პორტუგალიის თასზე წლის გოლი გავიდა (ვიდეო)
სეტუბალის პრეზიდენტმა უარყო: არც ბენფიკა, არც სპორტინგი!
გიორგი მაკარიძეს ბრწყინვალე სეზონი აქვს. საქართველოს ნაკრების მეკარე ისეთ პრესტიჟულ ჩემპიონატში, როგორიც პორტუგალიის პრიმეირა ლიგაა, შედეგიანობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა, მთლიანად ევროპაში კი სამეულში შედის. ცხადია, ასე სტაბილურად მოთამაშე გოლკიპერი თვალთახედვის არედან არ გამოპარვიათ წამყვან პორტუგალიურ კლუბებს. ამიტომაც, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ აქტიურად იწერება, რომ 29 წლის კარის დარაჯის გადაბირება “ბენფიკასა” და “სპორტინგის” ინტერესებში შედის. თუმცა, […]
შეთანხმება შედგა: მაკარიძე თურქულ გუნდში ითამაშებს
გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებული მორიგი შესანიშნავი სეზონის შემდეგ გუნდს იცვლის. თურქული პრესის ინფორმაციის თანახმად, 31 წლის ქართველი მეკარე “ერზურუმსპორში” ითამაშებს. როგორც ცნობილია, გუნდმა მაკარიძესთან პირადი დეტალები შეათანხმა. “ერზურუმსპორი” თურქეთის უმაღლეს ლიგაში წელს გადმოვიდა. Oltumedya.com-ის სტატიაში ნათქვამია, რომ გუნდი მაკარიძით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გუნდი ძირითადმა მეკარემ დატოვა.