სებასტიან ფეტელი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს
მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა – სებასტიან ფეტელმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ფორმულა 1-ს დატოვებს და 15-წლიან კარიერას დაასრულებს. გერმანელმა პილოტმა, სახელი 2010-დან 2013 წლამდე “რედ ბულში” დომინირების პერიოდით გაითქვა, რა დროსაც მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფეტელმა ბოლო ორი წელი “ასტონ მარტინის” რიგებში გაატარა და ახლა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფეტელი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ […]
ავსტრალიის გრან პრის პირველ პრაქტიკაზე, სებასტიან ფეტელის “ასტონ მარტინს” ძრავის პრობლემა შეექმნა. 4-გზის მსოფლიო ჩემპიონის ბოლიდიდან კვამლი ამოვიდა, რასაც წითელი ალამის აღმართვა და რბოლის შეჩერება მოჰყვა. ცეცხლმაქრის დახმარებით, გერმანელმა მრბოლელმა პრობლემის აღმოფხვრა სცადა, შემდეგ კი, ერთ-ერთ მარშალს სკუტერი გამოართვა, ავსტრალიის სარბოლო ტრასაზე გაისეირნა, გულშემატკივარს ხელი დაუქნია და საჯინიბოში დაბრუნდა. Fireman Seb is quickly on the […]
ოფიციალურად | რუსეთის გრან პრი გაუქმდა!
რუსეთის ფედერაციასა და უკრაინის რესპუბლიკას შორის მიმდინარე საომარ ვითარებას ფორმულა 1 გამოეხმაურა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ფორმულა 1-ის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რუსეთის გრან პრის გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. “უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სინანულით ვაკვირდებით – შოკირებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ამჟამინდელი სიტუაცია უმოკლეს დროში შეიცვლება და მშვიდობა დამყარდება. ფორმულა 1-ისა და საჯინიბოების წარმომადგენელთა შეხვედრის დროს, […]
სებასტიან ფეტელი: “მე რუსეთში მონაწილეობას არ მივიღებ…”
გერმანელმა მბრბოლელმა, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა რუსეთისა და უკრაინის ომის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიაშნა, რომ იგი რუსეთის გრან პრიზე მონაწილეობას არ მიიღებს. “ასტონ მარტინის” პილოტი, მბრბოლელებს შორის პირველია, ვინც რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2022 წლის 25 სექტემბერს, სოჭის გრან პრიზე ასპარეზობაში არ ჩაერთვება. დილით გავიღვიძე და მას შემდეგ […]
რა ავტომობილს მართავენ ფორმულა 1-ის მრბოლელები?
რომელ ავტომობილებზე აკეთებენ არჩევანს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ბოლიდების პილოტები? პასუხს ამ სტატიაში გაიგებთ. ფორმულა 1-ის პილოტების სამსახურებრივი საქმიანობა ასეთია: სარბოლო გზაზე, ისინი 300 კმ/სთ-ით გადაადგილდებიან და ცდილობენ, რომ სხვა 19 მრბოლელს გადაასწრონ. როდესაც შენი ყოველდღიურობა ასეთია, ალბათ რთულია ისეთი ავტომობილი შეარჩიო, რომელიც შენს მოთხოვნილებებს ქალაქში გადაადგილებისას დააკმაყოფილებს. ლუის ჰამილტონი – Pagani Zonda 760 LH ფორმულა […]
ჰემილტონი, ფეტელი, რიკარდო – რა თანხა გამოიმუშავეს ფორმულა 1-ის პილოტებმა?
ფორმულა 1-ის 2020 წლის სეზონი ლუის ჰემილტონის ტრიუმფით დასრულდა. “Business Book GP”-მ გასული სეზონის შემოსავლები გაასაჯაროვა – ლეგენდარულმა ბრიტანელმა პილოტმა, ჩემპიონის ტიტულთან ერთად, 2020 წელს სოლიდური ტანხის გამომუშავებაც შეძლო. ლუის ჰემილტონმა 2020 წელს 76 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რომელსაც შესაძლოა 16 მილიონი აშშ დოლარი დაემატოს. მეორე ადგილს სებასტიან ფეტელი დასჯერდა, რომლის მონაგარი 57 მილიონ აშშ […]