სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ ფინალისთვის დაირაზმა
‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 17 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერ თასის ტიტულს „ავჭალაზე“ დაიცავს. მათი მეტოქე ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ იქნება და შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. ‘ჰითი’ ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ‘შავ ლომს’ არ მოუგია და ახლა ამის კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ თბილისი სუპერ თასის ფინალს პირველად უმასპინძლებს და ეს მას შემდეგ გადაწყდა, […]
სუპერ თასი | ‘შავმა ლომმა’ ქართული დერბი ბონუსით მოიგო
რაგბი ევროპის სუპერ თასის პირველ ტურში ‘შავმა ლომმა’ ქართულ დერბიში ‘ბათუმი’ ბონუსით, 29:3 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონ ‘ბათუმს’ სუპერ თასზე სადებიუტო თამაში საკუთარ მოედანზე, „ბათუმი არენაზე“ ჰქონდა და მეტოქედ თასის მოქმედი ჩემპიონი ‘შავი ლომი’ ჰყავდა. ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ახალ ტურნირში პირველ თამაშს ატარებდა და ეს ხარისხზე აისახა. მთლინობაში, ‘შავმა ლომმა’ მეტოქის შეცდომები უკეთ გამოიყენა დაგეგმილი […]
ტოპ 14 | დავით ნინიაშვილის წარმატებული დებიუტი
19 წლის ბორჯღალოსანმა უკანახაზელმა დავით ნინიაშვილმა, საფრანგეთის ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მისმა “ლიონმა” მესამე ტურში “პერპინიანს” 7 ლელო გაუტანა და ბონუსით, 47:3 დაამარცხა. ნინიაშვილი 11 ნომრის პოზიციაზე ძირითადში იყო და შეუცვლელად გაისარჯა. სრული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემაც. “პერპინიანის” სასტარტოში იყო გიორგი თეთრაშვილი და ის 46-ე წუთზე შეცვალეს. “ბიარიცმა” “რასინგ 92” […]
ტოპ 14 | ორი ლელო ერთ მატჩში
საფრანგეთის ტოპ 14-ის მეორე ტურის ერთ შეხვედრაში ორი ქართული ლელო გავიდა. ანგარიში გელა აფრასიძემ გახსნა, ბოლო შედეგიანი შეტევა კი ვანო კარკაძის ანგარიშზეა. “მონპელიე” “ბრივს” მასპინძლობდა და ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. მოლს კვაჭი მოწყდა, აფრასიძეს ოფლოუდი ამოუგდო, ქართველმა 9 ნომერმა ფინტით ერთი მცველი ჩამოიშორა და ლელო ძელებს უკან გაიტანა. გელასთვის ეს საფრანგეთში გატანილი მესამე ლელოა. ის […]
უმცროსი ბორჯღალოსნები U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე იტალიაში გაემგზავრნენ. მარტყოფის 5-კვირიანი შეკრების შემდეგ, მწვრთნელებმა სატურნიროდ 31 მორაგბე შეარჩიეს, რომელთაგან 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიაზე 8 გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული: ა ჯგუფში ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და ირლანდია მოხვდნენ; ბ ჯგუფში შოტლანდია, უელსი, საქართველო და მასპინძელი იტალია ითამაშებენ. სამი ტურის […]
უმცროსი ბორჯღალოსნები | 8-დღიანი შეკრება ქუთაისში
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ბრუნდება. საქართველომ განვითარებისთვის ესოდენ საჭირო ტურნირის საგზური „ალაფის“ მოგებით 2015 წელს მოიპოვა და ელიტაში ადგილი ზედიზედ ოთხჯერ შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე 12 მოწინავეს შორის დარჩენა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. 2020-2022 წლებში ტურნირი არ ჩატარდა, თუმცა შარშან ზაფხულში, მსოფლიო რაგბის ინიციატივით რეგიონული […]
უმცროსი ბორჯღალოსნები | წუთნახევარი ისტორიამდე
უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისთან ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით წუთებში გამოცდილება არ ეყოთ, მღელვარებას ვერ სძლიეს და დასკვნით 5 წუთში ორი გარდასახული ლელო გაუშვეს – 36:41. 15-კაცა რაგბიში ინგლისის ნაკრები აქამდე არცერთ ასაკობრივ დონეზე არ დაგვიმარცხებია, თუმცა 20-წლამდელთა დონეზე მათ წინააღმდეგ აქამდე არც არასდროს გვითამაშია. პოსტ-პანდემიურ პერიოდში, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ, ინგლისელები საქართველოს […]
ქანდის ტურნირი “ყაზბეგმა” მოიგო (ფოტო/ვიდეო)
გასულ კვირას სოფელ ქანდაში რაგბის კლუბ “მუხას” დაარსების აღსანიშნავად 13-წლამდე მორაგბეთა ტურნირი გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის გარაგბიანების იდეა ბორჯღალოსნებს – პირველ ქართველ ცენტურიონ მერაბ კვირიკაშვილს და ირაკლი ყიასაშვილს ეკუთვნით, რომლებმაც განვლილი სეზონი “ყაზბეგში” გაატარეს. ამ იდეას “ყაზბეგის” კაპიტანი ვაჟა მაისურაძე გამოეხმაურა და მეგობრებთან, ზურაბ კორკელიასთან და გიორგი ანდრონიკაშვილთან ერთად, სოფელ ქანდაში “მუხა” დაარსა. ტურნირში ექვსმა გუნდმა მიიღო […]
ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად
საქართველოსა და იაპონიის 30 წლიანი დიპლომატიური თანამშრომლობის ნაყოფიერი ტრადიცია გრძელდება. ამ მეგობრობის და თანამშრომლობის ფარგლებში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს იოსებ ტყემალაძეს, გამგეობის თავმჯდომარეს დავით კაჭარავას და კავშირის მენჯმენტის გუნდს – ლაშა (ბაჩო) ხურციძეს, თორნიკე გოგებაშვილს და ნიკოლოზ ალავიძეს უმასპინძლა. მეგობრული შეხვედრა საქმიანად და ნაყოფიერად წარიმართა, საუბარი შეეხო ქართულ-იაპონური ურთიერთობის მეტად გაღრმავებას, […]
ქართული რაგბის კლუბები საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრის განცხადებას ემიჯნებიან
17 ქართული სარაგბო კლუბი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას თავი წარმატებით გაართვეს. განცხადებაზე ხელისმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან კლუბების საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ, მათი სახელით გაკეთებულ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მხარდამჭერ და საწინააღმდეგო განცხადებებს. “ჩვენ საქართველოს რაგბის კლუბები გავერთიანდით კონკრეტული მიზნის გარშემო, რომ გამოვსულიყავით ბოლო პერიოდში ქართულ რაგბში […]
ქართული რაგბის მემატიანე, ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა
ქართული რაგბის მემატიანე და სარაგბო ტერმინების ქართული შესატყვისების შემქნელი, ზაალ გიგინეიშვილი, კორონავირუსით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად გარდაიცვალა. მის მიერ შექმნილ სიტყვებს რაგბის ქართველი ქომაგი ხშირად იყენებს: მღლეტელი, ბურჯი, მგეზავი, კვაჭი, აბრაგანი და სხვ. ზაალ გიგინეიშვილი 1980-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ და სპორტულ ცხოვრებაში. იმ დროისათვის, ქართული რაგბის ტერმინოლოგია საკმაოდ მწირი იყო და ხშირ […]
ქართული რაგბის მხარდაჭერა უკრაინას
ქართული რაგბის კლუბების, რაგბის გულშემატკივრების, რაგბის კავშირის და მისი მეგობარი კომპანიების მიერ უკრაინელი ხალხისთვის შეგროვილი დახმარება კიევში, ნიკოლაევსა და ოდესაში დარიგდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის რაგბის კავშირმა საკვებისა და პირველადი საჭიროებების ნივთების შეგროვება დაიწყო. რაგბის კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძე ბორჯღალოსან დიმიტრი ბასილაიას (38 კეპი, 5 ლელო) დაუკავშირდა, რომელიც […]