თასის სადისციპლინო პანელზე
მირიან თავზარაშვილი რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სადისციპლინო პანელზეა წარდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო მატჩებში დისციპლინარულ გადაცდომებს ქართველი სპეციალისტი განიხილავს. კომისიის თავმჯდომარე ინგლისელი ენტონი დევისია, წევრები კი თავზარაშვილი და რიჩარდ მაკქი. ისინი ოთხ თამაშს დააკვირდებიან (“იბერიანზი” (ესპანეთი) -“ბრიუსელ დევილზი” (ბელგია), “შავი ლომი” (საქართველო) – “ენისეი” (რუსეთი), “ლუზიტანოსი” (პორტუგალია) – “დელტა” […]
18 წ. | ფინალში პორტუგალიასთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ბელგია 37:3 დაამარცხეს და ფინალში ტიტულს პორტუგალიასთან დაიცავენ. პორტუგალიამ ნახევარფინალში ესპანეთს დიდი ბრძოლა გაუმართა და 31:12 დაამარცხა. ბელგიამ საქართველოს აგრესიული დაცვა და სწრაფი შეტევები შესთავაზა, მაგრამ კლასში სხვაობა ექვს უპასუხო ლელოში აისახა. თამაში ჩვენი ხელდახელ იერიშებით დაიწყო, მაგრამ მე-10 წუთამდე ლელო არ გავიდა და ანგარიში პეტრე ხუციშვილმა ჯარიმით გახსნა. […]
U18 | ხუთი ცვლილება ბელგიის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 3 ოქტომბერს, 1/4-ფინალში საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია და ნახევარფინალში ბელგიას 6 ოქტომბერს, საქართველოს დროით 21 საათზე ეთამაშება. თავის მხრივ, ბელგიამ მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა. მეტოქის თამაშს უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბიც დაესწრო. შეტევის მწვრთნელი პაატა მაისურაძე ამბობს, რომ ბელგიას ინდივიდუალურად კარგი […]
ლევან მაისაშვილი | სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გავიარე
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Telegraph საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემასთან საუბარში ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ გადარჩენის მხოლოდ 2%-იანი შანსი ჰქონდა და სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე გაიარა. კორონავირუსის გართულების შედეგად, ლევან მაისაშვილი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში – შეიძლება ითქვას, რომ უმძიმეს პირობებში მკურნალობდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი გამოჯანმრთელდა და ნაკრებთან […]
U18 | 12 ლელო ჩეხეთთან
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა დებიუტანტ ჩეხეთს 12 უპასუხო ლელო გაუტანეს და იოლად, 76:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვებით მათ ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს და ნახევარფინალში ბელგიას შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ ტურნირის მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა. ჩვენმა 18-წლამდელებმა ჩეხეთთან ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნეს. მეტოქე მოლში არ შემოვიდა და ლელო ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა გაიტანა. მე-5 წუთზე ნიკოლოზ კინწურაშვილმა ხაზი […]
ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურა რუსთავში
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში (ინტერნატები), იქ სადაც არაერთი წარჩინებული მორაგბე აღიზარდა, გაისად ახალი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. რაგბის კავშირისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ, დღეს საზოგადოებას აცნობეს, რომ “ინტერნატებში” ორმოედნიანი, თანამედროვე სტანდარტების სარაგბო მოედნის პროექტირება იწყება. რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმ სარაგბო ბაზების განახლება, სადაც არაერთი ლეგენდა გაიზარდა: “დღევანდელი დღე ზეიმია, იმ საწყისი […]
U18 | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, ორკვირიანი შეკრების შემდეგ ის 26 მოთამაშე შეარჩია, რომლებიც 2-9 ოქტომბერს კალინინგრადში ევროპის ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. გაფართოებულმა, 43-კაციანმა ჯგუფმა შეკრება მარტყოფის ბაზაზე გაიარა და ‘იუნკერების’ ესპუართა გუნდთან მართვადი თამაშიც გამართა, რითაც უთამაშებლობის ნაწილობრივ კომპენსირება მოხდა. მზადებით კმაყოფილია 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი, რომლის შეგირდები 1/4-ფინალში ქვედა დივიზიონიდან დაწინაურებულ ჩეხეთს შეხვდებიან, გამარჯვების შემთხვევაში […]