სკარიოლო ფინალში გასვლაზე: ,,ეს მედალი, ალბათ, ყველაზე ნაკლებმოსალოდნელი იყო”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, მისი გუნდის ევრობასკეტის ფინალში გასვლაზე ისაუბრა: ,,ჩემი კალათბურთელებისთვის მისალოცად სიტყვებს ვერ ვპოულობ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს. ეს მედალი, ალბათ, ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნოა. ეს ყველაფერი შრომისმოყვარეობის, ერთიანობის, გუნდური კალათბურთისა და საკუთარ შესაძლებლობებზე გადაბიჯების დამსახურებაა. საფრანგეთს ყოველთვის სუპერ გუნდი ჰყავს, NBA-ისა და ევროლიგის ვარსკვლავებით. პატივს […]
სკარიოლო: ,,გერმანია ევრობასკეტის საუკეთესო გუნდია”
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, გერმანიასთან გასამართ ნახევარფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა: ,,არსებობს კმაყოფილების განცდა იმის გამო, რომ ასეთი რთული ტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. თუმცა, ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ. ამჯერად გერმანია ევრობასკეტის საუკეთესო ნაკრებია, არამხოლოდ მათი სიძლიერის, არამედ მათი თამაშის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიცაა, რომ ისინი საკუთარ დარბაზში თამაშობენ. ატმოსფერო კალათბურთელებსა და მსაჯებზე იმოქმედებს. […]
ოფიციალურად – თორნიკე შენგელიამ ვირტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა – თორნიკე შენგელიამ “ვირტუს ბოლონიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, შენგელიამ იტალიურ საკალათბურთო კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა, რომელიც შესაძლოა კიდევ 1 წლით გაგრძელდეს. სკარიოლო: “უმჯობესია შენგელიასთან ერთად, ვიდრე მის წინააღმდეგ” “შენგელიას NBA-ში შეუძლია თამაში, თუმცა, მიხარია რომ ჩვენთანაა” – სკარიოლო “საქართველოზე საუბრისას ყველა შენგელიასა და შერმადინზე […]
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯო სკარიოლომ, საქართველოსთან წაგების შემდეგ, თორნიკე შენგელიასა და ქართველ გულშემატკივრებზე ისაუბრა: ,,თოკომ ჭკვიანურად ითამაშა. ფაქტობრივად, მას სწორედ ამას ვასწავლი. კარგად გამოიყურებოდა და მისი დამსახურება უნდა აღვნიშნოთ. ის გუნდის დიდი ლიდერია და საქართველოსთვის მისი გუნდში ყოფნა ძალიან კარგია. დიდებული გულშემატკივრობა იყო, ქომაგები საკუთარ გუნდს ამხნევებდნენ, რამაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა. ეს ძალიან […]
სკარიოლო: “საქართველო საკალათბურთო ქვეყანაა, რომელსაც შერმადინისა და შენგელიას სახით საუკეთესო მოთამაშეები ჰყავს”
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. უპრინციპულესი შეხვედრა, 4 ივლისს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაზე” გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისათვის აშენებულ, ახალ არენაზე იასპარეზებს. უკრაინასთან განცდილი მარცხის (79:66) შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რეაბილიტაციას ძლევამოსილი მეტოქის წინააღმდეგ შეეცდება. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ […]