“ენგორდანიმ” სან-მარინოს წარმომადგენელ “ლა ფიორიტას” შინაც სძლია და შემდეგ ეტაპზე სწორედ ანდორული კლუბი იქნება “დინამო თბილისის” მეტოქე. მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს, თავი სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა ზუგიჩმა გამოიჩინა. 78-ე წუთზე სან-მარინოელებმა ანდორელთა ესპანელი მეკარის ხესუს კოკას ავტოგოლით გაათანაბრეს, თუმცა ზუსტად 6 წუთში კოკას არც “ლა ფიორიტას” მარჯვენა მცველი მარკო გასპერონი ჩამორჩა და მანაც საკუთარი კარი […]