2021 წლის ბოლო შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები უზბეკეთს ამხანაგურად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა დაუპირისპირდეს, ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა შვედეთთან გამარჯვების და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “დიდი ხანია, ორი მატჩი ზედიზედ, თანაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ მოგვიგია, მაგრამ ეიფორიაში არ ვართ. რა თქმა უნდა, გვიხარია და აღვნიშნეთ კიდეც გამარჯვება ჩვენს გულშემატკივართან ერთად, […]