როდის დამარცხდნენ ბორჯღალოსნების ბოლოს შინ?!
დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე ბორჯღალოსნები ისტორიულ მატჩს ჩაატარებენ, სადაც შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი დინამო არენაზე შედგება. ბორჯღალოსნები შინ საკმაოდ კარგად თამაშობენ, შესაბამისად იშვიათად თუ მარცხდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საკუთარ კედლებში ბოლოს 2016 წლის 12 ნოემბერს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ დამარცხდა. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც იაპონელებმა 22:28 დაგვამარცხეს. ფოტო: რაგბის […]
ამაშუკელის დებიუტი თიერ ერთის მატჩებზე
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ქართველი გულშემატკივრისათვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს. ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან “პრინციფალითი სთედიუმზე” უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება. შეგახსენებთ, მანამდე, 19 […]
ტესტ მატჩი 8 ერამდე – ბორჯღალოსნები შოტლანდიას დაუპირისპირდებიან
‘შემოდგომის ერთა თასი 2020’-ის პირველ ტურში ბორჯღალოსნები ინგლისს, ლეგენდარულ „თვიქენჰემზე“ 14 ნოემბერს ერკინებიან (იხილე ტურნირის შესახებ აქ). ხოლო გათამაშების პირველ ტურამდე საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ედინბურგში,ასევე ლეგენდარულ „მარიფილდზე“ წინა სატურნირო გასახურებელ ტესტ-მატჩს გამართავენ. ეს თამაში 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული, 1 ნოემბერს კი, ბორჯღალოსნები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში რუსეთს უმასპინძლებენ. მეხუთედ შოტლანდიასთან უკანასკნელ ათწლეულში […]
6 ერი | იტალია შოტლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
2022 წლის 6 ერის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში, იტალია შოტლანდიას დაუპირისპირდება. “აძურისა” და “ნარშავების” მატჩი, 12 მარტს, თბილისის დროით, 18:15 საათზე შედგება. შოტლანდიასთან გასამართი მატჩის წინ, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – კირან ქროულიმ “აძურის” შემადგენლობა დაასახელა. 🔵#Italrugby Il XV Azzurro in campo sabato per il match con la Scozia ➡ https://t.co/Z7302wbxFW 📆 12/3 […]
6 ერი | ყველაფერი მესამე ტურის შესახებ
6 ერის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში ორი განსაკუთრებით საინტერესო დაპირისპირება გაიმართება. სამწუხაროდ, “ლე ბლეს” ბანაკში კორონავირუსის შემთხვევების ჭარბი რაოდენობის გამო, საფრანგეთისა და შოტლანდიის მატჩი გადაიდო. ტურის გახსნით შეხვედრაში იტალია ირლანდიას უმასპინძლებს. დღის ბოლოს, უელსი ინგლისის დამარცხებას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ განვლილი 2-ტურის შემდეგ მხოლოდ უელსი და საფრანგეთი არიან დაუმარცხებელი. 27 თებერვალი, 18:15 საათი, “სტადიო ოლიმპიკო” […]
ფინ რასელის გასაოცარი მატჩი – შოტლანდიამ თბილისში ისტორია დაწერა (ვიდეო)
31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის მეორე ტესტ-მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა. სამწუხაროდ “დინამო არენაზე” გამართული დაპირისპირება ბორჯღალოსანთა მარცხით, ანგარიშით 10:44 დასრულდა. საქართველო შოტლანდიის დაპირისპირებას გავლენიანი სარაგბო პორტალი rugbydump.com-ი გამოეხმაურა. განსაკუთრებული ყურადღება კი ფინ რასელის გასაოცარმა პერფორმანსმა დაიმსახურა. 31 აგვისტოს, შოტლანდიამ თბილისში ისტორია დაწერა. პირველი ეშელონის ქვეყნებს შორის შოტლანდია პირველია, რომელიც თბილისში […]
საქართველო v შოტლანდია დინამოზე | ბილეთები
შოტლანდია რჩება ერთადერთ ტიერ1-ის გუნდად, რომელიც ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ საქართველოს უკვე მეორედ ეწვევა. 17 ივლისს, 19 საათზე ბორჯღალოსნები შოტლანდიას დინამო არენაზე უმასპინძლებენ! მატჩის ბილეთები იყიდება აქ: TKT.GE/RUGBY მეექვსედ შოტლანდიასთან უკანასკნელ ათწლეულში ბორჯღალოსნებს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ხუთჯერ უთამაშიათ. პირველ ჯერზე გუნდები ერთმანეთს ახალ ზელანდიაში, 2011 წლის მსოფლიო თასზე ინვერქარგილში გადაეყარნენ. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ლელო არ გაატანინა, თუმცა შოტლანდიამ გამარჯვება […]
შოტლანდიას ბორჯღალოსნებთან მატჩში 3 ვარსკვლავი დააკლდება
შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 23 ოქტომბერს, “მარიფილდზე”, საქართველოს წინააღმდეგ 3 ლიდერის გარეშე ითამაშებს. “ნარშავებს” – მეორეხაზელი ჯონი გრეი (57 კეპი), მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო 10-იანი ფინ რასელი (49 კეპი) და ფულბეკი სტიუარტ ჰოგი (76 კეპი) დააკლდებათ. ეს მორაგბეები წლებია შოტლანდიელთა ლიდერებად ითვლებიან. მათ გარდა, ასევე არ იქნება მესამეხაზელი სემ სკინერი (7 კეპი). მათი უთამაშებლობის მიზეზი არის […]
6 ერი | შოტლანდია ირლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა
2022 წლის 6 ერის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, ირლანდია შოტლანდიას დაუპირისპირდება. “სამყურებისა” და “ნარშავების” მატჩი, 19 მარტს, თბილისის დროით, 20:45 საათზე შედგება. ირლანდიასთან გასამართი მატჩის წინ, შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – გრეგორ თაუნსენდმა “ნარშავების” შემადგენლობა დაასახელა. Your Scotland team for Saturday’s @SixNationsRugby game against @IrishRugby has been confirmed. Watch Head Coach Gregor Townsend […]
6 ერი | ყველაფერი მეოთხე ტურის შესახებ
6 ერის 2021 წლის გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, სატურნირო ცხრილის სათავეში უელსია მოქცეული – უეინ პივაკის გაწვრთნილი ნაკრები შესანიშნავად ასპარეზობს და განვლილ 3 ტურში 3 გამარჯვება მოიპოვა. მეოთხე ტურის შეხვედრაში, უელსი აუტსაიდერ იტალიას ესტუმრება და სარაგბო მიმომხილველების აზრით, მორიგ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. იტალიის დამარცხების შემთხვევაში, უელსი 6 ერის მოსაგებად მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს. საფრანგეთს ერთი […]
live.ge-ს სიუჟეტი საქართველო შოტლანდიის მატჩზე (ვიდეო)
ბორჯღალოსნები | ღია ვარჯიში მარტყოფში
თელავში, ნიდერლანდებთან გასამართ მატჩზე გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა მარტყოფში ღია ვარჯიში გამართეს და მისი დასრულების შემდეგ, ტრადიციულად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ვარჯიში საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ორმხრივი თამაშით დასრულდა. შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩის შემდეგ, გუნდი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და მსოფლიოს ჩემპიონ “ბოკესთან” 2 და 9 ივლისს ორ თამაშს გამართავს, 17 ივლისს კი თბილისში […]