“მარადონას სტადიონმა ახალი კუმირი იპოვა – ნეაპოლის ოცნება ადგილზეა” – პორტუგალიური მედია კვარაცხელიას საუბრობს
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ამჯერად პორტუგალიური მედია საუბრობს და საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას უძღვნის, სადაც მის პირველ ნეაპოლურ ნაბიჯებს განიხილავს. tribuna.expresso-ს მასალაში განხილულია 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის შესაძლებლობები და მისი გავლენა “ნაპოლის” თამაშზე, მთავარი აქცენტი კი “ლივერპულთან” ჩატარებულ შეხვედრაზე კეთდება. “კვარადონა არის ის, ვისზეც ქალაქი ოცნებობდა. მერტენსის, კულიბალის და უპირველეს ყოვლისა, ყოფილი კაპიტნის, ინსინიეს წასვლის […]
იტალიის ნაკრების ვეტერანი: “კვარაცხელია ნამდვილი სიურპრიზია, მან ნაპოლის სიახლე შემატა”
“ბრეშას”, მილანის “ინტერის”, ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ვეტერანმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ალესანდრო ალტობელიმ საქართველოს ეროვნული გუნდისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 66 წლის ალტობელის რომელიც “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, “ლურჯების” მაისურით 61 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი და სკუდეტოსა და ორჯერ იტალიის თასის ვერცხლის მედლებიც აქვს მოპოვებული. “ნაპოლი” ამჟამად პირველ ადგილზეა – ვნახე […]
კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესოობისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის. ისტორიაში პირველად ხდება, როცა თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის შესაძლებლობა გულშემატკივარს აქვს. ამის გაკეთება მითითებულ ბმულზე გადასვლით და ხუთ შესაძლო კანდიდატს შორის 21 წლის ქართველი ტალანტის არჩევითაა შესაძლებელი. გარდა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავისა, საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად პაულო დიბალა (“რომა”), ტეუნ კუპმაიერსი (“ატალანტა”), ლაუტარო მარტინესი […]
ნაპოლის კაპიტანი: “კვარაცხელიას დიდებული ნიჭი აქვს, მან შესანიშნავად დაიწყო”
იტალიური “ნაპოლის” კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელიას შესანიშნავი თვისებები აქვს. მან შესანიშნავად დაიწყო და ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. მაქ როგორც აღმასვლები, ისე დაღმასვლები აქვს, თუმცა ძალიან ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს. მთლიანობაში, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან კარგი შევსება მივიღეთ და ნიჭიერი ახალგაზრდები დავიმატეთ”, – თქვა 29 წლის […]
სერია A-ს მეორე ტურის TOP 5 გოლი | VIDEO
სერია A-მ, მიმდინარე სეზონის მეორე ტურის 5 საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვირის ხუთ გამორჩეულ გოლში, ქართველი ვარსკვლავის – ხვიჩა კვარაცხელიას ორივე გოლი მოხვდა, რომელიმ რამდენიმე დღის წინ მან “მონცას” გაუტანა. “მონცას” წინააღმდეგ გატანილი პირველი გოლი მე-2 ადგილზე გავიდა, მეორე გატანილი გოლი კი მეხუთეზე. პირველი ადგილი კი იტალიელი ფეხბურთელის – დომინიკო ბერარდის ულამაზესმა […]