U20 | 27 მოთამაშით ურუგვაის წინააღმდეგ
უმცროსი ბორჯღალოსნები 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში 27-კაციანი განაცხადით ითამაშებენ. 23 ივნისს მათი მეტოქე ურუგვაის 20-წლამდელთა გუნდი იქნება (საქართველოს დროით 15 საათი), რომელმაც პირველ რაუნდში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას დიდი ბრძოლა გაუმართა და 10:29 დამარცხდა. განაცხადში 27 მოთამაშის ყოლით, უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს ერთის მხრივ საქმეში ბევრი მოთამაშის ნახვის საშუალება ექნება, ხოლო მეორეს მხრივ, პირველ მატჩში […]
U20 | მზადება სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის
უმცროსი ბორჯღალოსნები შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის მზადებას განაგრძობენ. ვარჯიშის ფოტო-გალერეა 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიას სტელენბოში 18 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში ოთხი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თითოეულ მათგანს კი, ოთხი თამაშის გამართვა მოუწევს. ჩვენი გუნდი სამხრეთ აფრიკაში 14 ივნისს მიემგზავრება. 18-ში არგენტინელ თანატოლებს ვეთამაშებით, 23-ში ურუგვაის, 28-ში კი მასპინძელ სამხრეთ აფრიკას. მეოთხე შეხვედრა […]
U20 | სამხრეთ აფრიკის დომინირებით
სტელენბოშში მიმდინარე 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მესამე მატჩში, სამხრეთ აფრიკა სრულად დომინირებდა, ექვსი უპასუხო ლელო გაიტანა, ყველა გარდასახა და 42:0 გაიმარჯვა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს, მეტოქემ კი ორი ლელოს გატანა მოახერხა. ანგარიშის გახსნა მე-8 წუთზე ვაჟა მიქაძეს შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ძელს გაარტყა. 20 წუთის შემდეგ მეტოქემ […]
U20 | სასელექციო შეკრება და მზადება 2022 წლის მსოფლიოსთვის
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2002-2003 წელს დაბადებული 49 მორაგბე “შევარდენზე”, ერთკვირიან სასელექციო შეკრებაზე შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. გუნდი იწყებს მზადებას 2022 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო ბოლო ორი წელია არ გამართულა. პანდემიის გამო, ამ მოთამაშეების უმეტესობას 18-წლამდელთა ნაკრებშიც არ მოუწია თამაში და საერთაშორისო მატჩების გამოცდილება არ […]
U20 | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის
უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის მორაგბეები შეარჩია, რომლებიც 13 ივნისს გამთენიისას, სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე სათამაშოდ გაემგზავრნენ. შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო, 2019 წლის შემდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი არ ჩატარებულა და შესაბამისად, ორი წელიწადია ჩვენს ახალგაზრდებს არსად უთამაშიათ. ჩემპიონატი 2022 წელს უნდა აღდგეს, მანამდე კი, ის მორაგბეები, რომლებსაც გაისად შეეძლებათ ჩემპიონატში თამაში, საერთაშორისო გამოცდილებას მაღალი […]
U20 | შემადგენლობა სერიის დასკვნითი მატჩისთვის
უმცროსი ბორჯღალოსნები 3 ივლისს 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეოთხე მატჩში ურუგვაის, მესამე ადგილისთვის ერკინებიან. სტელენბოშში შეხვედრა საქართველოს დროით 13 საათზე დაიწყება და ლადო კილასონიას შეგირდები მეორე რაუნდში განცდილი მარცხისთვის (15:20) რევანშის აღებას ეცდებიან. პირველ ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა, ხოლო მეორე ბურჯად ირაკლი აფციაური ბრუნდება, რომელმაც თამაში პირველ რაუნდში, არგენტინასთან დაიწყო. სამხრეთ აფრიკასთან არ უთამაშია […]
აკა მორჩილაძე – #რაგბიჩვენითამაშია
რა თქმა უნდა, ქართველი მორაგბეები არ არიან ადამიანები ძველი ფრესკებიდან – ჩვენი საერთო მეხსიერების ხილული სურათებიდან – ლამის უხორცონი, მდუმარედ მშფოთვარენი, დიდ გადაწვეტილებათა ფიქრით სავსე თვალებით რომ გვიყურებენ სამუდამოდ დაკარგული დროებიდან. მგონი, მორაგბენი არიან პირდაპირ უბრალონი და მოდიან უხილავი, ეგებ ბოლომდე და კრიალად არც არსებული, ადრიდანვე ჩვენგან წარმოსახული, ჩვენთვის რაღაცნაირად საჭირო იერიდან და ხასიათიდან, რომელიც […]
ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვს ერზე ბრუნდება
საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი, ივნისში 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრას იმსაჯებს. შეგახსენებთ, პანდემიის გამო გადადებული ტურნირი ზაფხულში ერთ ლოკაციაზე, კარდიფში (უელსი), “არმს პარკზე” გაიმართება. ის 19 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. ამაშუკელი პირველ ტურში უელსისა და იტალიის შეხვედრას იმსაჯებს, 25-ში კი ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის. “მიხარია, რომ ასეთ მაღალი დონის ტურნირზე კიდევ […]
ამაშუკელის დებიუტი თიერ ერთის მატჩებზე
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქართველი გულშემატკივრისათვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს. ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან “პრინციფალითი სთედიუმზე” უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება. შეგახსენებთ, მანამდე, 19 […]
ამაშუკელის დიდი გამოცდა
მსოფლიო თასის დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩება და მსოფლიო რაგბიც მსაჯების კანდიდატების საბოლოო შერჩევაზე გადადის. ამ კუთხით ნოემბრის ტესტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ნიკა ამაშუკელს სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 27 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ტიერ 1-ის გუნდების სამ თამაშს მოემსახურება. ამაშუკელი 23 ოქტომბერს იაპონიისა და ავსტრალიის მატჩზე მოედნის მსაჯადაც მოიაზრებოდა, მაგრამ კოვიდ რეგულაციებმა ამის საშუალება […]
ამაშუკელის ზღაპრული ნოემბერი
ნიკა ამაშუკელს დახუნძლული ნოემბერი ელის. საქართველოს საუკეთესო მსაჯი ნოემბერში ტიერ1 გუნდების სამ ტესტ-მატჩს და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ერთ შეხვედრას იმსაჯებს. ნოემბრის ტესტები 29 ოქტომბერს ტოკიოში, იაპონიისა და „ოლ ბლექსის“ შეხვედრით იხსნება და თამაშს 28 წლის ქართველი რეფერი განსჯის. მომდევნო კვირაში ის ევროპაში დაბრუნდება და 5 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩის მთავარი მსაჯი […]
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე
რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 100-მდე მოედანი მოეწყობა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, “აია არენაზე” რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასა და მორაგბეებთან შეხვედრისას განაცხადა. 45 ლოკაციაზე სარაგბო მოედნების მოწყობის ინიციატივით საქართველოს მთავრობას რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მიმართა. რაგბის განვითარების გეგმის მოწონების შემდეგ მან აღნიშნა, რომ საუბარია სამი სხვადასხვა ტიპის […]