50 უნიკალური NFT ბარათი – ექსკლუზიურად შექმნილი პროდუქტი იტალიასთან მოგებული მატჩის აღსანიშნავად
იტალიასთან მოგებული მატჩის აღსანიშნავად, საქართველოს რაგბის კავშირმა პლატფორმა Enefty-სთან ერთად გამოუშვა 50 უნიკალური NFT ბარათი – ექსკლუზიურად შექმნილი ქართველი მორაგბის ნონო (ნოდარ) ანდღულაძის მიერ, კოლექცია მოიცავს ნაკრების 5 მორაგბის სხვადასხვა ხარისხის ბარათებს. World Rugby: ,,ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის” რას წერს მსოფლიო პრესა საქართველოს ისტორიული გამარჯვების შესახებ?! როგორ ეხმაურებიან ჟურნალისტები საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას?! პროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს ქართული […]
თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული 192-ე სკოლა გახდა
თუმცა, ჯილდო ჩემპიონატში მონაწილე 12-ვე გუნდის ყველა მოთამაშეს გადაეცა. თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის 192-ე სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ ოთაბრძოლაში წმინდა გიორგის სახელობის სკოლის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში სძლია; ფინალური მატჩი 15 დეკემბერს „რაგბი პლატოზე“ გაიმართა; რაგბის სასკოლო ლიგაში მონაწილე ყველა, 12-ვე სკოლის საბავშვო გუნდის ყველა მოთამაშეს რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალურ მატჩზე […]
7-კაცა | ორი მოსამზადებელი ტურნირი საფრანგეთში
საქართველოს 7-კაცა ნაკრები, ზაფხულში გასამართ ოფიციალურ ჩემპიონატამდე საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს. გუნდი პარიზში 15 მაისს გაფრინდა, სადაც 17-18-ში პარიზის „ცენტრალ 7“-ს ითამაშებს, რის შემდეგაც ტურში გადაინაცვლებს და 26-28 მაისს ტურის 7-კაცაში მოსინჯავს ძალებს. საფრანგეთში გუნდი 13 მოთამაშით გაემგზავრა. პარიზის ტურნირის შემდეგ, 23 მაისს მათ ‘შავი ლომიდან’ ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი შეუერთდება. […]
ქართული რაგბის კლუბები საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრის განცხადებას ემიჯნებიან
17 ქართული სარაგბო კლუბი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას თავი წარმატებით გაართვეს. განცხადებაზე ხელისმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან კლუბების საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ, მათი სახელით გაკეთებულ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მხარდამჭერ და საწინააღმდეგო განცხადებებს. “ჩვენ საქართველოს რაგბის კლუბები გავერთიანდით კონკრეტული მიზნის გარშემო, რომ გამოვსულიყავით ბოლო პერიოდში ქართულ რაგბში […]
U15 | აღმოსავლეთში დასკვნით ტურნირზე გამსვლელები გაირკვა
გასულ შაბათ-კვირას “რაგბი ჭალამ” 15-წლამდე მორაგბეთა საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლა აღმოსავლეთ ზონაში. 12-კაცა რაგბში დასკვნითი ტურნირი 15-16 მაისს გაიმართება. მასში აღმოსავლეთიდან 10 და დასავლეთიდან 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აღმოსავლეთ საქართველოში შესარჩევი ტურნირი უკვე გაიმართა და ერთი ჯგუფი “ლელომ”, ხოლო მეორე “ხვამლმა” მოიგო. დასკვნით ტურნირზე თბილისიდან ითამაშებენ (7 გუნდი): “ლელო”, “ხვამლი”, “აკადემია”, “ლოკომოტივი”, “ყოჩები”, “ხულიგანა” […]
Macron საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ეკიპირების მწარმოებელ ფირმა Macron-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, Macron-ი საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორია. Macron-თან გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულების დეტალები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ტოპ 14 | ორი ლელო ერთ მატჩში
საფრანგეთის ტოპ 14-ის მეორე ტურის ერთ შეხვედრაში ორი ქართული ლელო გავიდა. ანგარიში გელა აფრასიძემ გახსნა, ბოლო შედეგიანი შეტევა კი ვანო კარკაძის ანგარიშზეა. “მონპელიე” “ბრივს” მასპინძლობდა და ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. მოლს კვაჭი მოწყდა, აფრასიძეს ოფლოუდი ამოუგდო, ქართველმა 9 ნომერმა ფინტით ერთი მცველი ჩამოიშორა და ლელო ძელებს უკან გაიტანა. გელასთვის ეს საფრანგეთში გატანილი მესამე ლელოა. ის […]
ბექა გორგაძე – მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივრებმა და ჩვენმა ოჯახებმა იამაყონ
25 წლის ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და 14 ნოემბერს ბორდოში, საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. ბექამ, რომლის ანგარიშზე 31 კეპი და 7 ლელოა, ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში, “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და ჯვარედინი მყესებიც ამ შეხვედრაში დაიზიანა. მას ოპერაცია შარშან, 9 დეკემბერს ჩაუტარდა და მოედანს უკვე […]
შავი ლომის, პროფესიული ფრენჩაიზის აუცილებლობა
სუპერ თასის დასრულების შემდეგ და ქარის თასზე “შავი ლომის” თამაშების განახლებამდე, გთავაზობთ სპეციალისტის, რაგბის კავშირის სასწავლო ცენტრის დირექტორის, მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ტრეინერის, გიორგი ჭუმბურიძის ანალიტიკურ სტატიას, პროფესიული ფრენჩაიზის აუცილებლობის შესახებ: დასრულდა “რაგბი ევროპის” სუპერთასის პირველი გათამაშება. ჩვენდა სასიხარულოდ ამ ტურნირის პირველი გამარჯვებული ქართული ფრენჩაიზი, “შავი ლომი” გახდა. ამ გამარჯვებით ნაწილობრივ მაინც გაეცა პასუხი […]
შავი ლომი | 30-კაციანი რაზმით ისრაელსა და რუმინეთში
სამკვირიანი შესვენების შემდეგ, რაგბი ევროპის საკლუბო ტურნირის, სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის მეორე წრე ამ უქმეებზე დაიწყება. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციის 4-4 გუნდი, მიჯრით სამი კვირა ითამაშებენ და ნახევარფინალისტების ვინაობას გაარკვევენ. საქართველოს ჩემპიონი ‘ბათუმი’ 15 ოქტომბერს, 14:30 საათზე რუმინულ ‘ვულვზს’ მასპინძლობს, ხოლო 22-ში ‘ჰითს’ ისრაელში ეთამაშება. თასის მფლობელს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ ‘შავ ლომს’ ორკვირიანი ტურნე […]
7-კაცა ევროპულ თამაშებზე იასპარეზებს
საქართველოს 7-კაცა 2023 წლის ევროპულ თამაშებზე, პოლონეთში იასპარეზებს. ნაახალწლევს რაგბი ევროპამ დაადასტურა, რომ რაგბი7 ოფიციალურად გახდა ევროპული თამაშების ნაწილი, რომლის ორგანიზატორი ევროპის ოლიმპიური კომიტეტია. ევროპული თამაშები 2015 წლიდან იმართება და 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. წელს მესამე თამაშებს პოლონეთი, კრაკოვი მასპინძლობს და მასში ევროპის 48 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მედლები კი სპორტის 26 სახეობაში გათამაშდება. წლევანდელი […]
ბორჯღალოსნები | მზადების პირველი კვირა
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც უკვე ერთი კვირაა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის “შევარდენზე” ემზადებიან, ქომაგებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც თამაშისთვისაა საჭირო: “პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და […]