საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. პორტუგალიურმა გამოცემა goalpoint.pt-მა პრიმეირა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო 11 ფეხბურთელი გამოარჩია, სადაც “ბენფიკას”, “პორტუსა” და “სპორტინგის” მოთამაშეების გვერდით ქართველი გოლკიპერი აღმოჩნდა. “სეტუბალის” 29 წლის ქართველს, რომელსაც შესანიშნავი სერია აქვს, თერთმეტეულში 6.55-ქულიანი შეფასება აქვს, რაც გუნდში ოთხი ფეხბურთელის მაჩვენებელს აღემატება. “მართალია, მაკარიძემ ბოლო მატჩებში რამდენიმე […]