უსეინ ბოლტის საფეხბურთო კარიერა დასრულდა?
ნოემბერი 2, 2018
4.29K
უსეინ ბოლტისა და “სენთრალ ქოუსთ მარინერსის” გზები გაიყო. რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ავსტრალიურ კლუბთან კონტრაქტის პირობების შეთანხმება ვერ შეძლო. 32 წლის იამაიკელი სპრინტერი მიმდინარე წლის აგვისტოში შეუერთდა “სენთრალ ქოუსთ მარინერსს”. უსეინ ბოლტმა ავსტრალიის უმაღლესი ლიგის ბინადარი კლუბის რიგებში რამდენიმე შეხვედრაც ჩაატარა.