მხოლოდ ამბიციები შეგვრჩა. გვგონია, რომ რაიმეთი განვსხვავდებით ჯუჯა სახელმწიფოების გუნდებისგან და იმისი მოლოდინი გვაქვს, რომ ახალი თაობა რაღაცას შეცვლის: ყენია შალკეშია, მჭედლიძე ბუფონს უტანს, ლორიას რეალისა და ბარსელონას სკაუტები აკვირდებიან, ანანიძე პერსპექტიულია. შეგიძლიათ, ჩამონათვალი გააგრძელოთ და დღევანდელობამდე მოვიდეთ. სულ ასე ხდება: მარცხს, სადაც გუნდი მოედანზე უძრავად დგას და 90 წუთის შესრულებას ელოდება, მეტწილად მწვრთნელს ვაბრალებთ […]