მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის და დასამახსოვრებელი მატჩის შემოქმედი საუდის არაბეთის ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, არგენტინის ნაკრები B ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში – 2:1 დაამარცხა. თუმცა, საუდის არაბეთის ნაკრებმა მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს თავი საკმაოდ უხეში თამაშითაც დაამახსოვრა, რაც შეუმჩნეველი არც FIFA-სთვის დარჩენილა, რომელმაც აზიური ნაკრებისთვის ჯარიმის სახით 32 000 დოლარის დაწესება გადაწყვიტა. […]