ნუცა შამათავა – 2022 წლის საუკეთესო ექიმი სპორტში
რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსი და ბორჯღალოსნების მთავარი ექიმი ნუცა შამათავა, საქართველოს წლის საუკეთესო ექიმია! საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, შამათავასთან ერთად ვეტერანი ბორჯღალოსანი, რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის დირექტორი ნონო ანდღულაძეც დააჯილდოვა – სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის. ნუცა შამათავა ბორჯღალოსნების მთავარ ექიმად 2019 წლიდან მუშაობს. მას მთავარი ჯილდო სპორტის მინისტრის მოადგილემ სოსო ბაღათურიამ, ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა […]
რაგბის კავშირის 2022 წლის საერთო კრება
23 დეკემბერს თბილისი „მარიოტში“ საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო საერთო კრება გაიმართა, რომელსაც 34 ნამდვილი წევრიდან 31, ასევე გამგეობის წევრები დაესწრნენ. კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავამ, დამსწრე საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში ჩააბარეს; გააცნეს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მოგვიანებით ერთხმად დაამტკიცეს. შევიდა ცვლილება სრკ-ს წესდებაში, 25-ე მუხლს დაემატა […]
პირველი ლიგა | ‘არწივები’ ზამთრის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა
პირველობის ლიდერმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ მიმდინარე სეზონის 11-ივე შეხვედრა მოიგო და ზამთრის ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ გურულებმა 53 საცხრილო ქულა დააგროვეს, მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხეს ბონუსის აღება და საშობაო არდადეგების წინ მდევარ ‘არმიასთან’ უპირატესობა 5-ქულამდე გაზარდეს. ‘არმაზი’ და ‘ტაო’ მოწინავე კვარტეტში ქულებით კვლავაც ტოლ-სწორად რჩებიან, თუმცა მესხები უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ცხრილში მესამე პოზიციას […]
ნიკა ამაშუკელი – ზედიზედ მეორედ ექვს ერზე და 8-კვირიანი ტესტ-რაგბი
ნიკა ამაშუკელი 2023 წლის 26 თებერვალს საფრანგეთსა და შოტლანდიას შორის ექვსი ერის მესამე ტურის შეხვედრას განსჯის. 28 წლის ქართველ რეფერის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უძველეს საერთაშორისო რაგბის ტურნირზე ზედიზედ მეორე წელია იწვევენ. ექვსი ერის წინამორბედი ტურნირი 1882 წელს დაარსდა და პირველი გამარჯვებული 1883 წელს გამოვლინდა. თავდაპირველად მასში ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია და უელსი მონაწილეობდნენ, 1910 წლიდან კი მათ […]
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ გალიდერდა და ზამთრის ჩემპიონი გახდა
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მიმდინარე პირველობას სათავეში ‘ლელო’ ჩაუდგა. თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭები ცხრილში ქულებით ‘აიას’ გაუტოლდნენ და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო დიდ დიღმელებმა ლიდერობა სეზონში ხელთ პირველად იგდეს. ჩემპიონატში განცდილი მეოთხე მარცხის მიუხედავად, ‘ბათუმი’-1 მესამე პოზიციას მყარად ინარჩუნებს, მე-4 ადგილზე ანაცვლებულ ‘ყოჩებს’ 5 ქულით უსწრებს და თან მარაგში ‘აკადემიასთან’ გადადებული საშინაო შეხვედრაც რჩება. […]
სასწავლო ცენტრის განცხადება | ლევან მაისაშვილის სემინარი
ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, კაცთა გუნდების მწვრთნელებისთვის სემინარს გამართავს. სემინარს, რომელზე დასწრებაც დიდი 10-ის, პირველი და რეგიონული ლიგის გუნდების მწვრთნელთათვის თავისუფალია „ავჭალის“ საპრესკონფერენციო დარბაზში 12 საათზე დაიწყება. სემინარის თემა: სტატისტიკის გავლენა სათამაშო ტაქტიკაზე წყარო: Rugby.ge
სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ უცვლელი ჩემპიონია!
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ 29:17 დაამარცხა და თასი ზედიზედ მეორედ ჩაიბარა. ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირი შარშან დაარსდა და პირველ ფინალს ლისაბონმა უმასპინძლა. მაშინ ქართულმა ფრენჩაიზმა პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ 17:14 დაამარცხა. ამჯერად ფინალს საქართველომ უმასპინძლა და ჩვენმა გუნდმა ტიტული კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით […]
სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ ფინალისთვის დაირაზმა
‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 17 დეკემბერს რაგბი ევროპის სუპერ თასის ტიტულს „ავჭალაზე“ დაიცავს. მათი მეტოქე ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ იქნება და შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. ‘ჰითი’ ერთადერთი გუნდია, რომელთანაც ‘შავ ლომს’ არ მოუგია და ახლა ამის კარგი შანსი აქვს. აღსანიშნავია, რომ თბილისი სუპერ თასის ფინალს პირველად უმასპინძლებს და ეს მას შემდეგ გადაწყდა, […]
თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული 192-ე სკოლა გახდა
თუმცა, ჯილდო ჩემპიონატში მონაწილე 12-ვე გუნდის ყველა მოთამაშეს გადაეცა. თაგ რაგბის 2022-2023 სასკოლო ლიგის გამარჯვებული თბილისის 192-ე სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ ოთაბრძოლაში წმინდა გიორგის სახელობის სკოლის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში სძლია; ფინალური მატჩი 15 დეკემბერს „რაგბი პლატოზე“ გაიმართა; რაგბის სასკოლო ლიგაში მონაწილე ყველა, 12-ვე სკოლის საბავშვო გუნდის ყველა მოთამაშეს რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალურ მატჩზე […]
სუპერ თასი | წლის ბოლო საერთაშორისო მატჩში ტიტულს თბილისში დავიცავთ
რაგბი ევროპის სუპერ თასის მფლობელი ‘შავი ლომი’ ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, „ავჭალაზე“ ისრაელის ‘თელავივ ჰითთან’ დაიცავს. ფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება. პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერ თასის პირველი გათამაშება მოიგო. მაშინ ‘შავმა ლომმა’ გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ ლისაბონში 17:14 დაამარცხა. ‘შავმა ლომმა’ აღმოსავლეთ კონფერენცია წელსაც პირველ ადგილზე დაასრულა, ნახევარფინალში კი ესპანური ‘იბერიანსი’ უშანსოდ, 41:9 დაამარცხა. […]
ინგლისის რაგბის კავშირმა ედი ჯონსი გაათავისუფლა
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ედი ჯონსი ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიელ სპეციალისტს სტივ ბორთვიკი ჩაანაცვლებს. შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით გამართული ტესტ-მატჩების ჩაგდება – განსაკუთრებით დასკვნით შეხვედრაში, სამხრეთ აფრიკასთან განცდილი მარცხი (13:27) ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ჯონსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, ედი ჯონსი “წითელი ვარდების” […]
7-კაცამ დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირი მოიგო
საქართველოს 7-კაცამ დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირის ფინალში ‘ვაილდ დოგს რაგბი’ 22:21 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა. სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნების წარმატებების ფონზე 7-კაცაც ვითარდება და მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ, დუბაიში პირველობა არავის დაუთმო. დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირი მსოფლიო სერიის ეტაპის პარალელურად იმართება და მასში წამყვანი სარაგბო ქვეყნების 7-კაცა კლუბები, წვეული გუნდები და ნაკრებები […]