გიორგი კვესელაძე “შემოდგომის ერთა თასის” მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა!
გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ გიორგი კვესელაძე დასახელდა. “ბორჯღალოსნების” შუამარბმა ხმების 88.8% მიიღო და ისეთ ძლიერ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ინგლისის ნაკრების ფლანკერი სემ ანდერჰილი, უელსის შუამარბი ჯონი უილიამსი და ფრანგთა ფულბეკი ბრის დულინი არიან. გარდა იმისა, რომ კვესელაძემ ირლანდიასთან შესანიშნავი ლელო დადო, იგი შეუდარებელი იყო დაცვაშიც და ირლანდიელთა […]
მორიგი აღიარება – კვესელაძე მესამე ტურის სიმბოლურში!
შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის შეხვედრაში “ბორჯღალოსნებმა” ირლანდიას მედგარი ბრძოლა გაუმართეს. მარცხის მიუხედავად (23:10), საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და დადებითი შეფასება დაიმსახურა. რობ კირნისა და ბრაიან ო’დრისკოლის საკმაოდ საინტერესო კომენტარების შემდეგ, გიორგი კვესელაძე გავლენიანმა სარაგბო პორტალმა – planetrugby-მ გამოარჩია და შემოდგომის ერთა თასის, მესამე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. 15. ბრის დულინი […]