უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა უელსთან 9 ივლისს გასამართი მატჩისთვის 23-კაციან შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში ორი ისეთი მორაგბეა, რომლებსაც 2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ჯერ არ უთამაშიათ. იტალიასთან გამარჯვების შემდეგ, რამაც მე-5 ადგილის ნახევარფინალში გაგვიყვანა, სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე პირველად ითამაშებს სერგო აბრამიშვილი. როტაციის პრინციპით კვაჭებმა ადგილები გაცვალეს და თამაშს […]