პაკისტანელი მილიარდერი „უემბლის“ £600 მილიონად ყიდულობს
სექტემბერი 26, 2018
105
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პაკისტანელ მილიარდერს, შაჰიდ ხანს „უემბლის“ შეძენის ნება დართო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. შაჰიდ-ხანი ინგლისური „ფულჰემისა“ და ამერიკული ფეხბურთის გუნდის, „ჯეკსონვილ იაგუარსის“ მფლობელია. „უემბლის“ შეძენასთან დაკავშირებით იგი მოლაპარაკებებს აპრილიდან აწარმოებდა. გარიგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია ის, რომ „უემბლის“ სახელის შეცვლა არავის შეეძლება. ასევე, არ შეიძლება რომ „უემბლის“ სახელს რომელიმე ბრენდის დასახელება დაემატოს. […]