ვალი €1.3 მილიარდს შეადგენს | როგორ ყიდულობს ბარსა ახალ ფეხბურთელებს?
“ბარსელონას” ფინანსური პრობლემები აქვს და ეს უკვე ყველასთვის ცნობილია. ყოფილი პრეზიდენტის, ბართომეუს მმართველობის პერიოდში, გუნდს €1.3 მილიარდის ოდენობის ვალი დაუგროვდა, რაც არასწორი მენეჯმენტის, მრავალმილიონიანი წარუმატებელი ტრანსფერების, დაუბალანსებელი სახელფასო ბიუჯეტისა და წამგებიანი საკონტრაქტო ხელშეკრულებების შედეგი იყო. ამის მიუხედავად, სრულიად მოულოდნელად, “ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე უჩვეულოდ გააქტიურდა – ლევანდოვსკისა (€45 მლნ.) და რაფინიას (€58 მლნ.) შეძენა ხომ ყველას […]
ბარსელონამ ასპილიკუეტას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა
სესარ ასპილიკუეტამ კარიერა, შესაძლოა, “ბარსელონაში” გააგრძელოს. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. იტალიელმა ჟურნალისტმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ კატალონიელებმა 32 წლის მცველს 2-წლიანი ხელშეკრულება, 1 სეზონით გახანგრძლივების უფლებით შესთავაზეს. ცნობილია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება გასული წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა “ბარსელონა” ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ელოდება. ასპილიკუეტას “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. შეთანხმების შემთხვევაში, ესპანურ […]
სესარ ასპილიკუეტა – ერთადერთი ფეხბურთელი ჩელსის ისტორიაში, რომელმაც …
ლონდონის “ჩელსის” 32 წლის მარჯვენა მცველი და კაპიტანი – სესარ ასპილიკუეტა, ჩელსის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო. ასპილიკუეტა “არისტოკრატების” რიგებში 2012 წლიდან ირიცხება, რა დროშიც მან საკუთარ კლუბთან ერთად შეძლო და მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, პრემიერ ლიგა, უეფას სუპერთასი, ფა თასი, ინგლისის ლიგის თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. 32 წლის მარჯვენა […]
ასპილიკუეტამ პლიმუთს ქუსლით გაუტანა | VIDEO
პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთო 5 მოთამაშე თავის პოზიციაზე
პრემიერ ლიგა კორონავირუსის გამო დროებით შეჩერებულია და განახლების თარიღი უცნობია. უფეხბურთობის ჟამს საუკეთესო დროა, რომ გადავხედოთ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს. გთავაზობთ 2019/2020 წლების სეზონის, საუკეთესო 5 მოთამაშეს თავის პოზიციებზე, შეფასებების მიხედვით. მეკარეები 5. აარონ რემსდეილი – 6.77 4. კასპერ შმეიხელი – 6.81 3. ვისენტე გუაიტა – 6.82 2. მარტინ დუბრავკა – 6.84 1. ბერნდ ლენო […]
ევროპა ლიგის ფინალი ახლოვდება – მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წინასწარი განცხადებები
დღეს, 29 მაისს, ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ორი ლონდონური კლუბი, “ჩელსი” და “არსენალი” დაუპირისპირდებიან. საინტერესოა ორივე გუნდის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების წინასწარი შეფასებები, თუ განწყობაზე არიან ისინი და რას ფიქრობენ დღევანდელ საღამოსთან დაკავშირებით. მაურისიო სარი (ჩელსის მთავარი მწვრთნელი) თუ ფინალს მოვიგებთ, შესანიშნავი სეზონი გამოგვივა. მთავარია, ნ’გოლო კანტემ თამაში შეძლოს, ის ჩვენთვის […]