ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო
31 წლის თავდამსხმელმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ოფიციალურად მიიღო. წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც თავისი პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ბალტიისპირულ ქვეყანაში აქვს გატარებული, ესტონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა ოფიციალურად, ესტონეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრის წინ, მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში, “ლევადიამ” “კალიუ” – 4:1 დაამარცხა, ბეგლარიშვილი კი თამაშში 65-ე წუთზე შევიდა. უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე […]
გოლი და საგოლე გადაცემა: ბეგლარიშვილმა ჩემპიონატიც შედეგიანად დაიწყო, თოლორდავას ისევ არ უთამაშია (ვიდეო)
ქვეყნის თასის ნახევარფინალში გასვლის და 11-მეტრიანის გატანის შემდეგ, ესტონეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში, ზაქარია ბეგლარიშვილმა მეტოქის კარის დალაშქვრა და გამარჯვების მოპოვება მოახერხა. “ლევადიამ” შიდა ჩემპიონატში გამოსვლა ვაპრუსის “პარნუსთან” გამარჯვებით – 5:0 დაიწყო. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში სწორედ ბეგლარიშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიხსნა, 7 წუთში კი 30 წლის ნახევარმცველმა მიჯრით მეორე მატჩში პენალტი ზუსტად შეასრულა. ბეგლარიშვილმა მოედანი […]
დებიუტი და გოლი – თოლორდავას და ბეგლარიშვილის გუნდმა წელი თასის ნახევარფინალში გასვლით დაიწყო
ესტონეთის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე, “ლევადიამ” “მაარდუს” უმასპინძლა და – 2:0 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლისთვისაც ეს ახალი კლუბის მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი გახლდათ და სადებიუტო გოლითაც აღნიშნა – ქართველმა შემტევმა 50-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. აქამდე, “ფლორას” ყოფილ ფეხბურთელს “ტულევიკთან” ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა გატანილი. რაც შეეხება “ლევადიას” კიდევ ერთ ქართველ ახალწვეულს, ანტონ […]