პროკურორი სკანდალში გაეხვა: “ნაპოლის ვქომაგობ – იუვენტუსი მძულს”
ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი პროკურორი, ჩირო სანტორიელო სკანდალში გაეხვა. საქმე ისაა, რომ ცნობილი გახდა 2019 წლის ვიდეო, რომელშიც პროკურორი ამბობს, რომ ის “ნაპოლის” გულშემატკივარია, ხოლო ტურინის “იუვენტუსი” სძულს. ამის შემდეგ, ის ერთ-ერთი მონაწილე იყო იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიხედვითაც “ბებერი ქალბატონის” აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელობა დამნაშავედ ცნეს, ხოლო კლუბს სერია A-ს მიმდინარე გათამაშების […]
დანიელე ადანი: “კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის მწვერვალზეა”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანმა საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მისი შესანიშნავი სათამაშო ფორმით აღფრთოვანება ვერ დამალა. “ხვიჩა კვარაცხელია დღეს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე მყოფ მოთამაშეებს შორის იმყოფება. ის ტექნიკურად ძალიან ძლიერი გარემარბია და ყველა მიმართულებით პროდუქტიულია, იქნება ეს გოლების გატანა, თანაგუნდელების არამხოლოდ გოლის გატანაში დახმარება, არამედ თავდაცვით მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. […]
ლუჩიანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი იტალიის სერია A-ში იანვრის თვის საუკეთესოდ დასახელდა. აღნიშნული ჯილდო 63 წლის სპეციალისტმა მიმდინარე სეზონში მეორედ, ხოლო კარიერაში მესამედ მოიგო. View this post on Instagram A post shared by Lega Serie A (@seriea) იანვრის თვეში “ნაპოლიმ” სერია A-ში 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 1-ში დამარცხდა, 4 კი გამარჯვებით დაასრულა, რაშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა […]
ლუჩიანო სპალეტი: “ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი მოვიგეთ და ჩვენი მენტალიტეტი გამოვაჩინეთ”
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ნაპოლიმ” “რომა” – 2:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა. “ვხედავ, რომ სატურნირო ცხრილში 3 ქულით უფრო მეტი გვაქვს. რთულ მეტოქესთან ძალიან მძიმე მატჩი მოვიგეთ. “რომა” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელიც ჩვენს სტადიონზე სათამაშოდ ჩამოსული ვნახე. ვხედავდი, რომ მთელი გუნდი ჩართული იყო თამაშში, როგორც სათადარიგო […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აღმოჩენა გახდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს აღმოჩენად დასახელდა. გამოცემა italpress-მა იტალიის სერია A-ს 20 მწვრთნელს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ 3 სხვადასხვა ნომინაციის გამოვლენა სთხოვა, ესენია: ჩემპიონატის აღმოჩენა – გუნდი და ფეხბურთელი და რომელი კლუბი მოიგებს ჩემპიონატს. ჩემპიონატის აღმოჩენა ფეხბურთელებს შორის სწორედ 21 წლის ქართველი ტალანტი გახდა. გამოკითხვაში 20-დან 17-მა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა, […]
“ეს ლამაზი ფეხბურთის მქადაგებლების დუელი იქნება” – იტალიური მედიის პროგნოზი
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი”, საშინაო კედლებში “რომას” უნდა დაუპირისპირდეს, დედაქალაქურმა გამოცემა Il Messaggero-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და აქცენტი სწორედ 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის დიდებულ პოტენციალზე გააკეთა. “ეს იქნება მაგიური ღამე, რომელიც ორი მწვრთნელის დაპირისპირებად გარდაიქმნება: სკუდეტოს და ევროპული ტიტულების მომგებ მწვრთნელი, იმ მწვრთნელს დაუპირისპირდება, რომელიც ჩემპიონობასთან ასე […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 19 ტურის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა იტალიურმა გამოცემა tuttomercatoweb-მა საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავთან ერთად, კიდევ 4 ნეაპოლელი, კიმ მინ ჯაე, მარიო რუი, სტანისლავ ლობოტკა და ვიქტორ ოსიმენი მოხვდნენ. ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველ წრეში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 […]
იტალიური მედიის პროგნოზი: ითამაშებს თუ არა კვარაცხელია რომასთან?
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “რომას” დაუპირისპირდება და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება. საინტერესოა, შეძლებს თუ არა აღნიშნულ შეხვედრაში 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მოედანზე დაბრუნებას. როგორც იტალიური მედია იტყობინება, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ აქვს, ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და “რომასთან” შეხვედრაში მოედანზე გასვლას […]
იტალიური მედია პროკურატურას ადანაშაულებს: ნაპოლის და იუვეს განსხვავებულად ეპყრობიან
იტალიური გამოცემა La Stampa საგამოძიებო ორგანოს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ პროკურატურა სატრანსფერო დარღვევების გახმაურებულ საქმეებზე “ნაპოლისა” და “იუვენტუსს” განსხვავებულად ეპყრობა. კონკრეტულად, საუბარია იმაზე, რომ ნეაპოლის პროკურატურამ საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივება 6 თვით მოითხოვა, დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ კი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი უკვე განიხილა და კლუბი უდანაშაულოდ სცნო. ეს კი იმის ფონზე ხდება, რომ ტურინის “იუვენტუსს” 15 […]
კვარაცხელიას თამაში სალერნიტანასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაში იტალიის სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში, “სალერნიტანას” წინააღმდეგ საეჭვოა. ბოლო დღეების განმავლობაში, ქართული და იტალიური მედია აქტიურად საუბრობდა იმის შესახებ, რომ ქართველი ფეხბურთელი გრიპის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და გუნდურ საწვრთნელ პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია, ახლა კი როგორც Gazzetta dello Sport-დან ვიგებთ, კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით არ გაუმჯობესებულა […]
უცნობი ისტორია: რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ტურინის იუვენტუსში?
ტრავმით გამოწვეული პაუზის და სტატისტიკური კუთხით მცირე მშრალი სერიის შემდეგ, 2023 წლის რიგით მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ბენეფისი მოაწყო. 21 წლის ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა “ზებრების” წინააღმდეგ (5:1) მოგებულ შეხვედრაში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა – 1 თავად გაიტანა, 2-ჯერ საგოლე […]
KVARAVIGLIOSO – სერია A კვარას სტატისტიკას აქვეყნებს
იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა გამოაქვეყნა და ის როგორც – KVARAVIGLIOSO – შეაფასა. ეს იტალიური სიტყვიდან ნაწარმოები ტერმინია, რომელიც ბრწყინვალეს აღსანიშნად გამოიყენება. რაც შეეხება სტატისტიკას, იტალიის ჩემპიონატის გვერდმა ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მოწყობილი ბენეფისის დროს კვარაცხელიას რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემები გამოარჩია, რომელიც ასე გამოიყურება: დარტყმა: 5 კარში დარტყმა: 3 […]