ნიკა კვეკვესკირი: “ნაკრებში იდეალური ატმოსფეროა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები”
ერთა ლიგის C დივიზიონის დაწყების და ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩასატარებელი შეხვედრის წინ, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა კომენტარი გააკეთა. “საფეხბურთო სამყაროში ძალიან დიდი იძულებითი სანაკრებო პაუზა იყო. ამ დღეს ყველა დიდხანს ველოდით, ნამდვილად იდეალური ატმოსფეროა ნაკრებში, ფეხბურთელების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყანაში ვთამაშობთ და მხოლოდ დისტანციურად გვიწევდა ერთმანეთთან კონტაქტი, რაც ნამდვილად უჩვეულო […]
ტრანსფერის დეტალები: რა თანხას მიიღებს ანორთოსისი კაჭარავაში?
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ “ლეხში” გააგრძელებს. პოზნანურ კლუბში 26 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით ითამაშებს. “ანორთოსისის” ფორვარდი ექსტრაკლასას ბინადარ კლუბში ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი “ლეხს” მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საიჯარო ხელშეკრულების ფარგლებში, თემურ ქეცბაიას გუნდი 250 000 ევროს მიიღებს, იმ შემთხვევაში კი თუ პოლონელები კაჭარავას გამოისყიდიან, კვიპროსული გუნდი […]