ევროპა ლიგის F ჯგუფის მეხუთე ტურში, ავსტრიულმა გრაცის “შტურმმა” ნიდერლანდულ გრანდს “ფეიენოორდს” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. დაპირისპირების 93-ე წუთზე, ერთადერთი გოლის ავტორი ოთარ კიტეიშვილი გახდა, რომელმაც მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე 53-ე წუთზე შემოვიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “შტურმის” მთავარმა მწვრთნელმა – კრისტიან ილზერმა მატჩზე და ოთარ კიტეიშვილის გოლზე ისაუბრა. “პირველ ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით […]