მუნდიალი 2022 | მემფის დეპაი სენეგალის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
ნოემბერი 21, 2022
0
ნიდერლანდების ნაკრების ლიდერი, მემფის დეპაი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტურის შეხვედრას გამოტოვებს. ყატარში მიმდინარე მუნდიალის პირველი ტურის შეხვედრაში, ნიდერლანდების ნაკრები სენეგალს დაუპირისპირდება. B ჯგუფის აღნიშნულ მატჩში ევროპელებს ცენტრალური თავდამსხმელი ბარძაყის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრების დაპირისპირება “ალ თუმამას” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.