საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა ჟორჟ მიქაუტაძემ “სერაინის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ის ეროვნულ გუნდში მიწვევაზე და საქართველოს მოქალაქეობის არჩევანზეც საუბრობს. “საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ვისაუბრე, რომელიც მაკვირდებოდა და მითხრა, რომ მას მოსწონდა ჩემი თამაში. სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ არ გამკვირვებია საქართველოდან მოწვევა, თუმცა უპირველეს ყოვლისა დიდი სიამაყე ვიგრძენი. სიამაყე არამხოლოდ საკუთარ […]