ნინო ელოშვილის ახალი გამოწვევა
ნინო ელოშვილი პირველი ქართველი ქალი მსაჯია, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ 15-კაცა რაგბი იმსაჯა, ახლა კი 15-ქალას თამაშზე მთავარი მსაჯი იქნება. ბოლო წლებში ქართველ ქალ მსაჯებს – ანა პოღოსიანს და ნინო ელოშვილს რაგბი ევროპა რეგულარულად იწვევდა 7-ქალა ტურნირების სამსაჯოდ და მათ ფინალურ შეხვედრებსაც ანდობდა, რაგბი XV კი მათი განვითარების ახალი ეტაპია. ელოშვილმა მსაჯობა 2009 წელს, მორაგბის […]
ნონო ანდღულაძე | “წინსვლისთვის სიმშვიდე და ძლიერი მენეჯერი გვჭირდება”
ყოფილი ბორჯღალოსანი, ნოდარ ანდღულაძე საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების მენეჯერია, რომელსაც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არა ერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. “ქართულ რაგბს განვითარებისთვის პირველ რიგში სიმშვიდე, ხოლო მმართველ გუნდს მეტი პროფესიონალი სჭირდება. მენეჯმენტი მოითხოვს სპეციფიურ უნარებს და შესაბამის ცოდნას, რომელსაც მოედანზე ვერ შეიძენ. მიმაჩნია, რომ ქართულ რაგბს დღეს სწორედ გამოცდილი, პროფესიონალი მენეჯერი სჭირდება, რომელსაც […]
ნუცა შამათავა – 2022 წლის საუკეთესო ექიმი სპორტში
რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი და ბორჯღალოსნების მთავარი ექიმი ნუცა შამათავა, საქართველოს წლის საუკეთესო ექიმია! საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, შამათავასთან ერთად ვეტერანი ბორჯღალოსანი, რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძეც დააჯილდოვა – სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის. ნუცა შამათავა ბორჯღალოსნების მთავარ ექიმად 2019 წლიდან მუშაობს. მას მთავარი ჯილდო სპორტის მინისტრის მოადგილემ სოსო ბაღათურიამ, ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა […]
ამ უიქენდზე ‘გლაზგოს’, ‘ტულონის’, ‘ლენსთერისა’ და ‘ლა როშელის’ სარაგბო კლუბების მაისურებში გამოწყობილმა გულშემატკივრებმა დუბლინი გადააჭრელეს. ოფიციალური მონაცემებით, 12 ქვეყნიდან ირლანდიაში რაგბის 50 ათასზე მეტი გულშემატკივარი ჩავიდა ჩელენჯ თასისა და ჩემპიონთა თასის ფინალებზე დასასწრებად. მათ შორის საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციიდანაც იყვნენ, – ისინი ამ ტურნირების ორგანიზატორებმა, – ევროპის პროფესიული კლუბების რაგბიმ (EPCR) მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მიიწვია. […]
ოფიციალურად | 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება
საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო. “შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო” – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში. რადგან თამაში […]
ოფიციალურად | ორი ტესტი მსოფლიო ჩემპიონთან და შინ შოტლანდიასთან
საქართველოს რაგბის კავშირმა სამხრეთ აფრიკასთან და შოტლანდიასთან გასამართი ზაფხულის ტესტ-მატჩები ოფიციალურად დაადასტურა. მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან და შოტლანდიასთან გასამართ მატჩებთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, “სპრინბოქსი” ივლისში ბორჯღალოსნებს ორ მატჩიან ტესტ სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას […]
ოფიციალურად | რაგბი ევროპა გმობს სამხედრო აგრესიას და რუსეთში საქმიანობას წყვეტს
ევროპული რაგბის მმართველი ორგანო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. Rugby Europe გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და რუსეთის ტერიტორიაზე მის საქმიანობას აჩერებს. ევროპაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, Rugby Europe უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის ღრმა შეშფოთებას. ორგანიზაცია მკაცრად გმობს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას. Rugby Europe შეშფოთებულია უკრაინელი ხალხის, სარაგბო საზოგადოებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით […]
პირველი ინტერვიუ შავი ლომის მთავარ მწვრთნელთან | VIDEO
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ Facebook გვერდზე, “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის პირველი ინტერვიუ გამოქვეყნდა. წყარო: facebook.com/GeorgianRugby
პირველი ლიგა | კოლხეთში ‘იუნკერებმა’ 13 ქულით იმარჯვეს
პირველი ლიგის მომავალი სეზონის დასკვნით მონაწილეს თეთრიწყაროს ‘იუნკერები’-ფოთის ‘კოლხი რაინდების’ 2-მატჩა დაპირისპირება არკვევს. მართალია, ‘იუნკერებმა’ პირველ ლიგაში სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, თუმცა გარისელებს ლიგაში პირდაპირ დასარჩენად 1 ქულა, ხოლო პლეი ოფში მოსახვედრად სულ 3 ქულა დააკლდათ. ‘კოლხი რაინდებმა’ კი რეგიონული ლიგის ფინალს უწია, სადაც ფავორიტ ‘დინოზავრთან’ ანგარიშში უპირატესობას ბოლო წუთებამდე ფლობდა, თუმცა მატჩის მოგება ვერ […]
პირველი ლიგა | ტაომ ერეკლეს თასი მეხუთედ ჩაიბარა
პირველი ლიგის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა შეხვედრას ასპინძამ უმასპინძლა. სამცხე-ჯავახეთი ასპინძის ომის ისტორიული გამარჯვების 250-ე წლისთავს აღნიშნავდა. მეოთხედი ათასწლეულის წინ, მეფე ერეკლე II-ს სარდლობით, 3 ათასამდე მეომარისგან შემდგარმა ქართულმა ლაშქარმა, რიცხოვნობით 3-ჯერ მეტი ოსმალ-ლეკთა ჯარი გაანადგურა და მესხეთი ოსმალთა ბატონობისგან გაათავისუფლა. კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით რეგიონის ხელნმძღვანელობამ ესოდენ მნიშვნელოვანი თარიღი მოკრძალებულად აღნიშნა და “ტაო” -“‘ჭადარის” შეხვედრაც დღესასწაულის ერთ-ერთი […]
პირველი ლიგა | ‘არწივები’ ზამთრის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა
პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მიმდინარე სეზონის 11-ივე შეხვედრა მოიგო და ზამთრის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გურულებმა 53 საცხრილო ქულა დააგროვეს, მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და საშობაო არდადეგების წინ მდევარ ‘არმიასთან’ უპირატესობა 5-ქულამდე გაზარდეს. ‘არმაზი’ და ‘ტაო’ მოწინავე კვარტეტში ქულებით კვლავაც ტოლ-სწორად რჩებიან, თუმცა მესხები უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ცხრილში მესამე პოზიციას […]
პრო დე2 | 16 ქართველი მესამე ტურში
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მესამე ტურში, მოედანზე 16 ქართველი მორაგბე გავიდა. ტურის პირველ შეხვედრაში “გრენობლმა” შინ “აჟენს” 17:13 სძლია. მასპინძელთა რიგებში ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა ბრიტანეთიდან საფრანგეთში სამი წლის შემდეგ დაბრუნებულმა ზურაბ ჟვანიამ. ის შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. “აჟენის” შემადგენლობაში ასევე შესვენების შემდეგ ითამაშა კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ, რომელიც საფრანგეთში 7 წლის შემდეგ დაბრუნდა. […]