ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ ჯგუფურ ეტაპზე ვადამდე იპირველა
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარულ სეზონში ‘ლელომ’ პირველი ადგილი დასკვნით ტურამდე დაიბევა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა მე-11 გამარჯვება მოიპოვეს, რომელთა შორის 9 მატჩი პრემიალური ქულით მოიგეს და მის მიერ ძლეულ ‘ხვამლს’ 14 ქულით დაშორდნენ. წარმატებული თამაშის შემდეგ ‘ბათუმმა’ და ‘აიამ’ მუხიანელებთან ცხრილში ჩამორჩენა შესაბამისად 1 და 2 ქულამდე შეამცირეს. ‘აკადემია’ ჯგუფურ ეტაპს მეხუთე პოზიციაზე ასრულებს. […]
დავით კაჭარავას გამორჩეული მომენტები ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში (ვიდეო)
საქართველოს რაგბის კავშირმა გამორჩეულ ქართველ მორაგბე – დავით კაჭარავას სპეციალური ვიდეო მიუძღვნა. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
გამგეობამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა
საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 29 მარტს გამართულ სხდომაზე რაგბის კავშირის სამი ვიცე-პრეზიდენტები დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. ფინანსურ და მარკეტინგულ მიმართულებებს ნიკოლოზ ალავიძე უხელმძღვანელებს. ის 1977 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. 1994-2000 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკაში. მოგვიანებით, 2012-2015 წლებში, გრენობლში (საფრანგეთი) მიიღო ინოვაციების […]
ამაშუკელის დებიუტი თიერ ერთის მატჩებზე
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქართველი გულშემატკივრისათვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს. ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან “პრინციფალითი სთედიუმზე” უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება. შეგახსენებთ, მანამდე, 19 […]
დიდი 10 | ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება
2021/2022 წლების დიდი 10-ის სეზონი წინასწარ დაანონსებულზე ორი კვირით გვიან, 24 სექტემბერს დაიწყება. მიზეზი რა თქმა უნდა კვლავ კოვიდ-პანდემიაა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოში, სარაგბო კალენდარი არაერთხელ შეცვალა. “მიზეზი კოვიდ-პანდემიაა, რომელთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ჩემპიონატის დაწყებამ ორი კვირით გადაიწია. დღემდე არ გვქონდა ინფორმაცია როდემდე გაგრძელდებოდა ეს შეზღუდვები და მოგვიწია კალენდარში ცვლილებების შეტანა” […]
Rugby World Georgia – საქართველოში გამოვა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ბრიტანულ მედია-გიგანტ Future plc-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ინგლისი რაგბის სამშობლოა. აქ გაგორდა პირველად ოვალური ბურთი. ეს ქვეყანა მსოფლიოს ლიდერთა შორისაა პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ლონდონი მსოფლიოს ფინანსური დედაქალაქიცაა. ამიტომ, ცხადია, საქართველოს რაგბის კავშირისთვის, ამ ქვეყანასთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა პრიორიტეტულია. ასევე დიდი პატივია ისეთი დონის გიგანტ კომპანიასთან თანამშრომლობა, […]
იტალიასთან ზელანდიელი გვიმსაჯებს
9 ივლისს საქართველოში, ბორჯღალოსნებისა და იტალიის ტესტ-მატჩს ახალ ზელანდიელი რეფერი ბრენდონ პიკერილი იმსაჯებს. 32 წლის რეფერი 2016 წლიდან ზე-რაგბის (Super Rugby) მსაჯია, ხოლო 2017 წლიდან ტესტ-მატჩებს მსაჯობს. 2019 წლის მსოფლიო თასზე ის ასისტენტად მუშაობდა. პიკერილს ბორჯღალოსნების შეხვედრა აქამდე არასდროს უმსაჯია. კიდეებიდან მას ინგლისელი ადამ ლეალი და უელსელი ადამ ჯონსი დაეხმარებიან. მსოფლიო რაგბმა ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მსაჯები […]
ბორჯღალოსნები | ნაცნობი მსაჯები ნოემბერში
2022 წლის ნოემბერში ბორჯღალოსნები სამ ერთმანეთზე მაგარ ტესტ-მატჩს გამართავენ – ორს შინ და ერთს კარდიფში. მსოფლიო რაგბმა მომავალი შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ სამივე მოედნის მსაჯს საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონია. 6 ნოემბერს ბორჯღალოსნები ურუგვაის დაუხვდებიან, რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასზე ამერიკა1-ის სტატუსით გავიდა. შეხვედრის მთავარი მსაჯი ახალ ზელანდიელი პოლ ვილიამსია, რომელმაც 2019 წლის მსოფლიო […]
‘შავი ლომი’ მზადებას იწყებს
საახალწლო არდადეგების შემდეგ ‘შავი ლომი’ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, ბიჭებმა რამდენიმე დღე დაისვენეს, ახალი წელი იზეიმეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიშები განაახლეს. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ რა საერთაშორისო თამაშები ექნება ქართულ ფრენჩაიზს, მანამდე კი ‘შავი ლომი’ 15 იანვარს, „ავჭალის“ სტადიონზე თბილისის ‘ლელო სარასენსს’ ერკინება. 17 დეკემბერს სუპერ თასის […]
თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს მართავს: ,,პარტნიორობის ბრწყინვალე შესაძლებლობა საქართველოს რაგბის კავშირთან! მოხარული ვარ, გაცნობოთ თურქეთის ავიახაზებისა და საქართველოს რაგბის კავშირის პოტენციური თანამშრომლობის შესახებ. სასიამოვნო საუბარი შედგა იმაზე თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს Turkish Airlines-ი საქართველოს საერთაშორისო მატჩებზე გამგზავრებაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს შევთავაზოთ წარმოუდგენელი პირობები, რათა მსოფლიოს მასშტაბით სარაგბო ერებს დაუკავშირდეს,” […]
ვეტერან მორაგბეთა განცხადება
24 თებერვალს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნული ყრილობა კვლავ ჩაიშალა. საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ქვორუმი არ შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ გადაიდო. მოქმედი წესდების თანახმად, განმეორებითი ყრილობა და რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მომდევნო 10-30 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩანიშნული ყრილობა დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები 24 […]
7-კაცას და 7-ქალას ჯგუფები და განრიგი ცნობილია
რაგბი ევროპამ 2021 წლის 7-კაცა და 7-ქალა ტურნირების ჩატარების ვადები და ჯგუფები დაასახელა. ევროპული რაგბი7 კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ივნისში, სახეცვლილი სტრუქტურით განახლდება. რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული 15-კაცა ჩემპიონატების მსგავსად, 7-კაცა რაგბში უმაღლეს დივიზიონს გრან პრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა, მეორე დივიზიონს ალაფა, ხოლო მესამეს კონფერენსი. რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი […]